ჯანმრთელობა

როგორ ვიმკურნალოთ და თავიდან ავიცილოთ წელის ტკივილი

წელის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რადგან ადამიანების უმეტესობას მჯდომარე ცხოვრებს სტილი აქვს, რაც საათების გატარებას გულისმხობს მაგიდასთან.

ეს პრობლემა იმდენად გავრცელებულია, რომ თუკი ამ ეტაპზე არ გაწუხებთ ტკივილი, მაინც სასარგებლო იქნება, სწორი ნაბიჯები გადადგათ წელის პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

რამდენად გავრცელებულია წელის ტკივილი?

დიდ ბრიტანეთში ადამიანების 80% განიცდის რაიმე კონკრეტული სახის წელის ტკივილს ცხოვრების განმავლობაში.

რა სახის ტკივილი აწუხებთ ადამიანებს ყველაზე ხშირად?

წელის ტკივილი, შესაძლებელია, კონკრეტულ ეპიზოდში დაფიქსირდეს ან იყოს ქრონიკული.

წელის ტკივილის უმეტესობა გამოწვეულია კუნთების დაძაბულობით, რომელიც მდებარეობს ხერხემლის სახსრებში.

საბედნიეროდ, არსებობს ამ დაზიანებების თავიდან აცილების საშუალება, რათა შემდგომში არ განვითარდეს ქრონიკულ პრობლემად.

როგორ შეიძლება წელის ტკივილის თავიდან აცილება?

უმეტესი ჩვენგანი, ცხოვრებას ვატარებთ მაგიდასთან მჯდომარე, ასე რომ, თქვენი ჯდომის მანერა გავლენას მოახდენს და შესაძლოა, განვითარდეს წელის პრობლემები.

პირველ რიგში, განიხილეთ თქვენი ოფისის სავარძელი და სამუშაო მაგიდა. როდესაც იყენებთ კლავიატურას, მოათავსეთ ის ზუსტად თქვენ წინ, ისე რომ, მაგიდის კიდესა და კლავიატურას შორის დაშორება 10-15 სმ. იყოს.

თუკი არ არის საკმარისი სივრცე, ამ დროს დატვირთვა იქნება წელის კუნთებსა და სახსრებზე, რაც დროთა განმავლობაში, შესაძლოა, გარდაიქმნას პრობლემად.

როდესაც საქმე ეხება ჯდომის პოზას, ეცადეთ, არ მოიხაროთ, რადგან ასე იზრდება კუნთების დატვირთვა, რაც ტკივილს გამოიწვევს .

დასხედით სწორად, თითქოს რაიმე გქაჩავთ თავზე, გამოწიეთ მუცელი წინ და გაიმართეთ მხრებში ერთდროულად.

შესაძლებელია, თავიდან უცნაურად გეჩვენოთ ჯდომის ეს მანერა, მაგრამ ნელ-ნელა შეეჩვევით და ამით თავიდან აირიდებთ წელის სერიოზულ პრობლემებს.

ასევე ნახეთ:  პრესის ვარჯიში ბორბლის გამოყენებით

ზრდის თუ ამცირებს ვარჯიში წელის ტკივილის რისკს?

შესვენება და აღდგენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რჩევა იყო წელის ტკივილის მკურნალობისას, თუმცა დღესდღეობით უფრო სასარგებლო რჩევად იქცა – დარჩით აქტიური; ხანგრძლივი დასვენება აუარესებს ტკივილს, რადგან ვარჯიში წელავს და აძლიერებს ზურგის კუნთებს.

სცადეთ ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშები, როგორიც არის ცურვა, იოგა, პილატესი და სიარული.

რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ უმკრუნალოთ და თავიდან აირიდოთ წელის ტკივილი?

რეგულარულ ვარჯიშთან ერთად გაწელვები კარგი ვარიანტია, რადგან წელის კუნთების გაძლიერება, შესაძლოა, ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს პრობლემის განვითარების თავიდან ასარიდებლად.

სცადეთ, ვარჯიშის განრიგში 15 წუთიანი გაწელვები ჩაამატოთ; გამოიყენეთ ისეთი ვარჯიშები, როგორიც არის მუხლიდან-მკერდამდე გაწელვა, ხიდის ვარჯიშები და იოგას პოზები დაგეხმარებათ, განავითაროთ ზურგის სიძლიერე.

წელის ტკივილი შეიძლება, ასევე, გამოწვეული იყოს სუსტი ძირითადი კუნთებით (ქორის კუნთები), ასე რომ, ისეთი ვარჯიშები, რომელიც აძლიერებს თქვენს მუცლის კუნთებს, სასარგებლო იქნება თქვენი წელისთვის.

მომენტალურად წელის ტკივილის გასაყუჩებლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ გათბობის ბალიში, რომელიც გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას წელის არეში.

რა სიმპტომები მიგანიშნებთ, რომ პრობლემა სერიოზულია და აუცილებელია, ეჩვენოთ ექიმს?

ყოველთვის ესტუმრეთ პროფესიონალს, თუკი ტკივილი არ გაქრება კვირის განმავლობაში, ან იმდენად მძიმეა, რომ ყოველდღიურ აქტივობებში გიშლით ხელს.

საუკეთესო გამოსავალი პროფესიონალთან სტუმრობაა, რომელსაც შეუძლია, სწორი სამკურნალო გეგმა შეგიდგინოთ.