წონაში კლებაწონის კორექცია

11 გამოცდილი ხერხი, თუ წონის დაკლება გინდათ

ალბათ უკვე ბევრი წაგიკითხავთ და გსმენიათ მსგავს თემებზე, მაგრამ რეალურად რა ხერხები შეიძლება დაგვეხმაროს წონის დაკლება თუ გვსურს?

Fit.Ge-მ შეკრიბა ყველა ასეთი რჩევა და ხერხი. მაშ ასე:

  1. ცივი წყლის დალევა ჭამამდე

ხერხი: ჭამამდე 15-20 წუთით ადრე უნდა დალიოთ 1 ჭიქა ცივი წყალი. წყალი იკავებს ადგილს. შედეგად ჩნდება დანაყრების შეგრძნება, რაც ზომიერად ჭამაში ხელს შეგიწყობთ.

  1. არომათერაპია და წონის კლება

ხერხი: საჭმლის მომზადების დროს მადა ქვეითდება ან სულ ქრება. ეს იმიტომ ხდება, რომ სუნი ატყუებს ჩვენს ტვინს და აგზავნის დანაყრების სიგნალს. არომათერაპევტები გვირჩევენ დიეტის დროს შევიყნოსოთ ვაშლის, პიტნის ან ვანილის სურნელი.

  1. კბილების გახეხვა დესერტის მაგივრად

ხერხი: როგორც კი ვიგრძნობთ მენთოლს, ჩვენი ტვინი იღებს სიგნალს, რომ საკვების მიღება დამთავრებულია. ეს გეხმარებათ გააკონტროლოთ მადა.

  1. საკვების მიღება ფეხზე დგომით

ხერხი: როდესაც ადამიანი დგას და ისე ჭამს, მეტი კალორიები იხარჯება, ვიდრე მჯდომიარე მდგომარეობაში. თქვენ უფრო სწრაფად ნაყრდებით და ნაკლებს ჭამთ.

  1. ცივი ფერის ჭურჭელი სამზარეულოში

ხერხი: ზედმეტი წონის მფლობელებს დიეტოლოგები ურჩევენ გამოიყენონ ცივი ფერის ჭურჭელი. საქმე იმაშია, რომ ლურჯი, ცისფერი და მომწვანო ფერები მადას აკრგინებს და ამშვიდებს ფსიქიკას.

  1. ვახშამი ჩაბნელებულ ოთახში

ხერხი: კიდევ ერთი დიეტა, რომელიც პოპულარულია ევროპაში. დაბნელებულ ოთახში ჭამის დროს ჩვენ ვერ ვხედავთ რამდენი საჭმელი დარჩა თეფშზე, და ვჭამთ იმდენს, რამდენიც საჭიროა.

  1. მაგიდასთან გამოსასვლელ ტანსაცმელში ჯდომა

ხერხი: სუფრასთან გამოსასვლელი ტანსაცმლით ყოფნა გვაიძულებს ქვეცნობიერად თავი გვეჭიროს უფრო ოფიციალურად. ამიტომ ვჭამთ ნელა და საგულდაგულოდ ვღეჭავთ.

  1. მწარე შოკოლადის 2-3 ნატეხი შიმშილის დროს

ხერხი: მცირე რაოდენობის შავი შოკოლადი მოგმატებთ ენერგიას, მოათვინიერებს მადას და არ ავნებს თქვენს ფიგურას.

  1. ნაწილობრივი კვება

ხერხი: წონის დაკლება თუ გვინდა, დიეტოლოგები გვირჩევენ გაყოთ საკვები თეფშზე ორ ნაწილად. ერთი მივიღოთ ახლა, მეორე კი მოგვიანებით, ამასთანავე შევამციროთ საკვების კალორიულობა საღამოსკენ. მაგალითად, დილით მივიღოთ უფრო ცხიმიანი საკვები შედარებით დიდი რაოდენობით, ვიდრე საღამოს. რადგან ზედმეტი ენერგია იხარჯება დღის განმავლობაში.

  1. ყველაფრის 40-ჯერ დაღეჭვა

ხერხი: რაც უფრო დიდხანს ვღეჭავთ საკვებს, მით უფრო მეტი დრო აქვს ტვინს დაიჭიროს სიგნალი, რომ ორგანიზმი დანაყრებულია. დიეტოლოგები თვლიან, რომ 40 – საღეჭი მოძრაობის ოპტიმალური რაოდენობაა.

  1. პატარა თეფში

ხერხი: ითვლება, რომ ეს ეფექტური ხერხია წონის დასაკლებად. ფოკუსი იმაშია, რომ ადამიანი დებს თეფშზე საკვებს კერძის რაოდენობიდან გამომდინარე, ამიტომ რაც ნაკლები იქნება თეფშის ზომა, მით უფრო ნაკლები აღმოჩნდება მასზე საკვები.

ასევე ნახეთ:  6 მიზეზი, რატომაც სიმძიმეებით ვარჯიში ქალებისთვის აუცილებელია