ჯანმრთელობა

10 შედეგი, რომლებიც თან ახლავს შუადღისით წაძინებას

რა შედეგი უნდა მოჰყვებოდეს შუადღისით წაძინებას?

ადამიანების უმეტესობას, დრო რომ ჰქონდეს, აუცილებლად წაუძინებდა შუადღისით. ცუდია, თუ არა, ეს ორგანიზმისთვის? ახლა გაიგებთ:

სარგებელი, რომელიც თან ახლავს შუადღისით წაძინებას

შესაძლოა არ იცოდით, რომ ხანმოკლე ძილი იყოფა სამ კატეგორიად: მოულოდნელი, ჩვეული და დაგეგმილი.

ჩვეული – გულისხმობს ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ჩაძინებას, ეს ყველაზე სასარგებლო ვარიანტია.

მცირეხნიანი ძილის დაგეგმვა კარგია მათთვის, ვინც იცის რომ ძილის გარეშე დიდხანს მოუწევთ ყოფნა.

მოულოდნელი – უეცარი ჩაძინება დაღლილობისგან – არ არის მაინცდამაინც სასარგებლო, რადგან შეიძლება დაკავშირებული იყოს წარუმატებლობისგან, სტრესისგან, ჯანმრთელობის შელახვისგან.

ნებისმიერი ძილის ხანგრძლივობამ, რომელიც გრძელდება 30-დან 60 წუთამდე, შესაძლოა გამოიწვიოს ძილის ინერტულობა ან გაღვიძებისას არამდგრადობა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ძილი რომელიც გრძელდება 20-დან 60 წუთამდე, არის ყველაზე სასარგებლო.

 მოკლე ძილი და მისი ბენეფიტები

  1. ბედნიერი ხართ

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანები, რომლებსაც შუადღისას სძინავთ 30 წუთი ან ნაკლები, საღამოს უფრო კარგ განწყობაზე არიან, მათთან შედარებით ვისაც 30 წუთზე დიდხანს ეძინა, ან საერთოდ არ უძინია.

  1. შეძლებთ დაამარცხოთ კრიზისი

ჩვენ დღის წესრიგში „კრიზისი“ იგრძნობა დაახლოებით შუადღის 3 საათზე – ევოლუციური სლოკინი.

თუმცა, ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით, ცოტა ხნით ძილი ყველაზე ეფექტური გზაა ამ „კრიზისის“ დასაძლევად. (დიახ, კოფეინზე უკეთესიც კი.)

  1. ნაკლებ შეცდომებს დაუშვებთ

წათვლემა აუმჯობესებს შესრულებულ სამუშაოს, ამცირებს შეცდომებს და თავიდან გარიდებთ უბედურ შემთხვევებს.

  1. უკეთ იმუშავებთ

Nasa- ს მიერ ჩატარებულ კვლევაში, პილოტებისა და ასტრონავტების შესრულება, რომლებიც 40 წუთით იძინებენ ხოლმე, მნიშვნელოვნად უმჯობესდება.

  1. გიუმჯობესდებათ მეხსიერება
ასევე ნახეთ:  6 მიზეზი, თუ რატომ გილურჯდებათ კანი მარტივად | კანის დალურჯება

სტუდენტებო, ყურადღება! გერმანიაში „Saarland“- ის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩნეს, რომ 45-60 წუთიან ძილს მეხსიერების 500 პროცენტით გაუმჯობესება შეუძლია.

  1. მეტად კრეატიულები ხართ

მცირე ხნით ძილი, არ არის უაზრო ქმედება.

სინამდვილეში, კვლევამ აჩვენა, რომ ტვინის მარჯვენა მხარე – სადაც კრეატიულობა და „მთლიანი სურათის აღქმა“ იკავებს ადგილს – აქტიურ კავშირშია წაძინებასთან.

  1. თქვენი გული უფრო ჯანმრთელია

ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლისა და ათენის სამედიცინო სკოლის ერთობლივი კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც კვირაში სამჯერ მაინც თვლემენ 30 წუთით ან მეტით დღეში, 37%-ით ნაკლები რისკის ქვეშ იმყოფებიან განუვითარდეთ გულის დაავადებები.

  1. ნაკლებ არაჯანსაღ საკვებს მიიღებთ

UC Berkeley-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით, ძილის ნაკლებობა აზიანებს ტვინის პრეფრონტალურ ქერქს, ან ბალთის წარმომქმნელ უჯრედებს, რომელიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილების მიღებასა და  იმპულსების გამკლავებაზე.

  1. აღარ გშიათ

ძილის დროს ორგანიზმი ნაკლებად გამოყოფს შიმშილის ჰორმონს. ამისგან განსხვავებით კი, სხვადასხვა კვლევა გვიჩვენებს კავშირს უძილობასა და შიმშილის ჰორმონის ზრდას შორის, მათ შორის სიმსუქნესთან.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ რეგულარულმა წაძინებებმა შესაძლოა გაზარდოს დანაყრებისა და სისავსის შეგრძნება.

  1. ნაკლებს იკამათებთ

ოდესმე გინახავთ სნიკერსის რეკლამა – „როცა გშია, შენ შენ არ ხარ“? ისინი საკმაოდ სასაცილოები არიან – მაგრამ მართლები.

ადამიანები, რომლებიც განიცდიან ძილის ნაკლებობას, მიდრეკილნი არიან კამათისკენ, მათგან განსხვავებით, ვინც რეგულარულად თვლემს.