წონაში კლებაწონის კორექცია

რატომ ვერ იკლებთ წონაში?

წონის კლება და იდეალური სხეულისკენ მიმავალი გზა რომ ია-ვარდით მოფენილი არ არის, ეს ყველამ კარგად იცის.

თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ დიეტაზე ან გივარჯიშიათ წონის დასაგდებად, აუცილებლად შეამჩნევდით იმ ფაქტს, რომ რაღაც მომენტში სასწორი ერთ მაჩვენებელზე იყინება და წონის კლება ჩერდება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ისევ სწორედ ასრულებთ – იცავთ დიეტას და სისტემატიურად ვარჯიშობთ.

ასეთ მომენტში ხშირად თვლიან, რომ საჭიროა უფრო მკაცრი დიეტა, კალორიების კიდევ უფრო შემცირება და ვარჯიშის რაოდენობის გაზრდა, თუმცა რეალურად ამ ზომების მიღების შემდეგ შედეგი კვლავ უცვლელი რჩება.

წარუმატებლობის სულ სხვა მიზეზები არსებობს და ამის შესახებ ჩვენ ახლა მოგიყვებით.

არ გძინავთ საკმარისად

დიახ, ეს ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რომელსაც ხშირად არ ითვალისწინებენ.

სხვადასხვა კვლევებით დადგინდა, რომ სწორედ ძილის დროს გამოიყოფა ის ჰორმონები, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმის წვას.

გგონიათ რომ წონის კლება მხოლოდ ვარჯიშის დამსახურებაა

შეცდომაა, როცა ვარჯიშის გამო ზედმეტის ჭამის უფლებას აძლევთ თავს.

ეს ერთ-ერთი გავრცელებული მითია.

ნუ გაანებივრებთ თავს გემრიელი დესერტებით, რადგან ვარჯიშობთ. ვარჯიში კალორიების წვის და კუნთების ტონუსში მოყვანის შესანიშნავი საშუალებაა, მაგრამ თუ არ შეამცირებთ დღიური კალორიების რაოდენობას, ვერ მიიღებთ მნიშვნელოვან კლებას.

დამოკიდებული ხართ სოციალურ მედიაზე

დიახ, ხშირად ვარჯიშითაც მხოლოდ იმიტომ ვარჯიშობთ რომ სპორტ დარბაზში რაც შეიძლება მეტი სელფი გადაიღოთ, შემდეგ კი ფეისბუქზე ატვირთოთ და ლაიქები დააგროვოთ.

ან კიდევ იმდენად დიდხანს ზიხართ კომპიუტერთან რომ ყველაფერს რასაც აკეთებდით წყალში ყრით.

თქვენს გარშემო ძალიან ბევრი ჭარბწონიანი ადამიანია

გვესმის, რომ ეს ძალიან ცუდად ჟღერს მაგრამ ასეა.

რაც მეტი ჭარბწონიანი ადამიანია თქვენს გარშემო მით უფრო ნაკლები მოტივაცია გაქვთ თქვენ.

მაგრამ დაიმახსოვრეთ, არ უნდა ელოდოთ, რომ თქვენი ოჯახის წევრები ან თანამშრომლები შეიცვლიან თავიანთ კვების წესებს მხოლოდ თქვენს გამო.

ისევ იმ ტანსაცმელს ხმარობთ, რომელიც ჭარბწოანიანობის დროს გეცვათ

არასდროს შეინახოთ სამოსი, რომელიც დიდი წონის დროს გეცვათ.

როგორც კი რამდენიმე კილოგრამს დაკარგავთ, აუცილებლად მოიცილეთ ისინი თავიდან.

ჭამთ უაზროდ და ინსტიქტურად

ტელევიზორთან, კომპიუტერთან, ტელეფონზე საუბრისას დაივიწყეთ ჭამა.  

ასეთ დროს თქვენი გონება სხვა რამითაა დაკავებული და არ აცნობიერებს რას და რამდენს ჭამს.

ჭამეთ მაგიდასთან და ყოველგვარი ტექნოლოგიებისაგან შორს. იყავით ფოკუსირებული ჭამაზე და ისიამოვნეთ ამ პროცესით. ასე უფრო მალე იგრძნობთ თავს დანაყრებულად.

არ სვამთ საკმარის წყალს

წყალზე და მის მნიშვნელობაზე არაერთხელ დავწერეთ.

გახსოვდეთ ის ყოველთვის და ყველგან მნიშვნელოვანია  – სვით რაც შეიძლება მეტი წყალი.

უარი უთხარით შაქარს

გვესმის, რომ რთულია ცხოვრება შაქრის გარეშე, მაგრამ დაგვიჯერეთ, უშაქრო ყავის დალევა და ტკბილი შოკოლადის მაგივრად მწარე შოკოლადის ჭამას მალევე მიეჩვევით.

შემდეგ მის გარეშე გაგიჭირდებათ ცხოვრება.

ხართ სტრესულ გარემოში

თუ ხშირად იმყოფებით სტრესულ და დაძაბულ მდგომარეობაში, ეს თქვენს წონის კლებაზე გავლენას მოახდენს.

სტრესის დროს გამოყოფილი ჰორმონი თრგუნავს ტესტოსტერონს, რომელიც პასუხისმგებელია კუნთების შექმნაზე და შენარჩუნებაზე.

შეამცირეთ, ან საერთოდ უარი უთხარით ალკოჰოლს

გახსოვდეთ, რომ ერთი ბოკალი ლუდი თითქმის იგივეა, რაც ერთი მთლიანი პურის მირთმევა.

ამასთანავე, თქვენი ორგანიზმი ვერ ინახავს ალკოჰოლს, ამიტომ ახდენს მის დაუყოვნებლივ გადამუშავებას. ამ პროცესში კი თქვენი მეტაბოლიზმი არ მუშაობს ეფექტურად სხვა საკვების გადამუშავებაზე.

უარი უთხარით სასუსნავებს

ვიცით, რთულია საყვარელი სერიალის, ფილმის ან სატელევიზიო გადაცემის ყურება ჩიფსებისა თუ სხვა სასუსნავების გარეშე, მაგრამ გახსოვდეთ რომ ეს თქვენს წონას ზემოთ და ზემოთ აიყვანს, ამიტომ გირჩევთ ისინი ჩაანაცვლოთ სიმინდის ან ბარდის მარცვლებით, ასევე კარგი იქნება თუ ამ დროს მიიღებთ ბოსტნეულს.

 

ასევე ნახეთ:  რატომ არის ზოგი ადამიანისთვის დიეტის დაცვა უფრო მარტივი?