წონაში კლებაწონის კორექცია

როგორ გავზომოთ  ცხიმის რაოდენობა სხეულში ?

იცით როგორ უნდა გაზომოთ ცხიმის რაოდენობა სხეულში ?

წონაში დაკლება ფიტნესით დაკავებული ადამიანების დიდი ნაწილისათვის მთავარი მიზანია.

ვარჯიშების მიუხედავად, კილოგრამების რიცხვის უცვლელობა კი, ხშირად ხდება მოტივაციის დაკარგვის მიზეზი.

თუ უკვე რამოდენიმე კვირაა, რაც ვარჯიშობთ, თუმცა წონის მაჩვენებელი უცვლელია, ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ ცხიმების წვის პროცესი არ მიმდინარეობს.

ვარჯიშთან ერთად წონის უცველობა შესაძლოა იმას ნიშნავს, რომ თქვენი კუნთების მასა გაიზარდა.

სხეულში ცხიმების მაღალი რაოდენობა პირდაპირ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემასთან.

ცხიმების დიდი რაოდენობა ზრდის გულსისძარღვთა სისტემის დაავადებების, ორი ტიპის დიაბეტისა და სიმსივნის რამდენიმე სახეობით დაავადების რისკს. კუნთოვანი მასის ზრდა კი, ამცირებს ამ დაავადებებით ავადმყოფობის რისკს.

დაიწყეთ ჯანსაღი ცხოვრება დღესვე! ეწვიეთ ბმულს და ჩვენ დაგეხმარებით სასურველი მიზნების სწრაფად და მარტივად მიღწევაში.

როგორ უნდა გამოთვალოთ ცხიმის რაოდენობა სხეულში (პროცენტული მაჩვენებელი) ?

სტანდარტული განმსაზღვრელი მარტივია და გამოითვლება წონისა და სიმაღლის მაჩვენებლებით.  ამასთან ერთად, გთავაზობთ ოთხ გზას, სხეულში ცხიმების რაოდენობის გასაზომად.

კალიპერი

ეს ძველებური მეთოდია და ამავდროულად მარტივი და იაფი საშუალებაა.

გაზომეთ გულმკერდის მიდამოები, მუცელი და ბარძაყი (გაზომეთ სხეულის მინიმუმ სამი ნაწილი).

შემდეგ კი გამოიყენეთ ონლაინ კალკულატორი, რომელიც შეყვანილი მონაცემების მეშვეობით, გამოთვლის ცხიმების პროცენტულ მაჩვენებელს.

“ჭკვიანი სასწორი“

მთელ მსოფლიოში გავრცელებული აპარატი სააბაზანოებში, რომელიც არა მხოლოდ გიფიქისრებთ მასას, არამედ განსაზღვრავს სხეულის აგებულებას და ითვლის მასში ცხიმის რაოდენობას (პროცენტულ მაჩვენებელს).

ზოგიერთ „ჭკვიან სასწორს“ აქვს ფუნქცია, რომელის მეშვეობითაც ის გიგზავნით მონაცემებს თქვენს სმარტფონში, რაც საშუალებას მოგცემთ თვალი ადევნოთ მონაცემების ცვალებადობას დროგამოშვებით.

ასევე ნახეთ:  10 გზა კუნთოვანი ქსოვილის უფრო სწრაფად გასაზრდელად | კუნთის გაზრდა

კანის სკანერი

ეს სკანერი არის ძალიან მოსახერხებელი მოწყობილობა. მას “ჭკვიან სასწორთან” შედარებით ერთი დიდი უპირატესობა აქვს.

ის შეგიძლიათ მოირგოთ სხეულის სხვადასხა ადგილზე. აღნიშნულით თქვენ შეძლებთ განსაზღვროთ ცხიმის რაოდენობა 24 განსხვავებულ „კუნთის ჯგუფში“.

ის ბევრად მოსახერხებელია, ვიდრე სასწორზე დადგომა.

ჰიდროსტატიკური აწონვა

ჰიდროსტატიკური აწონვა ნიშნავს წყალქვეშ აწონვას.

ვინაიდან ცხიმი წყალზე ნაკლებად მკვირია, ხოლო ხორცი წყალზე უფრო მკვრივი, ცხიმის პროცენტული რაოდენობა შესაძლებელია გამოითვალონ წყლის ავზში.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროსტატიკური აწონვა მიჩნეულია ყველაზე ზუსტ საშუალებად, იგი უფრო ძვირი და გამოსაყენებლად არაპრაქტიკულია.