ფიტნესიწონის კორექციაწონის მომატება

შეიძლება თუ არა ყოველთვის ერთი წონებით ვარჯიში

საუზმისა, თუ ტანსაცმლის შერჩევის პროცესის მსგავსად, სიმძიმეების აწევის პროცედურაც ზოგიერთი ადამიანისათვის გარკვეულ რუტინასთან ასოცირდება. ჩვენ ხშირად ვწევთ ერთი და იმავე  წონის სიმძიმეს. შეიძლება ერთნაირი წონებით ვარჯიში მუდმივად?

რა თქმა უნდა, ეს სამარცხვინო არ არის – მოსახერხებელიცაა იმ ზომის სიმძიმის აწევა, რომლის შესაძლებლობაც გაქვთ, როცა ფიტნეს დარბაზში იმყოფებით.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მუდმივად ერთი და იმავე წონის სიმძიმეების აწევით ვეღარ შეძლებთ მიიღოთ ის უპირატესობები და სარგებელი, რომლებიც სხავდასხვა წონის სიმძიმეების აწევას ახლავს თან.

„როცა ერთი და იმავე წონის სიმძიმეს წევთ კვირიდან კვირამდე, თქვენი სხეული ადაპტირდება აღნიშნულთან და, შესაბამისად, თქვენი კუნთების ზრდაც შეფერხდება.“ – ამბობს ჯეკ კროკფორდი, ძალისა და მასთან დაკავშირებული პირობების სერტიფიცირებული სპეციალისტი და ასევე მოქმედი ვარჯიშის შესახებ საბჭოს მოქმედი  ფსიქოლოგი  ამერიკის შეერთებულ შტატებში.

იგივეა სირბილზეც, ერთი და იმავე მანძილის ყოველდღიურად გავლის შემთხვევაში, თქვენი სხეული შეწყვეტს გაუმჯობესებას რადგან მას ახალ-ახალ გამოწვევებს აღარ უწესებთ.

მარტივად რომ ვთქვათ, არ არსებობს რეალური შედეგის მიღების შესაძლებლობა, თუ თქვენ მუდმივად არ გამოცდით თქვენი კუნთების გამძლეობას.

ნელ-ნელა ასევე აუცილებელია მოუმატოთ ვარჯიშის დროსაც.

როგორც კროკფორდი ამბობს: „კუნთების გამძლეობა გეხმარებათ იყოთ ეგენრგიულები სამუშაო დღის განმავლობაში, გქონდეთ უკეთესი დგომის მანერა, დაზიანების რისკი მინიმუმამდე დაიყვანოთ.“

თქვენ შეამჩნევთ, რომ გაიზარდა თქვენი კუნთის შესაძლებლობები, თუ დააკვირდებით ერთი კონკრეტული ვარჯიშის მიმართ თქვენ გამძლეობას.

აწარმოეთ წონების და გამეორებების აღრიცხვა და დააკვირდით შედეგებს, თუ კვირიდან კვირამდე ერთი წონებით ვარჯიში გაგიმარტივდათ, დროა მოუმატოთ წონას.

ასევე ნახეთ:  17 შესანიშნავი მიზეზი ცურვის დასაწყებად

თუ თქვენი მიზანია, გამოიყურებოდეთ უფრო მეტად ტონუსში, წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ საკუთარ სხეულსვე.

როგორც კროფორდი ამბობს, ამ ნაწილში მოქმედებს 5%-იანი კანონი, რაც გულისხმობს ყოველი ვარჯიშისას წინა შედეგის 5%-ით მომატებას.

ასევე მნიშვნელოვანია მხედველობაში გქონდეთ თქვენი პერსონალური მიზნები, როცა ძალის მომატების მიზნით ვარჯიშობთ. ეს დაგეხმარებათ თქვენი ყოველდღიური რუტინის უფრო ეფექტურად შემუშავებაში.

თუ არ იცით საიდან დაიწყოთ, ან გსურთ თქვენი ვარჯიში ახალ ეტაპზე გადაივანოთ, ჩვენ გირჩევთ პერსონალური სავაჯრიშო და სწორი კვების პროგრამის შედგენას.