წონაში კლებაწონის კორექცია

9 მარტივი ხრიკი წონის დასაკლებად

რა უნდა გავაკეთოთ წონის დასაკლებად ?

წონის კლებისთვის არსებული გამოსავალი რომლის შესახებაც ყველგან გესმით: ივარჯიშეთ ხშირად და იკვებეთ ჯანსაღად.

ძილი, სტრესის დონე, კვების დრო, თეფშის ზომასაც კი შეუძლია დადებითად იმოქმედოს წონის კლებაზე, თუ მას სწორად გააკეთებთ.

გთავაზობთ 9 სტრატეგიას წონის დასაკლებად:

ჭამეთ მხოლოდ კვების დროს წონის დასაკლებად

ბოლოს როდის იყავით კვების დროს ფოკუსირებული მხოლოდ და მხოლოდ საკვებზე? თუ თქვენთის ჩვეულებრივი ამბავია კომპიუტერთან ჭამა, ჩატაობა, ტელევიზორის ყურება ან წიგნის კითხვა, დროა ეს დამთავრდეს.

კვლევების თანახმად, მრავალფუნქციური მჭამელები არა მხოლოდ უფრო მეტს ჭამენ კონკრეტულად კვების დროს, არამედ მოგვიანებითაც კი.

კვების დროს მხოლოდ ჭამაზე ორიენტირება დაგეხმარებათ აკონტროლოს საკვების ოდენობა და დასასრულს, უფრომეტად იგრძნოთ დანაყრება.

მეგობარი

ყველა ჩვენგანი ვიღებთ მცირეოდენ დახმარებას მაინც მეგობრებისგან: სასურველი მიზნების მიღსაღწევად არ არსებობს მეგობრის მხარდაჭერაზე უკეთესი რამ.

უფრო მეტი ენთუზიაზმითა და მოტივაციით მიდიხართ დარბაზში, როდესაც იცით, რომ თქვენი მეგობარი თქვენთან ერთად იქნება.

მასთან ერთად ჯანსაღი საჭმლის მომზადებითაც კი ისიამოვნებთ, იმის მიუხედავად ერთისთვის ამზადებთ, თუ მთელი ოჯახისთვის.

შეამცირეთ თეფშის ზომა

კორნელის უნივერსიტეტის, საკვებისა და ბრენდის ლაბორატორიის კვლევის თანახმად, თეფშის ზომის განახევრება დაგეხმრებათ 30%-ით ნკლები საკვების მიღებაში.

იძინეთ საკმარისი

დიახ, ძილი გეხმარებათ წონის კლებაში. კვლევების თანახმად, დილით არასწორ არჩევანს გააკეთებთ საჭმელთან დაკავშირებით, თუკი ღამით არასაკმარი გეძინათ.

დაღლილობისას, შაქრით სავსე საჭმელი უფრო მიმზიდველად გამოიყურება.

მუქი ფარდები

ამერიკული ჟურნალის, 2014 წლის კვლევის თანახმად საწოლ ოთახში ზდმეტმა სინათლემ შესაძლებელია გაართულოს წონის კლების პროცესი.

ასევე ნახეთ:  სხეულის იდეალური წონა სიმაღლის მიხედვით

მკვლევარებმა ცხრა წლის განმავლობაში დაახლოებით 113,000 ქალს აკვირდებოდნენ და აღმოაჩინეს, რომ მათ, ვისაც მუქ ოთახში ეძნათ 21%-ით ნაკლებად იყვნენ მსუქნები, ვიდრე ისინი, ვისაც ნათელ ოთახებში ეძინათ.

მათ ჯერათ რომ სინათლე აფერხებს მელატონინის გამომუშავებას, ჰორმონის რომელიც გვაძინებს.

კვებისა და ხასიათის ჟურნალი

ყოველდღე ჩაიწერეთ რას მიირთმევთ და როგორ განწყობაზე ხართ დღის განმავლობაში, ეს დაგეხმარებათ შენიშნოთ საკუთარი ჩვევები, რომელიც სურვილისა და შეძლების გათვალისწინებით შეგიძლიათ შეცვალოთ.

მაგალითად, როდესაც თქვენ შეშფოთებული ხართ სამსახურის გამო, ყოველთვის მიირთმევთ ჩიფსებს.

შეიძნეთ ახალი ჩვევა – ცოტა გაიარეთ ფეხით, დალიეთ ჩაი ან მოუსმინეთ მოკლე მედიტაციას – და გაიმეორეთ ის ყოველთვის, როცა ჩიფსი მოგინდებათ.

მართეთ სტრესი

წლებია, რაც სტრესი წონის მომატებას უკავშირდება, ხოლო ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ამაში დამნაშავეა სტრესზე პასუხისმგებელი ცილა.

ფლორიდის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სტრესის ქვეშ მყოფი პირები გამოიმუშავებენ უფრო მეტ ცილას სახელად ბეტატროფინს.

ბეტატროფინი ასუსტებს სხეულის შესაძლებლობას დაწვას ცხიმი, ეს ხაზს უსვამს კავშირს წონის მატებასა და სტრესს შორის. მიმართეთ იოგას, მედიტაციას, ბევრი იარეთ ფეხით – აკეთეთ ყველაფერი რაც დაგეხმარებათ რელაქსაციასა და დამშვიდებაში.

სასმელი

საოჯახო მედიცინის ფარგლებში ჩატარებული კვლევის თანახმად, მაღალი სხეულის მასის ინდექსის მქონე ადამიანები არაადეკვატურად ჰიდრატირებულნი არიან.

კვლევის ავტორების თანახმად, გარდა წყლის დალევისა, შეგიძლიათ მიირთვათ სკავები, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს წყალს, როგორიც არის საზამთრო, კიტრი და ყაბაყი, რომლებიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჰიდრატაცია და შეიმსუბუქოთ ძლიერი სურვილები.

ასევე ნახეთ:  საუკეთესო ვარჯიში წონის დასაკლებად

მოამზადეთ ხშირად

დიახ, მომზადებას დრო მიაქვს.

ადამიანები, რომლებიც თავად იმზადებენ საჭმელს მიირთმევენ ნაკლებ კალორიასა და ნახშირწყალს, ასევე ნაკლებ შაქარსა და ცხიმს, იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც სამზარეულოში ნაკლებ დროს ატარებენ, მიუხედავად იმისა სურთ თუ არა მათ წონის დაკლება.

ის ვინც კვირაში 6-7-ჯერ მაინც ამზადებს, მაშინაც კი ნაკლებს ჭამს, როცა საჭმელად გარეთ გადის.

თუკი სამზარეულოში თავს დაკარგულად გრძობთ მიმართეთ მზარეულის კლასებს ან მეგობარს, რომელსაც კარგად გამოსდის მომზადება.

გსურთ დაიწყოთ წონის კლება?

დასახული მიზნის სწრაფად მიღწევაში დაგეხმარებათ სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუალური პროგრამა. დაიწყეთ ვარჯიში დღესვე!