საკვებდანამატებიცხიმის წვაწონაში კლებაწონის კორექცია

10 საუკეთესო საკვებდანამატი წონის კლებისთვის | წონის დაკლება

წონის დაკლება საკვებდანამატებით იმაზე რეალური და მარტივია ვიდრე თქვენ გგონიათ.

წარმოგიდგენთ იმ 10 საუკეთესო საკვებდანამატს, რომლებიც წონაში დაკლებაში დაგეხმარებიან:

1. ვეი პროტეინი

საიდუმლო არ არის, რომ პროტეინი სპორტდარბაზის საუკეთესო მეგობარია. მაგრამ სინამდვილეში ის უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ კუნთების გამოკვეთაა.

2014 წელს ჟურნალში „Journal of the American College of Nutrition „ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ის ადამიანები, რომლებიც დიეტის დროს ვეი პროტეინს მოიხმარენ, 4-5 კილოგრამით უფრო მეტს იკლებენ.

ჭარბწონიანი ინდივიდებს, რომლებიც დღის განმავლობაში სვამენ ვეი პროტეინის შეიკს, უფრო მეტი წონის დაკლება შეუძლიათ, მათგან განსხვავებით ვინც სოიოს პროტეინის შეიკს იღებს.

იგი მუშაობს რამდენიმე გზით: შრატის (ვეი) პროტეინი ამცირებს თქვენს მადას, რაც თავის მხრივ გეხმარებათ ჭამოთ ნაკლები, ამასთან ერთად ის ერთ-ერთი საუკეთესოა კუნთის აღდგენისთვის.

“კუნთს აქვს მაღალი მეტაბოლური სიხშირე, ვიდრე ცხიმს, ამიტომ ყოველ გრამ ცხიმს, რომელსაც კუნთით ანაცვლებთ ზრდის მეტაბოლოზმისა და ცხიმის წვის შესაძლებლობებს.“ – ამბობს ფრანცი კოენი, სერტიფიცირებული კვების სპეციალისტი, “Fuel Fitness”- ის დამფუძნებელი.

2. კოფეინი

რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ კოფეინი ხელს უწყობს ცხიმის „დაჟანგვის“ პროცესს – გასაგებად, რომ ვთქვათ, თქვენი სხეულის შესაძლებლობა დიდი ცხიმის მოლეკულები გამოიყენოს როგორც ენერგია.

ვინაიდან ჯანმრთელობის ბევრი უპირატესობა ანტიოქსიდანტებიდან მოდის, კოფეინი ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირების ხარჯზე ხელს უწყობს წონის კლებას.

კოფეინი ხელს უწყობს თქვენს სხეულს  ცხიმის ენერგიად გამოყენებასა და კალციუმის დახმარებით კუნთების შეკუმშვაში.

ასევე ნახეთ:  მითები საკვების შესახებ, რომლებისაც ყველას სჯერა

კოფეინი დაგეხმარებათ უფრო მეტი ივარჯიშოთ.

ფიზიოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებული წინა წლის კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც მიიღებდნენ კოფეინს ვარჯიშამდე, უფრო მეტ კალორიას წვავდნენ ვარჯიშისას, ნაკლებს ჭამდნენ და უფრო მეტ სიამოვნებასაც იღებდნენ დარბაზში გატარებული დროით.

დღიური დოზა არის 400 მილიგრამი, გადამეტებამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ინსულინის მგრძნობელობა, რაც იწვევს წონაში მომატებას.

3. მწვანე ჩაის ექსტრაქტი

“მწვანე ჩაის ექსტრაქტმა შეიძლება გაზარდოს ცხიმის წვა და ასევე გამოიწვიოს ცხიმის ქსოვილის სტიმულირება – სპეციალური ცხიმოვანი უჯრედები, რომლებიც რეალურად ხელს უწყობენ მეტაბოლიზმის დაჩქარებას, რაც კარგია მათთვის ვისაც წონის დაკლება სურს“  ამბობს ჯალალი.

საიდუმლო მცენარის ფიტოქიმიკატებშია, კონკრეტულად კი ეპიგალოცინში (ECGC) , რომელიც შესწავლილი იქნბა ევროპული ჟურნალის კლინიკური საკვების მიერ.

მცირე დოზებს შეუძლიათ ცხიმის წვის 33%-ით გაზრდა. ჯალალი გვირჩევს დანამატებს 50% ECGC-ს და 90% პოლიფენოლებს ცხიმის წვისთვის.

4. გლუტამინი

გლუტამინი არის ყველაზე უხვად გამომუშავებული ამინო თქვენი სხეულის მიერ, რომლის დიდი რაოდენობაც თქვენს კუნთებშია, ეხმარება მათ აღდგენაში და ასევე ასტაბილურებს სისხლში შაქრის რაოდენობას.

გასულ წელს ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ დიეტის შეუცლვლელად ადამიანებმა დაიკლეს წონაში მაშინ, როდესაც გლუტამინს იღებდნენ 4 კვირის განმავლობაში, სავარაუდოა რომ ამან გლუკოზის მეტაბოლიზმს შეუწყო ხელი.

5. Chitosan

ეს არის  ბოჭკო, ცნობილი როგორც „ზვიგენის ხრტილი“, ის მწერებისა და კიბოსნაირებისგან მოდის.

კვლევის ანალიზი, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ „Obesity”-ში გვეუბნება, რომ ისეთ ადამიანებში, რომლებიც დღეში ორჯერ იღებდნენ Chitosan-ს საკვებთან ერთად, მნიშვნელოვნად დაბალია სხეულის მასის ინდექსი და სხეულის ცხიმი.

ასევე ნახეთ:  საუკეთესო ვარჯიში წონის დასაკლებად

ის არ არის მაგიური ცხიმის მწველი, თუმცა თავს გაგრძნობინებთ დანაყრებულად და შესაბამისად შეჭამთ ნაკლებს.

რჩევა: მიიღეთ ეს დანამატი სხვა დანამატებისგან განსხვავებულ დროს. (მაგალოთად, თუ რაიმეს იღებთ დილით Chiostan-ი დალიეთ საღამოს ან პირიქით). რადგან ის შეიძლება შევიდეს სხვა დანამატებთან კავშირში და დაწიოს მათი შეწოვის ინტენსივობა.

6. Hydroxycitric acid (HCA)

სამხრეთ აზიის გამხმარი ხილის ქარხნიდან ამოღებული მარილიდან გამომდინარე, HCA ეხმარება მადის შემცირებას, დიეტის დახმარებით სხეულის ცხიმის შემცირებას და ზრდის მეტაბოლიზმს.

2011 წლის ბრიტანულ კვლევაზე დაყრდნობით, HCA დანამატებს შეუძლია ვისცერალური, კანქვეშა და მთლიანი ცხიმის შემცირება.  HCA ხშირად იყიდება Garcinia-ს ექსტრაქტის ფორმით – მისი სახელწოდებიდან გამომდინარე.

დანამატი გამოუსადეგარია თუ არ აქვს საჭირო რაოდენობის აქტიური ინგრედიენტები, ის ან სუფთა HCA-ს შემადგენლობის უნდა იყოს, ან Garcinia-ს ექსტრაქტი 50% HCA-სთან ერთად.

7. კაიენის წიწაკა

კაიენის წიწაკა მნიშვნელოვნად გეხმარებათ წონის კლებაში: მისი ნახევარი ჩაისკოვზის მიღებით, ბევრად ნაკლებ საკვებს ჭამთ დღის განმავლობაში.

საკვების მიღება კაფსაიცინთან ერთად (ის რაც წიწაკას ხდის მწარეს) 2 საათის შემდეგ მეტაბოლიზმს ზრდის 15-დან 20%-მდე. კაფსინოიდები ააქტიურებს ცხიმის ყავისფერ და თეთრ უჯრედებს, რომელიც ასევე გეხმარებათ მეტაბოლიზმის დარეგულირებაში.

საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ის ააქტიურებს თქვენ ნერვულ სისტემას, რომელიც აკონტროლებს ადრენალინსა და ბრძოლის ან ფრენის რეაქციას.

8. D ვიტამინი

დეპრესიის პრევენციის გარდა მზის ვიტამინი უფრო მეტს აკეთებს, ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტი პირდაპირ კავშირშია სიმსუქნებსთან.

D ვიტამინი აუცილებელია თქვენი მთლიანი სხეულის რეცეპტორების სათანადო რეფლექსებისთვის, მათ შორის არის ის რაც ეუბნება სისტემას, რომ დაწვას ან შეინახოს ცხიმი, როდესაც ხართ მშიერი.

ასევე ნახეთ:  ვარჯიში სახლის პირობებში

2009 წლის მინესოტას უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ის ვინც დიეტას იცავს სათანადო D ვიტამიენბის შემცველობით, უფრო მეტ წონას იკლებს.

9. ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტი

ანტიოქსიდანტური სუპერსტარი ზეითუნის ზეთი, მისი ფოთლებიდან ამოღებული ექსტრაქტი მდიდარია პოლიფენოლებითა და ფლავონოიდებით, რომლებიც ამცირებს ანთებით პროცესებს და ასტაბილურებს სისხლის შაქარს.

გარდა მავნე ნივთიერებებისგან დაცვისა, ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტი ეხმარება წონის დაკლებას ორგანიზმში, ინსულინის მუშაობის ეფექტურობის გაზრდით და ამცირებს ცხიმის შენახვის რაოდენობას.

ყველაფერთან ერთად, ის გეხმარებათ გლუკოზის დონის დარეგულირებაში, რაც იწვევს სურვილების შემცირებას და აუმჯობესებს სისხლის შაქრის ბალანსს.

10. ქრომი

ეს მინერალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სხეულისთვის, რათა მოახდინოს მაკრონუტრიეტების მეტაბოლიზება.

ქრომი ეხმარება ინსულინს ცხიმის მეტაბოლიზებაში და შაქარს გადააქცევს ენერგიად, არეგულირებს შაქრის რაოდენობას და ხელს უწყობს უცხიმო სხეულის მასის ზრდას.

მხოლოდ ამ ელემენტით ვერ დაიკლებთ სასურველ წონას, აქ მნიშვნელოვანია ინტენსიური ვარჯიში.

გჭირდებათ თქვენი მიზნების მიხედვით შედგენილი საკვებდანამატების სია? ჩვენ გთავაზობთ სწორი კვებისა და ვარჯიშის პერსონალურ პროგრამას, რომელიც კვების რაციონისა და სავარჯიშო პროგრამის გარდა, მოიცავს საკვებდანამატების რეკომენდაციებსაც. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.

გიცდიათ წონის დაკლება საკვებდანამატების საშუალებით?