წონაში კლებაწონის კორექციაწონის მომატება

რამდენად ხშირად უნდა აიწონოთ? | სასწორი

წარმოიდგინეთ: თქვენ გადაწყვიტეთ მთელი ძალისხმევით დაიკლოთ წონაში. დაიწყეთ რეგულარული ვარჯიში და მიყვებით ჯანსაღი კვების გეგმას. დრო მოვიდა, რომ შეამოწმოთ თქვენი პროგრესი, რაშიც სასწორი დაგეხმარებათ.

სამწუხაროა თუმცა, თქვენ არ დაგიკლიათ წონაში.

რას გააკეთებთ? განაგრძობთ ვარჯიშს და ჯანსაღ კვებას? მოისვრით პირსახოცს და განაგრძობთ იმის კეთებას რასაც ვარჯიშამდე აკეთებდით?

თუ მკაცრ დიეტას დაიწყებთ, რათა შედეგი უფრო თვალსაჩნო და სწრაფი იყოს?

ეს ყველაფერი, სრულიად გონივრული და ნორმალური ქცევაა წარუმატებლობისას. წონის დაკლება, მისი შენარჩნება ან მომატება, საკმაოდ რთული სამართავია.

უფრო გულწრფელად, რომ ვთქვათ: სასწორის სკალაზე ციფრების მართვაც საკმაოდ რთულია.

წონის არამდგრადობა ბუნებრივია, რადგან ის დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად რა მიირთვით ახლახანს, თქვენი საპირფარეშოს ჩვევები, კლიმატი და სავარჯიშო პროგრამა.

რამდენიმე კილოგრამით წონის მერყეობა, არ ნიშნავს წონის მომატებას, მაგრამ ნამდვილად არის შედეგი იმისა, რომ სწორად ვარჯიშობთ და აკეთებს ზუსტად იმას, რაც დაგეხმარებათ დაარეგულიროს სხეულის ფიზიოლოგიური ფუნქციები.

და მაინც რამდენად ხშირად უნდა ავიწონოთ? მნიშვნელობა არ აქვს წონის დაკლება გსურთ თუ მომატება, მოდით ვისაუბროთ სკალაზე.

პირველ რიგში ჰკითხეთ თქვენ თავს – „საკუთარი თავის აწონვა დამეხმარება თუ პირიქით მავნებს?“

გთავაზობთ გამოსადეგ და მამოტივირებელ რჩევებს, დანარჩენი კი თავად გადაწყვიტეთ, როდის აიწონოთ.

ყოველდღიური აწონვა

ბევრი ადამიანი ყოველდღიურად იწონება, რადგან თავს ანგარიშვალდებულად გრძნობს, შეამოწმოს სად, რა ეტაპზე იმყოფება მისი პროგრესი.

ბევრს ეს ეხმარება, რომ განაგრძოს პროგრესი. თუ თქვენ შეგიძლიათ შედეგს შეხედოთ ზოგადად და არა ციფრების მერყეობას, მაშინ შეგიძლიათ აიწონოთ ყოველდღიურად.

ასევე ნახეთ:  12 პროდუქტი, რომლებიც რამდენიც არ უნდა ჭამოთ არ გაგასუქებთ

0,4 გრამის მომატება იმოქმედებს თქვენ განწყობაზე?

აღფრთოვანდებით, თუკი 1 კილოს დაიკლებთ?

თუ თქვენი ხასიათი და მოქმედებები დამოკიდებულია ყოველდღიურ აწონვაზე, მაშინ კარგი იქნება თუ გადახედავთ და გამოიტანთ დასკვნას, თუ რამდენ ხანში ერთხელ უნდა აიწონოთ.

სკალაზე გამოსახულ რიცხვს არ უნდა ჰქონდეს უფლება იმოქმედოს თქვენ ხასიათზე, დღევანდელ მოვლენებზე ან საერთოდ ცხოვრების ხარისხზე – ეს მხოლოდ რიცხვებია.

ყოველკვირეული აწონვა

საშუალებას გაძლევთ ადევნოთ თვალყური თქვენს პროგრესს, მაშინ როდესაც წინ კიდევ 6 დღე გაქვთ არ ფოკუსირდეთ საკუთარ წონაზე.

საუკეთესო შედეგისთვის, აარჩიეთ კვირის ერთი დღე და აიწონეთ დილაობით.

გააცნობიერებთ, რომ რამდენიმე კვირაში შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღწევა.

ეს მშვენიერი ინსტრუმეტია ყოველგვარი ანგარიშვალდებულების გარეშე შეხედოთ რიცხვებს სკალაზე.

შემთხვევითი აწონვა

ზოგიერთი ადამიანი ამჯობინებს აწონვას შემთხვევითობით, ეს შეიძლება მოხდეს სახლში ან  სპორტდარბაზის სასწორზე ან ექიმის კაბინეტში, რათა ჰქონდეს წარმოდგენა თუ რამდენს იწონის.

იმ ადამიანებს, რომლებიც შემთხვევით აწონვას ამჯობინებენ, გააჩნიათ აწონვის სხვა მეთოდები, მაგალითად როგორ ერგებათ ტანსაცმელი ან  რამდენად ძლიერად გრძნობენ თავს ვარჯიშისას.

არასდროს

არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც მიაღწიეს შედეგს და სურვილიც კი არ აქვთ დაინახონ სასწორი.

ზოგიერთი ადამიანი ფოკუსირებას ამჯობინებს, თუ როგორ გამოიყურებიან თავიანთ ტანსაცმელში, საკვებისა დაბალანსებაზე და შესრულებულ სავარჯიშოებზე და არა უბრალოდ რიცხვებზე.

ეს შესაძლებელია იყოს სწორი გზა ჯანმრთელობისკენ – ჯანმრთელობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რიცხვები.

გადაწყვიტეთ დაკავდეთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით, თუმცა არ იცით საიდან დაიწყოთ? ეწვიეთ ბმულს, ამაში ჩვენ დაგეხმარებით.

რჩევა:

თუ თქვენ დღეში რამდენჯერმე იწონებით, შეწყვიტეთ! იშვიათი გამონაკლისების გარდა, აწონვა მხოლოდ დღეში ერთხელ უნდა მოხდეს.

ასევე ნახეთ:  რა უნდა გააკეთოთ, თუ ვარჯიშისგან დასვენება გადაწყვიტეთ

სასწორი და მასზე გამოსახულ რიცხვები ხშირად ზედმეტ ყურადღებას იქცევს,რამაც შესაძლოა დიდ პრობლემებამდე მიგიყვანოთ და თქვენი ცხოვრებისეული სიმშვიდე და ბედნიერება დაირღვეს.

თუ მაინც გადაწყვეტთ აიწონოთ, სკალა უნდა იყოს ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ და არა პირიქით.

საბოლოო ჯამში, საკუთარ თავს კითხეთ, რა არის ის რაც ყველაზე მეტად დაგეხმარებათ.

ზოგისთვის, ყოველდღური წონის შემოწმება არის საუკეთესო გზა წარმატებისკენ. სხვებისთვის, უმჯობესია ნაკლებად შეამოწმონ საკუთარი წონა.

თითოეულ თქვენგანს განსხვავებული გზა აქვს, რათა იყოთ მოტივირებულები და შეინარჩუნოთ პოზიტიურობა. ამიტომ იპოვეთ სწორედ ის, რაც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

რამდენად გამოყენებადია თქვენი სასწორი?