სწორი კვებაფიტნესი

ჰარვარდის მეცნიერი ამბობს, რომ წონაში დაკლება გართულდა | 5 რჩევა

დიეტოლოგები თანხმდებიან, რომ სულ უფრო და უფრო რთულდება წონაში დაკლება და ჯანსაღი წონის შენარჩუნება.

ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი გემრიელი საჭმელია, თანაც დიდი ოდენობით. შეიძლება, ითქვას, გასაკვირიც კია, რომ უფრო მეტ ადამიანს არ აწუხებს წონის პრობლემა.

წამყვანი დიეტოლოგის, სტამპერის, მოსაზრებით, წონაში დაკლების ყველაზე მარტივი გზა დღიური საკვები დოზის შეზღუდვაა.

ეს გზა კი ასეთი მარტივი არ არის. ბოლო 50 წლის განმავლობაში საშუალო ამერიკელის დღიური პორცია 138%-ით არის გაზრდილი და თანაც, თითქმის ყველაფერი შაქარს შეიცავს, (არა მხოლოდ ტკბილეული.)

მსგავსი მოსაზრება აქვს კარდიოლოგ-დიეტოლოდ საიდელმანსაც.

ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ვიკვებებით ყოველდღიურად.

სტატიაში ჩამოთვლილია საუკეთესო რჩევები სწორად კვების შესახებ:

ჯანსაღად კვება აუცილებლად ნახშირწყლების შემცირებას არ ნიშნავს

უახლესი კვლევის თანახმად, რომელშიც მთელი მსოფლიოდან 447, 000 ადამიანი მონაწილებდა, ჩანს, რომ სიცოცხლის ყველაზე მაღალი ხანგრძლივობა ჰქონდა ადამიანების იმ კატეგორიას, რომელიც იღებდა ნახშირწყლებს, მაგრამ ზომიერად.

ეს კვლევა აჩვენებს, რომ ნახშირწყლები, თავისთავად, არ არის პრობლემა, მნიშვნელოვანია, როგორი ტიპის საკვებს იღებთ, თუ ის ბუნებრივი და ჯანსაღია, მაშინ ნაკლებად წარმოადგენს პრობლემას.

შეარჩიეთ ჯანსაღი ცხიმები

ცხიმების ჭამა არ გასუქებთ, მეტიც, ჯანსაღი ცხიმები წონის კონტროლში გეხმარებათ.

ცხიმები უფრო ანაყრებს, ვიდრე ნახშირწყლები და უფრო გვიან მოგშვდებათ.

თუ ჯანსაღ ცხიმებს მიიღებთ, ეს თქვენთვის კარგია.

ჭამეთ ოდნავ ნაკლები

მართალია, ვარჯიში, თუნდაც უმნიშვნელო, ძალიან სასარგებლოა, სპეციალისტები თანხმდებიან, რომ წონის კონტროლის უტყუარი მეთოდია საკვების პორციების გაკონტროლება.

ასევე ნახეთ:  როგორ დავიწყოთ მედიტაცია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი

ნაკლები ჭამა ან იშვიათად შიმშილიც კი დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებში.

ზოგი დღის განმავლობაში ერთით ნაკლებ ჭამას უწევს რეკომენდაციას, რაც დღიურ კალორიებს საგრძნობლად ამცირებს.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა იშიმშილოთ, უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ სტანდარტული რეკომენდირებული პორციები უფრო მცირე იყოს, ვიდრე უმრავლესობა ჭამს.

არ დაივიწყოთ სიმძიმეებით ვარჯიში

ტვინი და გული კალორიების მთავარი მომხმარებლებია, მაგრამ მეტაბოლიზმზე კუნთოვან სისტემასაც ძალიან დიდი გავლენა აქვს.

ეს იმას ნიშნავს, რომ კუნთების ვარჯიშს შეუძლია მეტაბოლიზმის აჩქარება, რაც წონის კონტროლში დაგეხმარებათ, მაგრამ ეს ყველაფერი როდია.

ვარჯიში ფსიქიკაზეც კარგად აისახება, ებრძვის დეპრესიას და დაბერებასაც კი უშლის ხელს.

რეკომენდირებულია კვირაში 2-3-ჯერ ვარჯიში.

არაა საჭირო ბევრი განსხვავებული საკვების მირთმევა, მთავარია, იკვებოთ ჯანსაღად

წლების განმავლობაში გვასწავლიდნენ, რომ საჭიროა, მრავალი განსხვავებული საკვების მიღება, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ ეს არ არის აუცილებელი.

საკმარისია საჭირო დოზით მცენარეები, პროტეინები და ჯანსაღი ცხიმები.

ადამიანები, რომლებიც მრავალი სახის საკვებს იღებენ, ასევე, ხშირად შეექცევიან არაჯანსაღსაც.

პრობლემა ის კი არაა, რომ ბევრი არ ჭამოთ, მთავარია, ჭამოთ ჯანსაღად და მოერიდოთ არაჯანსაღ საკვებს.

ამ რჩევების გათვალისწინებით, წონაში დაკლება ბევრად მარტივი გახდება და შედეგსაც მალე დაინახავთ.