წონაში კლებაწონის კორექციაჯანმრთელობა

წონის მატება – დილის 5 მავნე ჩვევა, რომლებიც გასუქებთ

უკვე რამდენი ხანია უარს ეუბნები სწრაფი კვების ობიექტებს, ტკბილეულეს, რეგულარულად ვარჯიშობ და გულმოდგინედ ცდილობ წონის დაკლებას.. წონის მატება კი გრძელდება.

მაგრამ სასწორი ისევ იგივე ნიშნულზე დგას და არც აპირებს დაძვრას ადგილიდან. რეალურად, ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ მათი არასწორი დილის რუტინაა ხელისშემშლელი მიზეზი სასურველი სხეულის ფორმების მისაღებად.

ჩვენმა გუნდმა შეადგინა დილის ყველაზე მავნე ჩვევების სია, რომლებიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეცვალოთ.

1.       ბევრი ძილი

არასაკმარისი ძილის დროს ორგანიზმი გამოყოფს სტრესის საპასუხო ჰორმონს კორტიზოლს, რომელიც ხელს უწყობს მადის მომატებას. თუმცა, საქმე უკეთესად  არც ზედმეტად ბევრი ძილის შემთხვევაშია.

PLOS One journal-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დღე-ღამეში 10 საათზე მეტი დროით ძილი იწვევს სხეულის მასის ინდექსის მკვეთრ მომატებას. ამიტომ, ექიმები ძილის ოპტიმალურ დროდ 7-დან 9 საათამდე მონაკვეთს ასახელებენ.

2.       სიბნელეში მომზადება

გაღვიძებისთანავე გადაწიეთ ფარდები.

PLOS One journal-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ დილის მზის სხივების ღია ლურჯი შეფერილობის შუქი ააქტიურებს მეტაბოლიზმს და გვეხმარება სწრაფად გამოფხიზლებაში.

20-30 წუთი დღის სინათლეც კი საკმარისია, რათა დადებითი გავლენა იქონიოს თქვენი მასის ინდექსზე.

3.       არ ალაგებთ საწოლს

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ US National Sleep Foundation-ის კვლევის თანახმად, იმ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად ალაგებენ საწოლს, აქვთ უკეთესი ძილის ხარისხი.

ჯანსაღი ძილი კი ჯანსაღი ცხოვრების გარანტიაა.

4.       გავიწყდებათ აწონვა

კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ყოველდღიური აწონვა წარმატებული საშუალებაა წონის ეფექტურად დასაკლებად.

ასევე ნახეთ:  ბროკოლი - საუკეთესო საშუალება წონის დასაკლებად

ასაწონად საუკეთესო დრო კი არის უზმოზე, სანამ საკვებს და წყალს მიიღებთ.

მას შემდეგ, რაც საკმარისი რაოდენობის სითხე გამოიყოფა ორგანიზმიდან მთელი ღამის განმავლობაში, სასწორზე ასახული მაჩვენებლი უფრო მეტად გამოიწვევს თქვენში აღტაცებას, ვიდრე სხვა დროს.

5.       საუზმე მცირე ულუფებით

თელავივის უნივერსიტეტის მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ ჩვენს წონაზე პოზიტიურად იმოქმედებს, თუ დილით ჩვენს თავს გემრიელი საუზმით გავანებივრებთ.

დილის საუზმე საშუალოდ 600 კალორიას უნდა შეიცავდეს და რა თქმა უნდა, მისი შემადგენლობა დაბალანსებული უნდა იყოს ცილებით, მცირე რაოდენობით ცხიმითა და ნახშირწყლებით, რაც დღის დანარჩენ მონაკვეთში გაგვიიოლებს სწორი კვების რუტინის შენარჩუნებას.