წონაში კლებაწონის კორექცია

9 რამ წონაში კლების შესახებ, რაზეც არავის გაუფრთხილებიხართ

წონაში კლება ბევრის საოცნებო მიზანია, მაგრამ რა ხდება მას შემდეგ, რაც ამ მიზანს მიაღწევთ?  წონაში კლების შედეგზე არავინ საუბრობს ბევრს, მაგრამ წონაში კლებას აქვს გარკვეული შედეგები.

ყოველთვის გცივათ

ცხიმები სითბოს შესანარჩუნებელი ბუნებრივი საშუალებაა, ამიტომ როცა ხდებით და თქვენს ორგანიზმში ცხიმები იწვება,  ტემპერატურის ცვლილებასთან მიმართებით უფრო სენსიტიურები ხართ.

მოგიწევთ ბეჭდების ზომა შეცვალოთ

წონაში კლებისას თქვენი თითების ზომაც მცირდება. შესაბამისად, უფრო ნაკლები ზომის ბეჭდების გამოყენება დაგჭირდებათ.

თქვენი გემოვნება ტკბილეულთან მიმართებით შეიცვლება

შესაძლოა ჯადონსურად ჟღერდეს, თუმცა წონაში კლების პარალელურად,  შაქრის და, ზოგადად, ტკბილეულის მიღების სურვილი, შესაძლოა შეგიმცირდეთ.

არაერთი კვლევა მიუთითებს, რომ, როცა შაქრის მიღებას ამცირებთ, თქვენი სხეული წონაში კლების პარალელურად, ნაკლები რაოდენობით შაქარს გთხოვთ. ამისი მიზეზი ის არის, რომ თქვენი სხეული ეჩვევა მცირე რაოდენობით შაქარს და ამით კმაყოფილდება.

პრობლემა ტანსაცმლის ზომებთან მიმართებით

ალბათ გეგონათ, რომ წონაში დაკლების შემდეგ უფრო მცირე ზომის ჯინებს ჩაიცვამდით და, ზოგადად, ტანსაცემლასაც უფრო მცირე ზომისას შიძენდით, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის.

თუკი თქვენი სხეულის ყველა ნაწილი ერთიანად არ შემცირდება, ანუ ერთიანად არ დაიკლებთ შესაძლოა პატარა ზომის ტანსაცმელი არ მოგერგოთ. მაგალითად, შესაძლოა თქვენი სხეულის ზედა ნაწილი უფრო სწრაფად გახდეს, ხოლო ქვედა -ნაკლებად, რაც ტანსაცმლის ზომებთან მიმართებით პრობლემებს შეგიქმნით.

დაგჭირდებათ ახალი ფეხსაცმელი

როცა წონაში იკლებთ, სხეულის სხვა ნაწილებთან ერთად, ზომაში იკლებს ფეხებიც.

წონაში კლების შემდეგ უფრო მარტივი იქნება მჭიდრო ფეხსაცმლის ჩაცმა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება და სხვ.

ასევე ნახეთ:  5 თითქოს უმნიშვნელო რამ, რაც ხელს შეგიშლით ფიტნეს მიზნების მიღწევაში | ფიტნეს მიზანი

ხალხმა შესაძლოა ვერ შეამჩნიოს

შესაძლოა წონაში იკლებდეთ, თუმცა გარშემომყოფებმა ეს ვერ შეამჩნიონ, ვიდრე უწინდელ და არსებულ წონას შორის სხვაობა მკვეთრი არ იქნება.

ეს შესაძლოა იმისი ბრალიცაა, რომ თქვენი სხეული წონაში ნელ-ნელა იკლებს, ვიდრე საბოლოო შედეგს მიაღწევდეთ.

ყოველთვის არ გენდომებათ კომპლიმენტების მოსმენა

მართალია, თავდაპირველად შესაძლოა გსიამოვნებდეთ სხვადასხვა კომპლიმენტის მოსმენა, თუმა გარკვეულ ეტაპზე გარშემომყოფების ენთუზიაზმი შესაძლოა დამღლელი გახდეს.

ზოგიერთი ადამიანი ასევე ფიქრობს, რომ კომპლიმენტები მათ ძველ წონას და იმ შრომას ახსენებთ, რაც სასურველი სხეულის მისაღწევად გასწიეს.

შესაძლოა ადამიანებმა ვერ გიცნონ

ბევრი ადამიანი ამბობს, რომ წონაში მნიშვნელოვნად დაკლების შემდეგ ზოგიერთმა გარშემომყოფმა იგი ვერ იცნო.

ამისი არ უნდა შეგეშინდეთ.

უფრო განსხვავებულად აღგიქვამენ

ბევრი ადამიანი, რომელმაც წონაში დაიკლო, ამბობს, რომ ამ პროცესის შემდეგ მათ ადამიანებთნ ურთიერთობები გადააფასეს.

მაგალითად, შეამჩნიეს, რომ ისინი, ვინც, სიმსუქნის პერიოდში ყურადღებასაც არ აქცევდნენ, ახლა მათით ინტერესდებოდნენ, მათ აზრს აფასებდნენ.