წონის მომატებაჯანმრთელობა

როგორ ავიცილოთ წონის მატება მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ

ბევრ ადამიანს აწუხებს წონის მატება მას შემდეგ, რაც მოწევას თავს ანებებს.  საშუალოდ, ადამიანი მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ, თვეში იმატებს 2,25-დან 4,5 კილოგრამამდე.

ამის გამო, შესაძლოა, უარიც კი თქვათ თავის დანებებაზე. მაგრამ არმოწევა, ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის თქვენი ჯანმრთელობისთის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ.

საბედნიეროდ, არსებობს ისეთი რაღაცები, რაც დაგეხმარებათ თავის დანებებისას წონის კონტროლში.

რატომ იმატებენ წონაში მოწევისთვის თავის დანებებისას?

რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუ რატომ იმატებთ ასეთ დროს წონაში. ზოგიერთი მათგანი ეხება ნიკოტინს, რომელიც თქვენ სხეულზე ზემოქმედებს.

  • სიგარეტის შემადგენელი ელემენტი – ნიკოტინი აჩქარებს მეტაბოლიზმს. ნიკოტინი 7%-დან 15%-მდე ზრდის იმ კალორიების რიცხვს, რომელსაც თქვენი ორგანიზმი იყენებს. სიგარეტის გარეშე უფრო ნელა წვავთ მიღებულ საკვებს.
  • სიგარეტი ამცირებს მადას. როდესაც მოწევას ანებებთ თავს, უფრო მეტად გრძნობთ შიმშილს.
  • მოწევა არის ჩვევა და როდესაც თავს დაანებებთ, მის ჩასანაცვლებლად იყენებთ მაღალ კალორიულ საკვებს.

რა შეგიძლიათ, მოიმოქმედოთ?

  • დარჩით აქტიური. ფიზიკური აქტივობა გეხმარებათ კალორიების დაწვაში. ის, ასევე, დაგეხარებათ მავნე საკვებისა და სიგარეტის სურვილის დაძლევაში. თუ თქვენ უკვე ვარჯიშობთ, უკეთესი იქნება, უფრო გაახანგრძლივოთ ან უფრო ხშირად ივარჯიშოთ, რათა დაწვათ ის კალორიები, რომლის მოშორებაშიც ნიკოტინი გეხმარებოდათ.
  • იშოპინგეთ ჯანსაღ სასურსათო მაღაზიებში. სანამ მაღაზიაში მიხვალთ, მანამდე გადაწყვიტეთ, რისი ყიდვა გსურთ. შეადგინეთ ჯანმრთელი საკვების სია, როგორიც არის ხილი, ბოსტნეული და დაბალ ცხიმიანი იოგურტი, რომლითაც დანაყრდებით ზედმეტი კალორიების მიღების გარეშე.
  • დაღეჭეთ უშაქრო საღეჭი რეზინი. ის დაგეხმარებათ, პირი გქონდეთ დაკავებული, ისე, რომ არ მიიღოთ დამატებითი კალორიები და არ გაიფუჭოთ კბილები.
  • შეიძინეთ ჯანსაღი კვების ჩვევებიწინასწარ შეადგინეთ დროში გაწერილი ჯანსაღი კვების გეგმა, რადგან ესე უფრო მარტივია, თქვათ არა შემწვარ ქათმის ნაგეცებზე, როდესაც იცით, რომ უნდა მიირთვათ შემწვარი ქათამი ბოსტნეულთან ერთად.
  • არასდროს მოიშიოთ თავი ძალიანცოტაოდენი შიმშილი კარგი რამაა, მაგრამ თუ ძალიან გშიათ, ამ დროს გსურთ, რაც შეიძლება მალე მიირთვათ და უფრო დიდი შანსია, ჭამოთ მაღალკალორიული, არადიეტური საკვები.
  • გამოიძინეთ კარგადთუ თქვენ ხშირად ვერ იღებთ საკმარისი ოდენობით ძილს, დიდია რისკი, რომ მოიმატოთ წონა.
  • აკონტროლეთ სასმელებიალკოჰოლი, შაქრიანი გაზიანი სასმელები, ტკბილი წვენები, შეიძლება, მარტივი მოსანელებელია, მაგრამ დიდი შანსია წონის მატება გამოიწვიონ. სცადეთ, დალიოთ სუფთა წყალი 100%-იან ხილის წვენთან ერთად ან მიირთვით ჩაი მცენარეებთან ერთად.
ასევე ნახეთ:  როგორ უნდა გააკეთოთ ფეხის მომხრელი ვარჯიში

რატომ ღირს თავის დანებება?

ჩვევის მოშლა ერთდროულად ფიზიკურ და მენტალურ ძალისხმევას მოითხოვს. დაიწყეთ ერთ-ერთი მათგანით. თუ თქვენ მოიმატებთ ცოტა წონას, მაგრამ დაანებებთ მოწევას თავს, მიულოცეთ საკუთარ თავს წარმატება. უამრავი სარგებელი აქვს მოწევისთვის თავის დანებებას.

  • თქვენი ფილტვები და გული უფრო ძლიერი იქნება.
  • თქვენი კანი გაახალგაზრდავდება.
  • თქვენი კბილები უფრო თეთრი იქნება.
  • უკეთ ისუნთქებთ.
  • თქვენს თმას და ტანსაცმელს უკეთესი სუნი ექნება.
  • უფრო მეტი ფული გექნებათ, როდესაც სიგარეტს არ იყიდით.
  • უკეთესი იქნებით სპორტსა თუ სხვა ფიზიკურ აქტივობებში.

როდის უნდა დაურეკოთ ექიმს?

თუ თქვენ სცადეთ, მოწევისთვის თავი დაგენებებინათ და მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, თქვენმა ჯანმრთელობის პროვადიერმა, შესაძლოა, გირჩიოთ ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპია.

მკურნალობა, რომელიც გულისხობს საღეჭ რეზინს, ცხვირის სპრეის ან ინჰალატს ნიკოტინის მცირე შემცველობით დღიურ დოზას – ისინი გაგიმარტივებენ გზას, მწეველობიდან ეტაპობრივად გადახვიდეთ არამწეველის პოზიციაში. ხოლო, თუ მოწევისთვის თავის დანებებით მოიმატებთ, კარგი იქნება, თუ თქვენს პროვაიდერს სთხოვთ ჯანსაღ პროგრამას, რომელიც წონას ჯანსაღად დაგაკლებინებთ.

მიგვაჩნია, რომ ეს საუკეთესო რჩევებია, რათა მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ წონის მატება თქვენი პრობლემა არ გახდეს!