ჯანმრთელობა

შხაპის იდეალური ხანგრძლივობა

ადამიანების უმეტესობა შხაპს დიდ ყურადღებას არ უთმობს და უბრალოდ ჩვევად აქვს ქცეული, მაგრამ არსებობს რამდენიმე ჩვევა შხაპის დროს, რომელიც უკეთესია, ვიდრე სხვები და საუკეთესოა ჯანმრთელობისთვის.

ეს შეიძლება, იყოს ხანგრძლივობა ან თუნდაც წყლის ტემპერატურა. გარდა უბრალოდ ჰიგიენისა, შხაპის მიღება უდიდეს როლს თამაშობს კანის მოვლაში.

ყველა ადამიანს განსხვავებული საჭიროებები გააჩნია, როდესაც საქმე შხაპს ეხება. თუმცა არსებობს რამდენიმე მნიშნელოვანი ხრიკი, რის გამოც თქვენი კანი მადლობას გადაგიხდით.

გთავაზობთ 9 მათგანს:

1. თბილი შხაპი უკეთესია, ვიდრე ცხელი

ცხელ შხაპს ბევრი სარგებელი აქვს, მაგრამ ცუდია თქვენი კანისთის.

ცხელი შხაპი ან აბაზანა იწვევს სისხლძარღვთა გაფართოებას, ან კაპილარების გაგანიერებას, რაც ამ ტერიტორიების კიდევ უფრო გაწითლებას გულისხმობს.

ცხელი წყალი გამოდევნის თქვენი კანიდან ნატურალურ დამცავ ცხიმებს. ხანგრძლივად და ხისტად საპნის გამოყენება, ასევე, ბარიერს წარმოადგენს თქვენი კანისთვის, რომელიც ნატურალურად წარმოქმნის გარე სამყაროსგან დამცავ ფაქტორებს.

განსაკუთრებით კი აკნეს დროს არ არის რეკომენდირებული ცხელი წყლით დაბანა.

2. გამოიყენეთ გამფილტრავი შხაპის ყურმილი

თუკი პრობლემური კანი გაქვთ, გამფილტრავი საშხაპე ყურმილის გამოყენება დაგეხმარებათ.

ხისტი წყალი შეიცავს მაღალი რაოდენობით ნატურალურ მინერალებს, როგორიც არის კალციუმი და მაგნეზიუმი, რომელიც აკუმურილებულია წყლის ნაკადთან.

თუკი ხისტი წყლით სარგებლობთ, დიდი რაოდენობით დაგჭირდებათ კანისა და თმის მოსავლელი, გასასუფთავებელი საშუალებები.

ასე რომ, საჭიროა საშხაპე აღჭურვილობის სწორი შერჩევა.

3. ყოველდღიურად არ გჭირდებათ შხაპი

ესთეტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, ადამიანების უმეტესობას მოსწონს შხაპის მიღება ყოველდღიურად და ზოგჯერ დღეში ორჯერაც კი, დამღლელი ვარჯიშის შემდეგ.

ასევე ნახეთ:  მითები საკვების შესახებ, რომლებისაც ყველას სჯერა

თქვენს კანს ყოველდღიურად შხაპის მიღება არ სჭირდება.

4. გამოიყენეთ ისეთი საშხაპე გელი, რომელიც შეიცავს ცერამიდებს

საშხაპე გელების უმეტესობა, საუბედუროდ, არ შეიცავს ისეთ მინერალებს, რომელიც თქვენს კანს ესაჭიროება.

ეცადეთ, მოძებნოთ ისეთი გელი, რომელიც შეიცავს ცერამიდებს, ნატურალური კანის ცხიმებს.

მწმენდავი საშუალებები, რომლებიც შეიცავს მას, ასტიმულირებენ კანის დატენიანებასაც უსაფრთხო წმენდის დროს.

5. არ არის საჭირო მთელი ტანზე საპნის წასმა

ამბობენ, რომ მთელ სხეულზე საპნის გამოყენება ნამდვილად არ არის საჭირო, თუმცა სხეულის ისეთ ნაწილებზე ფოკუსირება, სადაც ბაქტერიები მრავლადაა, აუცილებელია, რათა თავიდან ავირიდოთ ინფექციური დაავადებები, რაც გულისხმობს ბიკინის ზონას, იღლიებს, მუხლს ქვემოთ ფეხებს და ტერფებს.

6. არ გამოიყენოთ რეტინოიდები შხაპის მიღების შემდეგ

დაიცადეთ ცოტა, სანამ რეტინოიდებს გამოიყენებთ.

დატენიანებული კანი მარტივად შთანთქავს მასში შემავალ ვიტამინ A-ს, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს სიწითლე, გაღიზიანება და კანის აქერცვლა.

7. მიიღეთ შხაპი 10 წუთი ან უფრო ნაკლები

უმჯობესია, თქვენი შხაპი გაგრძელდეს ცოტა ხანს და სარგებლიანად; არა უმეტეს 10 წუთისა.

ისევე, როგორც ცხელი შხაპი, ხანგრძლივიც აშრობს კანს და ხდის მას არაკომფორტულად მჭიდროს, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს კანის დახეთქვაც.

8. მოერიდეთ საშხაპე ღრუბელს

მოერიდეთ კანის გახეხვას, განსაკუთრებით კი საშხაპე ღრუბლების გამოყენებით.

ყოველი დაბანის მერე მათ თუ სათანადოდ არ გაწმენდთ, ის ხდება ბაქტერიების ბუდე, რაც გამოიწვევს სხვადასხვა ფაქტერიულ დაავადებას.

ასევე, მას აკნეს ბაქტერია სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეში გადააქვს.

9. იმ წამსვე არ გაიპარსოთ

შესაძლებელია, მიმზიდველად გამოიყურება შხაპის დაწყებისთანავე ამის გაკეთება, თუმცა უმჯობესია, დაიცადოთ 2-3 წუთი, სანამ აიღებთ სამართებელს.

ასევე ნახეთ:  11 საკვები, რომლებიც მაცივარში არ უნდა შეინახოთ

ამ დროს თმას თბილი წყალი უფრო დაარბილებს და ეს გაგიადვილებთ პარსვის პროცესს.