წონაში კლებაწონის კორექცია

წონაში დაკლება ძილის დროს • 8 რეკომენდაცია

წონაში დაკლება ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია და დიდ ენერგიას, ნერვებსა და ნებისყოფას მოითხოვს.

ხშირად ადამიანები, რომლებიც მიზნად რამდენიმე კილოგრამის მოშორებას ისახავენ, წარმატებას ვერ აღწევენ, რადგან თავიდანვე არასწორად უდგებიან პროცესს და თავს ისტრესავენ.

თუ გინდათ, რომ რამდენიმე კილოგრამი დაიკლოთ და თანაც თავი არ დაისტრესოთ, წაიკითხეთ ეს უმარტივესი რჩევები, დანერგეთ ისინი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევთ.

წონაში დაკლება თუ გინდათ, პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ უნდა დაარეგულიროთ ძილი

დღეში 7-8 საათი ძილი აუცილებელია როგორც წონის დაკლებისთვის, ასევე ზოგადად თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ძილის დროს ორგანიზმი ძალებს აღიდგენს და უმნიშვნელოვანეს პროცესებს გადის.

ძილის დროს მიმდინარეობს ქსოვილის აღდგენა, ცილების სინთეზი, წნევის რეგულირება, იმუნიტეტის და ზრდის ჰორმონების გამოყოფა – რაც წონის ჯანმრთელად კლებისთვის აუცილებელია.

მიირთვით ერთი ფინჯანი ჩაი

დაძინებამდე 30 წუთით ადრე თუ ჩაის მიირთმევთ, გარდა იმისა, რომ სხეულს წყლის კიდევ ერთ დოზას მიაწვდით, ის მშვიდად დაზინებასა და დამშვიდებაშიც დაგეხმარებათ.

ხომ გახსოვთ? რაც ნაკლებია სტრესი, მით მეტ კალორიას წვავთ.

ძილის წინ მიირთვით 300 კალორიაზე ნაკლები საკვები

თუ მიზნად დაისახეთ წონაში დაკლება და ფიქრობდით, რომ დაძინებამდე არაფერი უნდა ჭამოთ, უმჯობესია, გეგმა შეცვალოთ.

შიმშილი ხელს შეგიშლით დაძინებაში და მეორე დღეს საუზმეზე გაცილებით მეტს შეჭამთ.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისეთი საკვები მიიღოთ, რომელიც გაგასუქებთ. სასარგებლოა იოგურტი, ხილი, ხაჭო ან უცხიმო რძე.

ძილის წინ აკეთეთ რამე რაც რუტინად გექცევათ

დაძინებამდე ერთი საათით ადრე აუცილებლად გააკეთეთ ისეთი რამ, რაც საბოლოოდ რუტინად გადაიქცევა და მისი გამეორება ყოველ ღამე მოგიწევთ.

ჩვენ გირჩევთ რომ ეს იყოს კითხვა, რაც გარდა იმისა რომ თქვენს გონებას გაავარჯიშებს, დაძინებაშიც დაგეხმარებათ. მაგრამ დაიმახსოვრეთ ამ დროს არასდროს წაგიცდეთ ხელი სასუსნავებზე. თუ მაინცდამაინც სხვანაირად ვერ ძლებთ მიირთვით ვაშლი ან სტაფილო.

დაძინებამდე ცოტა წაივარჯიშეთ

ძილის წინ ვარჯიში სასარგებლოა, რადგან სპორტდარბაზში გატარებული დრო უშედეგოდ ნამდვილად არ ჩაივლის.

მეტაბოლიზმი ვარჯიშიდან 16 საათის შემდეგაც კი აქტიურია და ძილის დროს კალორიების წვით გვირგვინდება.

თუმცა, ყველაფერს აქვს უარყოფითი მხარე. უმჯობესია, შედარებით მარტივი ვარჯიშები შეასრულოთ და მძიმე ინტენსიური დატვირთვა დილისთვის გადადოთ.

მიიღეთ შხაპი

საღამოს შხაპის მიღება ყოველთვის კარგი გადაწყვეტილებაა.

მაგალითად თუ უძილობა გტანჯავთ, გირჩევთ, შხაპი მიიღოთ.

შხაპი საუკეთესო დამამშვიდებელია, თქვენი სხეული და გონება მოეშვება, დაისვენებს და ჩაძინებაც გაგიადვილდებათ.

დაივიწყეთ ყველანაირი ტექნიკა

ეს ერთ-ერთი მთავარი წესია.

არასდროს დაწვეთ დასაძინებლად ტელეფონით ხელში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩათვალეთ რომ თქვენი დაძინების დრო რამდენიმე საათით წინ გადაიწევს, ან უარეს შემთხვევაში საერთოდ ვერ დაიძინებთ.

სექსი ან მასტურბაცია

ეს ალბათ საუკეთესო რჩევაა რაც შეიძლება მოგცეთ.

სექსი და მასტურბაცია გარდა იმისა რომ სასიამოვნოა, ის რელაქსაციასა და კალორიების წვაშიც გეხმარებათ.