წონაში კლებაწონის კორექცია

წონაში დაკლება სწრაფად და მარტივად • 10 დღიანი გეგმა

წონაში დაკლება ბევრისთვის საკმაოდ რთული პროცესია, რეალურად კი ეს არც ისეთ სირთულეს არ წარმოადგენს. ჭარბი წონა ადამიანების უმრავლესობას აწუხებს და ისინი პრობლემის მოსაგვარებლად რა მეთოდს აღარ მიმართავენ, თუმცა ზოგჯერ დასახული მიზნისკენ მიმავალი გზა არაეფექტური და მცდარია, ზოგჯერ კი დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად ნებისყოფა არ ჰყოფნით.

წარმოგიდგენთ 10 დღიან გეგმას, რომელიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ და შედეგი იმაზე უფრო თვალსაჩინო იქნება ვიდრე გგონიათ.

გეძინოთ საკმარისად

სანამ წონაში დაკლება დღის წესრიგში დადგება და სხვადასხვა აქტივობებს დაგეგმავდეთ, პირველ რიგში უნდა იცოდეთ რომ ყველანაირი მცდელობა თავშივე წარუმატებლობისთვის არის განწირული, თუ ძილის რეჟიმს არ დაიცავთ და ორგანიზმს დასვენებისა და კარგად გამოძინების საშუალებას არ მისცემთ.

მნიშვნელოვანია რომ დღე-ღამეში 7-8 საათი მაინც გეძინოთ ღრმა ძილით. რაც თავისმხრივ თქვენს ორგანიზმში მეტაბოლიზმთან დაგავშირებულ ყველა პრობლემას მოგიწესრიგებთ.

თუ წონაში დაკლება გინდათ, მიიღეთ პროტეინით მდიდარი საკვები

მეორე რაც ასევე აუცილებელია, არის საკვები რომელიც ნებისმიერ ფიზიკურ დატვირთვას უფრო ეფექტურს გახდის და თქვენი კუნთების ზრდას უზრუნველყოფს.

ეს ის საკვებია რომელიც პროტეინით არის მდიდარი – კვერცხი, ქათმის ხორცი, საქონლის ხორცი და რაღა თქმა უნდა რძის პროდუქტები.

არ დაგავიწყდეთ ნახშირწყლები

არ დაგავიწყდეთ, რომ ვარჯიშის შემდეგ აუცილებლად უნდა მიიღოთ მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლები, რათა თქვენს სისხლში ინსულინის დონემ აიწიოს.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ნახშირწყლების აუცილებელი რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 30-40 გრამს.

გახსოვდეთ ისიც, რომ ნახშირწყლები ჩვენი ორგანიზმის მთავარი ენერგეტიკული რესურსია, მთავარი საწვავი, რომლის გამოყენებითაც მუშაობს კუნთები, გული, ტვინი, საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოები.

ძალისმიერი ვარჯიშის 9 დღე

იმისათვის რომ ორგანიზმი გაძლიერდეს და თქვენმა კუნთებმა მთელს სხეულზე ზრდა-განვითარება დაიწყონ, მნიშვნელოვანია რომ 10-დან 9 დღე ძალისმიერ ვარჯიშებს დაუთმოთ.

თითო დღე კი სხეულის სხვადასხვა მიდამოებზე გადაანაწილოთ, მაგალითად ჯერ ფეხები, მერე ხელები, დუნდულები, მუცელი და ა.შ

 და რა თქმა უნდა ბევრი სითხე

ამ თემას არაერთხელ შევეხეთ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ორგანიზმმა რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღოს, უფრო ხშირად კი უკეთესია თუ დღეში მინიმუმ ორ ლიტრა წყალს მაინც დალევთ.

გარდა იმისა, რომ ეს წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, ის თქვენს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგანაც გაწმენდს.

 

ასევე ნახეთ:  არის თუ არა სექსი ეფექტური ვარჯიში ?