სწორი კვებაჯანმრთელობა

რამდენ პროცენტიანი შოკოლადი ითვლება ჯანსაღად?

ყველა შოკოლადი არ იქმნება ერთნაირად, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სნიკერსი არ არის ჯანსაღი არჩევანი.

როგორ გავიგოთ ჯანსაღია თუ არა შოკოლადი?

ეს დამოკიდებულია შოკოლადის ტიპზე. დღეს დღეისობით, ძალიან მარტივია პროდუქტში კაკაოს შემცველობის გაგება, შეკვრაზე დატანილი შემადგენლობების პროცენტული მაჩვენებლებიდან.

მაგრამ რა განსხვავებაა იმ ფილებს შორის, რომლის შემდგენლობაშიც 60% – 80% კაკაოა და დიდი რაოდენობით კაკაოს შემცველობა, რატომ არის უფრო ჯანსაღი?

მოდით უფრო ახლოდან შევხედოთ ამ ყველაფერს.

საბაზისო

შოკოლადის ფილაში კაკაოს პროცენტულობა გვიჩვენებს რამდენადაა ის კაკაოს მარცვლების პროდუქტი.

კაკაოს მარცვლების პროდუქტი ძირითადად მზადდება შოკოლადის ხსნარისგან, რომელიც კაკაოს მშრალი ფხვნილის და კაკაოს კარაქის კომბინაციის შედეგია.

თუ შოკოლადის ფილა 80%-იანი კაკაოს შემადგენლობითაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ფილის 80% დამზადებულია შოკოლადის ხსნარისგან და დამატებულია კაკაოს კარაქის და/ან კაკაოს ფხვნილის კომბინაცია, დანარჩენი 20% კი შემავსებლებით შედგება (ყველაზე ხშირად გამოიყენება შაქარი).

კაკაოს მაღალი პროცენტულობა ნიშნავს უფრო მწარე შოკოლადს?

რაც უფრო მაღალია კაკაოს პროცენტულონა, შოკოლადიც მით უფრო მწარე იქნება, თუმცა, როგორც ყველგან, აქაც არსებობს გამონაკლისები.

ისევე როგორც ყავის მარცვლები, კაკაოს მარცლებსაც გააჩნიათ მძაფრი არომატი, რაც დამოკიდებულია ნიადაგისა და გარემოს ტიპზე, ასევე იმაზე, თუ როგორ არის მოსავალი აღებული.

გარდა იმისა, თუ რა ტიპის მარცვლებს იყენებენ, მწარმოებლებს შეუძლიათ აირჩიონ კაკაოს კარაქისა და ფხვნილის განსხვავებული კოეფიციენტები, ასე რომ ერთი ბრენდის 73%-იანი კაკაოს შემადგენლობით შოკოლადის ფილა, შესაძლოა უფრო ნაკლებად მწარე იყოს, ვიდრე სხვების.

ასევე ნახეთ:  რჩევები ენერგიის მოსამატებლად

ეწვიეთ ბმულს და შეიძინეთ თქვენზე მორგებული სწორი კვებისა და ვარჯიშის პროგრამა!

მაღალი კაკაოს პროცენტულობა, ნიშნავს შოკოლადის სიჯანსაღეს?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს რძიანი შოკოლადი ურჩევნია, ტკბილი არომატით, გთავაზობთ მიზეზს, თუ რატომ ემხრობიან ექსპერტები შავ შოკოლადს.

კაკაოს მარცვლები შეიცავს ფლავანოიდებს, რომლებიც უზრუნველყოფენ გულის დაცვას, ხელს უშლიან ანთებით პროცესებს, აძლიერენ ტვინს და ხელს უწყობენ განწყობის ამაღლებას, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ კაკაოს შემცველობა უფრო ჯანსაღი და სასარგებლოა.

გარდა ამისა, კაკაოს მაღალი პროცენტულობა გულისხმობს, რომ ნაკლები ადგილი რჩება დამატებითი ინგრედიენტებისთვის, როგორიც არის შაქარი (რასაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს)  და რძის პროდუქტები, რომლებმაც შესაძლოა დაბლოკონ კაკაოს ოქსიდანტების აბსორბცია.

გახსოვდეთ, კაკაოს პროცენტული მაჩვენებელი რიცხვები უფროა, ვიდრე ხარისხი.

შოკოლადის დამზადების ყოველ ნაბიჯზე, დაწყებული კაკაოს მარცვლების გაცხელებით და დამთავრებული მათი გაშრობით, პროდუქტში შესაძლოა შეიცვალოს ანტიოქსიდანტების რაოდენობა.

კაკაოს პროცენტულობა რძესა და თეთრ შოკოლადში

რძანი შოკოლადი შეიცავს შოკოლადის ხსნარს, მაგრამ სხვადასხვა ვარიაციებში ვხვდებით განსხვავებულ შემადგენლობებს (შემავსებლები, როგორიც არის შაქარი, რძე, ნაღები და ლეციტინი), ამ შემთხვევაში კი კაკაოს პროცენტული შემადგენლობა 10%-ზე დაბალია.

შავი შოკოლადის 100 გრამი შეიცავს 175 მილიგრამ ფლამანოლს, როდესაც იგივე რაოდენობის რძიანი შოკოლადი მხოლოდ და მხოლოდ 75 მილიგრამს შეიცავს.

თეთრი შოკოლადის უმეტესობა შეიცავს 0% კაკაოს ფხვნილს.

ზოგიერთი ამტკიცებს, რომ თეთრი შოკოლადი არ უნდა ითვლებოდეს შოკოლადად.

დამხმარე სახელმძღვანელო შოკოლადის არჩევისას

თუ თქვენ თავად არ ამზადებთ კაკაოს მარცვლებს ან მოუწოდებთ მწარმოებლებს, რომ შოკოლადის ხსნარის მაგივრად გამოიყენონ კაკაოს კარაქი, მაშინ შოკოლადის ფილაში ზუსტი კაკაოს პროცენტულოის გაგება, საკმაოდ რთული საქმეა.

ასევე ნახეთ:  6 უარყოფითი შედეგი, რასაც ბევრი ძილი იწვევს

რამდენიმე ხრიკის გამოყენებით დარწმუნდებით, რომ შედარებით სასარგებლო არჩევანს აკეთებთ, ვიდრე ქიმიურად დატვირთული შაქრის ბომბია.

 

შეამოწმეთ შოკოლადის ეტიკეტი და დარწმუნდით, რომ ჩამონათვალში არის კაკაო/კაკაოს მარცვლები, შოკოლადის მასა, ან შოკოლადის ხსნარი.

ნაკლები ინგრედიენტი, ნაკლებად დამუშავებულ შოკოლადს ნიშნავს, რაც თქვენთვის უკეთესია.

რამდენიმე წითელი „დროშა“, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება:

  • კაკაოს კარაქის შემადგენლობაში მცენარეული ზეთივუფრთხილდეთ ამ საკითხს.
  • შაქარი მოხსენიებულია, როგორც პირველი ინგრედიენტი. ეს ის შოკოლადი არ არის, რასაც თქვენ ითხოვთ.
  • ჰოლანდიიურად დამუშავებული შოკოლადი ან დამუშავებული სოდით.
    შეამოწმეთ წყაროები 

მოძებნეთ შავი შოკოლადი, რომელიც დამზადებულია ეკვატორის მახლობლად მდებარე ქვეყნების კაკაოს მარცვლებით, როგორიც არის განა, ეკვადორი და კოტ-დივუარი.

მათ აქვთ იდეალური კლიმატი კაკაოს ხეებისთვის და ისინი აწარმოებენ კიდეც მსოფლიოში საუკეთესო შოკოლადს.

რიცხვებით თამაში

თუ შოკოლადის ხსნარის პროპორციების გაშიფვრა მოინდომეთ და გინდა გაიგოთ დამზადების პროცესის მისტიურობა, გთავაზობთ მთავარ მათემატიკურ პროპორციებს:

  • ფილები 50% კაკაოთ: 50% შოკოლადის ფხვნილი + კაკაოს კარაქი, 50% დამატებითი ინგრედიენტები (შაქარი, ლეციტინი, ვანილი და სხვა).
  • ფილები 85% კაკაოთი85% შოკოლადის ფხვნილი + კაკაოს კარაქი, 15% დამატებითი ინგრედიენტები (შაქარი, ლეციტინი, ვანილი და სხვა).
  • ფილები 100% კაკაოთი100% შოკოლადის ფხვნილი + კაკაოს კარაქი, დამატებული 0% შაქარი და არომატიზატორები

ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ რომელი ფილა აარჩიოთ?

დაიცავით ერთი ძირითადი წესი:

თუ გსურთ მიიღოთ გულსისხლძარღვთა და ანთების საწინააღმდეგიო ბენეფიტები, მაშინ შეარჩიეთ შოკოლადი, რომლის შემადგენლობაშიც კაკაოს პროცენტულობა 70-ზე მეტია.

ასევე ნახეთ:  6 აქტივობა, რომლითაც ვარჯიშის გარეშე დაწვავთ კალორიებს

და ბოლოს, აკონტროლეთ პორციები

ყველა მის ანტიოქსიდანტურ უპირატესობებთან ერთად, შოკოლადი კვლავ რჩება ენერგო საკვებად.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, არ ჩაანაცვლოთ სხვა საკვები შოკოლადით.

მიიღეთ ერთი ან ორი უნცია დღეში, მაგრამ შეიგრძენით თითოეული ლუკმა.