ჯანმრთელობა

სასარგებლოა, თუ არა, წითელი ღვინო?

როგორ ფიქრობთ სასარგებლოა წითელი ღვინო?

ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ ნებისმიერი სახის ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება საზიანოა.

ის უკავშირდება ყველა სახის ჯანმრთელობის პრობლემებს, მათ შორის ღვიძლისა და გულის დაავადებებს, სიმსივნეს და ასევე, ჯანმრთელობის გარდა, გავლენას ახდენს თქვენს ფინანსებზე.

წითელი ღვინო კარგია, ნამდვილად კარგი. ამის დასამტკიცებლად კი სულაც არ გჭირდებათ ექსპერტები.

ზომიერად სასმელის მიღება ბევრისთის ჩვეულებრივი ამბავია, ამასთანავე ის არა მხოლოდ მისაღები არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც კია.

ეს ჭეშმარიტებაა განსაკუთრებით წითელი ღვინის შემთხვევაში, რომელიც ხშირად განიხილება, როგორც გულისთვის სასარგებლო სასმელი სხვა მრავალ ბენეფიტთან ერთად.

კვირაში 5 ერთეულის მიღება რეკომენდებულად ითვლება, რაც ნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა ჯანმრთელობისთვის ზიანის მოყენება.

იდეა, რომ ალკოჰოლური სასმელები სასარგებლოა – იქნება ეს წითელი ღვინო თუ სხვა – არ არის მტიკცებულებებით გამყარებული.

თუ ამ სიახლემ გაგაკვირვათ, საუკეთესო საშუალებაა გაეცნოთ ამ სტატიას.

კარგია თუ არა გულისთვის წითელი ღვინო?

წითელი ღვინის მოყვარულებს მუდმივად აქვთ მომზადებული პასუხი, რომ მისი ზომიერად მიღება ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

ასე, რომ თუკი კვირაში მაქსიმუმ 5 ჭიქას მიიღებთ, არამხოლოდ შეამცირებთ რისკებს, არამედ მართლაც დაეხმარებით გულს.

არსებობს ზემოთ ხსენებული ფაქტის მხარდამჭერი კვლევა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის მთლიანი ისტორია.

უახლესი მტკიცებულებით ვარაუდობენ, რომ ნებისმიერი ბენეფიტი ძალიან მცირეა და მხოლოდ 45 წელს გადაცილებული ქალების შემთხვევაში მოქმედებს.

ისინი, ვინც ერთმანეთს ადარებენ მსმელ და არა მსმელ ინდივიდებს, არ ითვალისწინებენ სხვა განმასხვავებელ ნიშნებს, ისინი მხოლოდ ამბობენ, რომ ვინც წითელ ღვინოს სვამს უფრო ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს (ამას კი სოციო-ეკონომიკური ფაქტორი განაპირობებს).

ასევე ნახეთ:  10 შედეგი, რომლებიც თან ახლავს შუადღისით წაძინებას

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაცია და გულის საქველმოქმედო ორგანიაციები არ უწევენ რეკომენდაციას ალკოჰოლის მიღებას, რადგან რისკები იმდენად დიდია, რომ ყველანაირ ბენეფიტს გადაწონის.

რეგულარულად დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება პირდაპირ კავშირშია მაღალ არტერიულ წნევასთან, რაც ზრდის გულის დაავადებების რისკს.

ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ალკოჰოლური ბენეფიტი შევცვალოთ ჯანმრთელი დიეტითა და მეტი ვარჯიშით.

თუ ჯანმრთელი წესით ცხოვრება გაქვთ გადაწყვეტილი, ეწვიეთ ბმულს და შეიძინეთ სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში სრაფად და მარტივად.

არის თუ არა სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე უკეთესი წითელი ღვინო?

წითელი ღვინო შეიცავს ანტიოქსიდანტ პოლიფენოლს, რაც უფრო მუქია სიწითლე მით უფრო დიდია მისი შემცველობა.

განსაკუთრებულად საინტერესოა პოლიფენოლი რესვერატროლის აღმოჩენა წითელ ღვნოში, რადგან კვლევები ადასტურებენ ამ ნივთიერების სარგებელს გულისა და დაბერების წინააღმდეგ.

არის თუ არა რესვერატროლი ნამდვილად სასარგებლო? ეს თემა საკმაოდ აქტუალურია მედიაში, რადგან ეს ნივთიერება აღმოჩენილია წითელ ღვინოსა და შავ შოკოლადში.

ასე, რომ ამ ნივთიერების  ნებისმიერი კვლევა დაადასტურებს შავი შოკოლადისა და წითელი ღვინის სარგებლიანობას. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.

პირველი, რესვერატროლის კვლევების უმეტესობა ტარდება თაგვებზე და სიფრთხილის გამოჩენა გონივრულია მისი სარგებლიანობის ადამიანებზე განზოგადებისას.

მეორე, ეს თაგვები დიდი ყლუპებით არ სვამენ ჭიქა წითელ ღვინოს და არ ღრღრიან შოკოლადებს.

მათ ეძლევათ დანამატები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს რესვერატროლს. ამ ნივთიერების ფაქტობრივი მოცულობა წითელ ღვინოში ცვალებადია და ძალიან შორს დგას კვლევებში გამოყენებული რაოდენობისგან.

და ბოლოს, საერთოდ არ გჭირდებათ ალკოჰოლის დალევა რესვერატროლის მისაღებად.

ასევე ნახეთ:  როგორ გავარჩიოთ კარგი და ცუდი ცხიმები?

ყურძენი, ყურძნის წვენი, არაქისი, მოცვი შეიცავს მას. მისი მიღება ასევე შეგიძლიათ დანამატის სახით.

მაგრამ თუკი ნამდვილად გსურთ წითელი ღვინისგან „ბენეფიტების“ მიღება, დალიეთ კვირაში რამდენიმე ჭიქა, მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნებისა და გართობისთვის.