წონაში კლებაწონის კორექცია

წონაში კლება წელიწადის დროების მიხედვით

წონაში კლება გადაწყვიტეთ? წელიწადის ყველა დროს და ყველა თვეს თავისი დამახასიათებელი ნიშნები აქვს, რომლებიც პირდაპირ მოქმედებს წონაში კლებაზე.  დაიკელით 13 კილოგრამი ყოველთვიური მეცნიერულად გათვალისწინებული გეგმით.

იანვარი

ძალიან რთულია მოტივაციის შექმნა, ამიტომ ამ თვეში ნაკლები ივარჯიშთ.

ახალი დანიური კვლევის თანახმად, მათ ვინც 30 წუთის განმავლობაში დარბოდნენ, შეძლეს დაეკლოთ 3.6 კილოგრამი სამ თვეში, 1 კილოგრამით მეტი, ვიდრე მათ, ვინც 60 წუთის განმავლობაში აკეთებდნენ იმავეს.

კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები, რომლებიც უფრო მცირე ხნის განმავლობაში ვარჯიშობდნენ, დღის განმავლობაში უფრო ნაკლებ საკვებს იღებდნენ და ჰქონდათ მეტი ენერგია.

პოტენციური დანაკარგი: 1.2 კგ

თებერვალი

თებერვალი ვირუსებით სავსე თვეა, ვირუსი გავლენას ახდენს წონის კლებაზე, რაც უფრო ხშირად ხდებით ავად, მით უფრო მცირდება წონაში კლების პროცესი.

ამიტომ ეცადეთ გაიძლიეროთ იმუნიტეტი და არ გახდეთ ავად.

პოტენციური დანაკარგი: 1.9 კგ

მარტი

როგორც ქრონობიოლოგი მაიკლ სმოლენსკი ამბობს , „თქვენი ინსულინის მიწოდება გაზაფხულზე 30%-ით ნაკლებია სექტემბერთან შედარებით, ასე რომ ამ დროს კალორიების პირდაპირი წვის პროცესი უფრო მოსალოდნელია, ვიდრე შენახვის.“

შეეცადეთ გააუმჯობესოთ ეს ეფექტი, დღის განმავლობაში ყველაზე მეტი საკვები მიიღეთ საუზმეზე: თქვენი სხეული ამ საკვებს დილით გამოსაფხიზებლად საჭირო ენერგიისათვის გამოიყენებს.

პოტენციური დანაკარგი: 1.6 კგ

აპრილი

ივარჯიშეთ საღამოს. ისეირნეთ ლოკალურ პარკებში და გააკეთეთ პრესის ვარჯიშებიც.

„ადამიანები, რომლებიც ვარჯიშობენ საღამოობით, 20%-ით უფრო მეტად იუმჯობესებენ კუნთოვან ძალას, ვიდრე დილის ადამიანები“, ამბობს სმოლენსკი.

კვლევა უჩვენებს, რომ ძალის ვარჯიშებს შეუძლიათ გაზარდონ თქვენი მეტაბოლიზმის მაჩვენებელი 6.8%-ით, დაგეხმაროთ დამატებით 105 კალორიის დაწვაში დასვენებისას.

ასევე ნახეთ:  საკვები ვარჯიშის შემდეგ მაქსიმალური ეფექტის მისაღებად

პოტენციური დანაკარგი: 1,80 კგ

მაისი

ეს თქვენი ბოლო შანსია დაიკლოთ წონაში ზაფხულის  დაწყებამდე.

შეეცადეთ იკვებოთ მარცხენა ხელით.  The Personality And Social Psychology Bulletin-ის თანახმად, ეს ამცირებს საკვების მიღებას 30%-ით.

პოტენციური დანაკარგი: 2,9 კგ

ივნისი

შეისვენეთ ათი წუთით. მოკლე ღამეები შესაძლოა ნაკლებ დასვენებას ნიშნავდეს და ასევე მომეტებულ სიმსუქნეს, ამბობს  ტრენერი ჯიმ კარასი.

ადამიანებს, რომლებიც გრძნობენ ძილის ნაკლებობას, უფრო მეტად აწუხებთ შიმშილი, რადგან ლეპტინისა და ღრელის შთანმთქმელი ჰორმონების მუშაობა მოშლილია.

ასე რომ სრული სიმართლეა, როცა გძინავთ, წონაშიც იკლებთ.

პოტენციური დანაკარგი: 1,96 კგ

ივლისი

გართობისა და გარეთ ყოფნის საღამოები. არა მხოლოდ 2000 კალორიით მეტს მიიღებთ ყოველ ჯერზე, არამედ, მკვლევარების თანახმად, აღნიშნული პროცესი ასევე დაკავშირებულია მეთილგლიოქსალთან.

კლინიკის გუნდი გირჩევთ, რომ თავი შეიკავოთ ჭარბი კალორიების მიღებისაგან.

პოტენციური დანაკარგი: 1,7 კგ

აგვისტო

ზაფხულში თქვენი სხეული მოითხოვს მეტ შაქარს, რადგან იწყებს ცხიმების შეგროვებას ზამთრისათვის, – ამბობს მეთიუ ედჰულდი, The Body Clock Advantage-ის ავტორი.

შეეცადეთ მიიღოთ მეტი პროტეინი და ჯანსაღი ცხიმი, რათა შეინარჩუნოთ საზღვაო სხეულის ფორმები.

პოტენციური დანაკარგი: 1,7 კგ

სექტემბერი

მიიღეთ კაკალი, რათა დაიწყოთ წონაში კლება შემოდგომიდანვე.

ამ სეზონზე თხილი შეიცავს ანტიოქსიდანტებისა და კარგი ცხიმების დიდ რაოდენობა.

ნავარას ესპანური უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ყოველდღიურად 30 გრამის მიღება დაგეხმარებათ წელის გარშემოწერილობის 2,1 სანტიმეტრით დაკლებაში. უმჯობესია ეს პროდუქტები სალათთან ან ყავასთან ერთად მიიღოთ.

პოტენციური დანაკარგი: 1,5 კგ

ოქტომბერი

გქონდეთ მეტი სექსი.

ასევე ნახეთ:  10 საუკეთესო საკვებდანამატი წონის კლებისთვის | წონის დაკლება

ექიმი ედნულდის თქმით, ოქტომბერში სხეულში ტესტოსტერონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შეინიშნება.

კონკრეტულად თქვენი პიკის საათი დილის 8 საათიდან შუა დღის 2 საათამდე მერყეობს, ასე რომ, შუა დღე უფრო ხელსაყრელი დროა. განსაკუთრებით რეკომენდირებულია კვირის დღეებში.

პოტენციური დანაკარგი: 0,8კგ

ნოემბერი

American Journal of Clinical Nutrition-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დღეში 16 გრამი პრობიოტიკები საკმარისია მადის შესამცირებლად, რაც იწვევს წონის 1.4 %-ით კლებას თორმეტი კვირის შემდეგ.

დამატებით ასევე გაგიუმჯობესდებათ იმუნური სისტემაც.

პოტენციური დანაკარგი: 0,4კგ

დეკემბერი

გაიზარდეთ კუნთები მელატონინის საშუალებით.

ჰორმონების მუშაობა ამ თვეში 80%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ივლისში.

European Journal of Endocrinology-ის კვლევის თანახმად, დეკემბერში ჰორმონების ზრდა ყველაზე მეტად მარტივია.

გაზარდეთ კუნთოვანი ქსოვილი 2 კილოგრამით და დაწვავთ 900 კალორიას.

პოტენციური დანაკარგი: 0,1 კგ