სწორი კვებაწონის კორექციაწონის მომატება

როგორ მოვიმატოთ წონაში სწორად? | წონის მატება

როცა წონის მატება სურთ, ხშირია შემთხვევა, როცა ამ პროცესის ხელშესაწყობად ჰგონიათ ყველაფერი უნდა ჭამონ და თან ბევრი. თუ ცხიმის ხარჯზე გსურთ წონაში მომატება (არა, არ ეს არ უნდა გსურდეთ), მაშინ დიახ, ჭამეთ ყველაფერი, რაც გინდათ. ეს ცხიმსაც მოგიმატებთ და ჯანმრთელობასაც შეგილახავთ.

არ გაატაროთ ოთხ საათზე მეტი საკვების მიღების გარეშე

თქვენს სხეულს დაუსრულებელი ენერგიის მარაგი სჭირდება, რომელიც ძრავასავითაა, როგორც თქვენი გული მუდმივად ცემს და ტვინი ფუნქციონირებს, კუნთებიც მუდმივად მუშაობენ.

როცა საკვებს გამოტოვებთ, თქვენ სხეულს ენერგიის წყაროს არ აწვდით. ეს გამოიწვევს ენერგიის ნაკლებობას და კუნთოვანი მასის ზრდაც შეფერხდება.

საუკეთესო გზა, რომ ეს პროცესი შეწყვიტოთ რეგულარული კვებაა, დაახლოებით სამ საათში ერთხელ კვება. თუ გსურთ მასის გაზრდა, საკვების მიღებას შორის შუალედის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

მიიღეთ სხვადასხვა ტიპის საკვები ერთიანად

შეეცადეთ ერთ კვებაზე მიიღოთ სამი სხვადასხვა ჯგუფის საკვები. მხოლოდ ბანანის ან ნუშის მიღების ნაცვლად, ეცადეთ საკვები მრავალფეროვანი გახადოთ.

რაც უფრო ფართო არჩევანი იქნება, უფრო მარტივად შეძლებთ სხეულისათვის ენერგიის მიწოდებას.

იკვებეთ ჯანსაღად, თუ წონის მატება გსურთ

უარი თქვით სწრაფი კვების ობიექტებზე და მიიღეთ ნახშირწყლებითა და პროტეინით მდიდარი საკვები. თუ არ იცით, რა უნდა მიირთვათ, მოგვანდეთ თქვენი კვების რაციონის შედგენა ჩვენ.  ჩვენ შეგიდგენთ თქვენი მიზნებისა და გემოვნების გათვალისწინებით სწორი კვების რაციონს, რაც მიზნის მიღწევაში ყველაზე მნიშვნელოვანია. გადადით ამ ბმულზე. 

დალიეთ ნუტრიტებით მდიდარი საკვები

თუ დიდი რაოდენობით ჯანსაღი საკვების მიღება გიჭირთ, დალიეთ ის.

ასევე ნახეთ:  9 რამ წონაში კლების შესახებ, რაზეც არავის გაუფრთხილებიხართ

საუკეთესო არჩევანი იქნება 100% ხილის წვენი, ორგანული რძე ან რძის სხვა ალტერნატივა (მაგალითად ორგანული სოიო).  შეგიძლიათ ასევე მიიღოთ სტაფილოს წვენი.

დაძინებამდე აუცილებლად ჭამეთ

6 საათის შემდეგ შიმშილი წონაში არ მოგამატებინებთ. როცა გვძინავს ჩვენს სხეულში ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს.

ეს თითქოს პიკის საათია, რა დროსაც ხდება კუნთოვანი ქსოვილის აღდგენა და შენება. ასე რომ, თუ დაძინებამდე ჯანსაღად წაიხემსებთ, ეს ამ პროცესში დაგეხმარებათ. საუკეთესო საკვები, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ ძილის წინ 0%-იანი ხაჭოა.