ფიტნესიჯანმრთელობა

აი რა მოხდება, თუ 1 კვირა ცივ შხაპს მიიღებთ

ცივი აბაზანის მიღება ჩვეულებრივ მტანჯველ პროცედურად მიიჩნევა, რომელსაც მხოლოდ ჯარისკაცების საწვრთნელად იყენებენ, ან ციხეებში.

Seinfeld-ის ეპიზოდში სახელად “The Jimmy”, ჯორჯ კონსტანზა ამბობს, რომ ცივი შხაპი გიჟებისთვისაა.  მისი მიღება ასევე „ლიბიდოს მკვლელობის პროცესთანაც“ ასოცირდება.

მიუხედავად ყოველივე ამისა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით იღებენ ცივ  შხაპს და მათ ამისათვის განსაკუთრებული მეცნიერული მიზეზები აქვთ.

არც ისე დიდი ხანია ცივი წყალი სპორტის თერაპევტებისა და ათლეტების მიერ  კუნთების ტკვილის გასამკლავებლად გამოიყენება. სხვა ბენეფიტები, რომლებიც ცივ წყალს აქვს, არის წონაში დაკლების ხელშეწყობა და გაუმჯობესებული კანი.

ასევე არაერთი მტკიცებულება არსებობს, რომელიც მოწმობს, რომ ცივი წყალი მენტალურ ჯანმრთელობასაც უწყობს ხელს.

ჟურნალ Medical Hypotheses-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ცივი წყალი შესაძლოა დეპრესიაში გასამკლავებლადაც დაგეხმაროთ.

დილის ცივი შხაპი ასევე გეხმარებათ პროდუქტიულობის გაზრდაში. მიიჩნევა, რომ სწორედ ეს არის ის პირველი ნაბიჯი, რომელიც დღის განმავლობაში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ბოლოდროინდელ კვლევაში რამდენიმე ფიტნეს ენთუზიასტი მონაწილეობდა, რომლებიც ჩვეულებრივი შხაპის შემდეგ იღებდნენ 2 წუთიან ცივ შხაპს. აი კვლევის შედეგიც:

ფოკუსი

პირველი ცივი შხაპის შემდეგ კვლევის მონაწილეებმა გონებაში ორ წუთამდე დათვლა დაიწყეს, თუმცა ცივი წყლის კასკადმა მათი უმეტესობა მალე სხვა უფრო სიღრმისეული ფიქრებისაკენ გადაისროლა.

ერთ-ერთი მათგანის თქმით, როცა პირველად დაიწყებთ ცივი შხაპის მიღებას, თავდაპირველი 15 წამის განვალობაში ვერაფერზე იფიქრებთ, გარდა „ცივ შხაპს ვიღებ”, მხოლოდ შემდეგ შეძლებთ ფიქრებით უსასრულობაში გადაიჭრათ.

მაგალითად, თავად მან თავდაპირველად ბაზისურ ადამიანურ საწყისებზე დაიწყო ფიქრი.  იგი გრძნობდა საოცარ შვებას, სციოდა, თუმცა გრძნობდა სიმშვიდეს.

ასევე ნახეთ:  რომელია თქვენი სხეულის ტიპი? • ვარჯიში და კვება სხეულის ტიპის მიხედვით

მოტივაცია

ცივი შხაპის შემდეგ სასაუზმოდ ჩასულიც კი უკვე თავს კარგად გრძნობდა.

მოემატა პროდუქტიულობა. მხოლოდ 2 წუთი გახდა საჭირო, რომ ცივი წყლის სარგებლიანობაში დარწმუნებულიყო.

ნებისყოფა

მეორე დღესაც, რა თქმა უნდა, უმეტესწილად, იგივე შეგრძნებები ჰქონდა, თუმცა შეამჩნია, რომ პირველ დღესთან შედარებით უფრო მეტი ნებისყოფა ჰქონდა და მიხვდა, რომ მას ცივი შხაპის მიღების პროცესი კი არა, მისით გამოწვეული შედეგები მოსწონს.

თქვენ გიცდიათ ცივი შხაპის მიღება?