ჯანმრთელობა

ძილის იდეალური ხანგრძლივობა თითოეული ასაკისთვის | ძილი

“რამდენი ძილი მჭირდება?”

მსოფლიო ძილის ფონდმა (დიახ, ასეთიც არსებობს) და 18-მა ცნობილმა ექიმმმა დაადგინეს თითოეული ასაკის ჯგუფს ზუსტად რამდენი ძილი სჭირდება.

არ არსებობს კონკრეტული ძილის ხანგრძლივობა, რომელიც ყველა ადამიანს მოერგება, მაგრამ  ძილის ფონდის ანგარიშმა, რომელმაც ახლახანს გამოქვეყნდა მათსავე ჟურნალში „Sleep Health” – გამოავლინნა ძილის ხანგრძლივობის განახლებული სია, ყველა ასაკის ჯგუფისთის.

გთავაზობთ რეკომედაციებს:

  • ახალშობილები (0-3 თვე): დღეში 14-17 საათი.
  • ჩვილები (4-11 თვე): დღეში 12-15 საათი.
  • ბავშვები (1-2 წელი): დღეში 11-14 საათი.
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვები (3-5): დღეში 10-13 საათი.
  • სკოლის ასაკის ბავშვები (6-13): დღეში 9-11 საათი.
  • თინეიჯერები (14-17): დღეში 8-10 საათი.
  • ახალგაზრდა მოზარდები (18-25): დღეში 7-9 საათი.
  • მოზრდილები (26-64): დღეში 7-9 საათი.
  • ხანდაზმულები (65+): დღეში 7-8 საათი.

 ყველაზე დიდ ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით, მოზრდილების რეკომენდირებული ძილის ხანგრძლივობა უცვლელი რჩება, რაც იმას ნიშნავს რომ 7 საათი ძილი ყველაზე კარგი ვარიანტია ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის. შეძლოთ და კარგად გამოიძინოთ ღამით არ არის ისეთი მარტივიმ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ კარგად გამოძინება ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის, ამიტომ დარწმუნდით, რომ საჭირო რაოდენობით გძინავთ.

ასევე ნახეთ:  საუკეთესო საჭმელი ღამით წახემსებისთვის