ფიტნესიწონაში კლებაწონის კორექციაწონის მომატებაწონის შენარჩუნებაჯანმრთელობა

წონები თუ კარდიო, რომელი ჯობს პირველი?

რომლით სჯობს დაწყება, სიმძიმის აწევით თუ კარდიო ვარჯიშით?

ამ კითხვაზე სანამ გაგცემთ პასუხს, მანამდე მკაფიოდ განვსაზღვროთ მიზანი.

თუ თქვენი მიზანი მხოლოდ წონის დაკლებაა

ამაში კარდიო ვარჯიშამდე სიმძიმის აწევა საუკეთესოდ დაგეხმარებათ . დასავლეთ კოლორადოს შტატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოიკვლიეს ვარჯიშების ოპტიმალური ოდენობა. 24 ტრენინგ სესიის შემდეგ, საიდანაც ყველა სხვადასხვა თანმიმდევრობით ხორციელდებოდა, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სიმძიმის აწევით დაწყების შემდგომ მნიშვნელოვნად იზრდებოდა პულსაცია, რაც სავარჯიშო კონტექსტში ნიშნავს კალორიების ინტენსიურ წვას კარდიო ვარჯიშისას. გარდა ამისა, დადებითად აისახება მეტაბოლური კუნთების გაძლიერებაზე.

თუ თქვენს მიზანს იდეალურად ტანწერწეტა სხეულის დაყენება წარმოადგენს

რათა თვალწარმტაც ბიკინში თავისუფლად და ამაყად შეძლოთ მუცლის პრესის გამომზეურება პლაჟზე, გადაანაწილეთ კარდიო და ძალოვანი ვარჯიშები გარკვეულ დღეებზე.

რატომ? – “სიგამხდრის ჟინით შეპყრობილებს, თქვენ მოგიწევთ ორივე ტიპის ვარჯიშის შესრულება სრული 100%-ით’’, – ამბობს ნიუ-იორკ სითის სერტიფიცირებული ტრენერი მაიკლ ბერგი. ‘’როდესაც თქვენ ანაწილებთ ყურადღებას ინდივიდუალურ სავარჯიშო სესიებზე, თქვენ ,ამავდროულად, ანაწილებთ ენერგიასაც, რომელიც შეგიძლიათ მიუძღვნათ თითოეულ აქტივობას.’’ მაგალითად, თუ ძალოვან ვარჯიშს ორშაბათისთვის დაგეგმავთ, ხოლო კარდიოს სამშაბათს შეასრულებთ, ორგანიზმი მთელი ღამის განმავლობაში მოასწრებს ძალების აღდგენას და სამშაბათსაც ისეთივე ან უფრო მეტი წარმატებით იმუშავებს, როგორც წინა დღეს. თუ დააპირებთ სავარჯიშოების არევას, მაიკლი გირჩევთ ჯერ ძალოვან ვარჯიშით დაიწყოთ, შემდეგ კი კარდიოს მიმართოთ.

კარდიო და ჯანმრთელობა

როცა თქვენს მიზანს არ წარმოადგენს არც სხეულის კორექცია და არც სიგამხდრე, ეს უკვე დიდ თავისუფლებას განიჭებთ.

ასევე ნახეთ:  როგორ დავიკლოთ წონაში წყლის დახმარებით? | წონის კლება და წყალი

მაშინ, როდესაც სავარჯიშო დატვირთვა საშუალოა, მაგალითად შედგება ორივე ტიპის ვარჯიშებისგან კვირაში 3 დღე,  ფიზიოლოგიის ევროპული ჟურნალის მიხედვით, ვარჯიშების მიმდევრობა არანაირ გავლენას არ მოახდენს შედეგზე.

ასე რომ, თუ გადაწყვეტთ ჯერ კარდიოს ვარჯიში შეასრულოთ და შემდგომ ძალოვანი, ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ გექნებათ.