ჯანმრთელობა

17 შესანიშნავი მიზეზი ცურვის დასაწყებად

გჭირდებათ მიზეზები ცურვის დასაწყებად? მაშინ, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.

მართალია, ცურვა ყველაზე ხშირად ზაფხულთან ასოცირდება, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი ზაფხული იმისთვის, რომ იცუროთ.

ცურვა შესანიშნავი ფიზიკური აქტივობაა, რომელიც არც ძვირი ღირს, არც ეკიპირებას საჭიროებს და არც ასაკობრივი შეზღუდვა გააჩნია.

ახლა გაგაცნობთ 17  მიზეზს რატომ უნდა გახადოთ ცურვა თქვენი ცხოვრების ნაწილი.

გაზრდილი მოქნილობა

ამომგდები ძალის გამო ცურვის დროს, ძალიან მცირე დატვირთვა მოდის ძვლებსა და სახსრებზე.

ცურვსას (განსაუთრებით თუ წყალი თბილია), კუნთები დუნდება, რაც საშუალებას მოგცემთ გაჭიმვების თავისუფლად გაკეთებაში.

ცურვა ასევე ეხმარება ტოქსინების გამოდევნას, რაც ხელს უშლის კუნთების დაჭიმვასა და შეშუპებას.

წვავს კალორიებს

ცურვა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საშუალებაა კალორიების დასაწვავად, 1 საათი ცურვისას 500-მდე კალორია იწვება.

მოცურავეებს თუ შევხედავთ, მივხვდებით, რომ ცურვა ნამდვილად კარგი საშუალებაა კალორიების დასაწვავად (ცურვა აგიჩქარებთ მეტაბოლიზმს).

დაგეხმარებათ მოწევისთვის თავის დანებებაში

დიახ, ეს ასეა. წყალში ყოფნა შეგიმცირებთ მოწევის სურვილს, წყალი თუ ვერ გიშველით, მოწევა აკრძალულია-ს ნიშანი მაინც დაგეხმარებათ.

ვინც ცდილობს თავი დაანებოს მოწევას, ხშირად ცუდ ხასიათზეა, ცურვა კი დამშვიდების მშვენიერი საშუალებაა.

გაგიუმჯობესებთ კოორდინაციას

ცურვა გაგიუმჯობესებთ სხეულის მოტორულ ფუნქციებსა და კოორდინაციას.

ცურვისას სხეულის კუნთების 2/3 იტვირთება, ზედა ტანი, ქვედა ტანი, თავი, მკლავები, ფეხები, ყველა კუნთი ერთად, კოორდინირებულად მუშაობს და შედეგად სხეულის კოორდინაციაც მატულობს.

აუმჯობესებს  სხეულის ფორმას

თუ ხშირად გეუბნებიან რომ ზედმეტად მოხრილი ხართ, მაშინ ცურვა სწორედ თქვენთვისაა.

ასევე ნახეთ:  როგორ გამოვაჩინოთ ვენები ხელებზე?

ცურვა აძლიერებს სახსრებსა და კუნთებს ხერხემლის გარშემო, რაც შესანიშნავი საშუალებაა სხეულს ფორმის კორექტირებისთვის.

კარგია ყველასთვის

ცურვა ყველას შეუძლია, 90 წლის მოხუცებს, რამდენიმე წლის ბავშვებს.

თუ გსურთ, რომ კარგად იგრძნოთ თავი ნებისმიერ ასაკში, ცურვა ამისთვის მშვენიერი საშუალებაა.

ავარჯიშებს მთელ სხეულს

ალბათ გსმენიათ როგორ აქებენ სხვადასხვა ვარჯიშს, რადგან ბევრ კუნთს ავარჯიშებს თუმცა, ამ მხრივ ცურვას ვერაფერი ჯობნის.

ზურგის კუნთები, მკლავები, ფეხები, შეგიძლიათ სხეულის ყველა ნაწილი ავარჯიშოთ სიმძიმეებისა და ეკიპირების გარეშე, უბრალოდ ჩახტით წყალში და იცურეთ.

ცურვა შესანიშნავი კარდიო ვარჯიშია

ცურვა არის საუკეთესო აერობიკული ვარჯიში. ცურვა მეტად მოითხოვს სუნთქვის კონტროლს, ვიდრე სირბილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სხეულს მეტი ჟანგბადი სჭირდება. ხშირად ცურვა აძლიერებს გულს და შესაბამისად სისხლის მიმოქცევას.

უფრო მაღალი და უფრო გამხდარი

ზრდის თუ არა ცურვა სიმაღლეში? შეხედეთ თუნდაც მაიკლს პელფსს.

მართალია, თუ გენეტიკა არ გიწყობთ ხელს ცურვა ვერაფერს გიშველით, მაგრამ ცურვის დროს ყალიბდება გრძელი კუნთები, ამას დაუმატეთ კუნთების მოქნილობაც და მარტივი გასაგებია რატომ არიან მოცურავეები მაღლები და გამხდრები.

სახსრები

ცურვა შესანიშნავ საშუალებაა დაასვენოთ გადაღლილი სახსრები, რომლებიც მუდმივი დატვირთვის ქვეშ არიან.

წონაში კლება

ზოგისთვის საცურაო კოსტუმის ჩაცმის სურვილი შეიძლება გახდეს წონაში დასაკლება. იმის დანახვა, რომ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ საუკეთესო ფორმაში, შეიძლება გახდეს მშვენიერი მოტივატორი ივარჯიშოთ და იცუროთ მეტი.

თუ გსურთ ცურვასთან ერთად დაიწყოთ ვარჯიშიც, ეწვიეთ ბმულს და შეიძინეთ სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში.

ასევე ნახეთ:  რატომ უნდა მივირთვათ ჭარხალი 2 კვირის განმავლობაში

სოციალიზაცია

აუზი შეიძლება გახდეს შეკრების მშვენიერი ადგილი. ბავშვებსა თუ დიდებს, ყველას უყვარს ცურვა და წყალი, შესაბამისად აუზის გარშემო შეკრება და დროის ტარება.

გუნდური და ინდივიდუალური სპორტები

თუ გიყვართ შეჯიბრი და ხართ აზარტული, ცურვა შესანიშნავი საშუალებაა შეეჯიბროთ სხვებს.

ალბათ ყველას გინახავთ ოლიმპიადაზე როგორ ეჯიბრებიან მოცურავეები ერთმანეთს, ეს ერთერთ საუკეთესო სანახაობაა.

დაგიცავთ დახრჩობისგან

თუ იცით ცურვა შანსი იმისა, რომ დაიხრჩოთ ნაკლებია. ამიტომ კარგია თუ პატარა ასაკიდან ასწავლით ბავშვებს ცურვას.

აუმჯობესებს ფსიქიკას

დამტკიცებულია რომ ფიზიკური აქტივობა დადებითად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე. ცურვა ამცირებს სტრესსა და დაძაბულობას. ცურვამ შესაძლოა შეგიმსუბუქოთ დეპრესიულობა.

კარგია რეაბილიტაციისთვის

ცურვა სასარგებლოა ქრონიკული დაავადებებისა და რეაბილიტაციის დროს.

მათთვის, ვისაც აწუხებს ასთმა ან ართრიტი ცურვა არის შესანიშნავი ვარჯიში, რადგან აუმჯობესებს სუნთქვას და სახსერბზე დიდი დატვირთვის გარეშე აძლიერებს კუნთებს.

სწორედ იგივე მიზეზით ცურვა კარგია მათთვის, ვისაც ტრავის შემდგომი რეაბილიტაცია ესაჭიროება.

აძლიერებს იმუნურ სისტემას

იცოდით, რომ ცურვას შეუძლია იმუნიტეტის გაძლიერება? როდესაც უჯრედები რეგულარულად იღებენ საკმარის სისხლსა და ჟანგბადს ისინი უკეთ ფუნქციონირებენ, უკეთესად ახერხებენ მავნე ნივთიერებების გამოდევნას სხეულიდან.

ეს კი იმას ნიშნავს რომ სხეული უკეთ ფუნქციონირებს და იმუნიტეტიც უფრო ძლიერია.

ახლა კი, თქვენ გაქვთ 17 მიზეზი ცურვის დასაწყებად.