წონაში კლებაწონის კორექცია

როგორ დავიკლოთ წონაში? ექსპერტები გვირჩევენ  –  მივირთვათ პიცა

წონაში კლება გადაწყვიტეთ? მიირთვით პიცა!

როგორც იქნა, ოცნება ახდა! Men’s Health-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პიცა გვეხმარება ზედმეტი წონის დაკლებაში.

დიახ, ეს ხუმრობა არ არის. მთავარია, ვიცოდეთ როგორ და როდის მივირთვათ პიცა, რასაც ახლავე მოგახსენებთ.

ყველას გვინდა კარგ ფორმაში ვიყოთ, მაგრამ რეალურად დიეტა ჩვენთვის ღამეული კოშმარია და სხვა არაფერი, რადგან ჩვენს საყვარელ საკვებზე უარის თქმა წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა.. აქამდე.

ზემოთ აღნიშნული კვლევის მესვეურები გვირჩევენ, რომ დიეტის დროს გამოვყოთ კვირაში ერთი ‘’დასვენების დღე,’’ რა დროსაც მივირთმევთ პიცას, ნაყინს ან ნებისმიერ საყვარელ არაჯანსაღ პროდუქტს.

ეს დადებითად აისახება ჩვენს მოტივაციაზე და უკეთესად მოერგება დიეტის წინასწარ განსაზღვრულ გრაფიკს.

კვლევის ფარგლებში ერთმანეთს ადარებდნენ ადამიანთა ორ ჯგუფს, რომლებსაც კვირის განმავლობაში 10 500 კალორია უნდა მიეღო. მეორე ჯგუფს კვირაობით ჰქონდა უფლება სურვილისამებრ ეჭამა.

შედეგად, არც ისე დიდი სხვაობა იყო ამ ორი ჯგუფის მიერ დაკლებულ კილოგრამებს შორის, მაგრამ განსხვავდებოდა მათი ემოციური მდგომარეობა.

ისინი, ვინც კვირაობით საყვარელ სასუსნავს მიირთმევდნენ, ბევრად უფრო მოტივირებული და ბედნიერები იყვნენ, ვიდრე მეორე ჯგუფის წევრები.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ თუ გადაწყვეტთ დიეტის დაცვას, კვირაში ერთი დღე გამოუყავით თქვენს თავს საყვარელი საკვების მისაღებად.

მთავარია, შეინარჩუნოთ დღიური (ყოველკვირეული) კალორიების რაოდენობა და არ გადააჭარბოთ მას.

ასევე ნახეთ:  როგორ გავზომოთ  ცხიმის რაოდენობა სხეულში ?