წონაში კლებაწონის შენარჩუნება

რატომ არის წონის შენარჩუნება მის დაკლებაზე რთული?

წონაში კლება ბევრი ადამიანისთვის მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ მისი შენარჩუნება ორმაგად რთული ამბავია.

მაშინაც კი, როდესაც წონაში იკლებთ, თქვენ სხეულში „შიმშილის ჰორმონი“ (Ghrelin) მაინც მაღალი რჩება. სწორედ ამიტომ გრძნობთ შიმშილს მუდმივად.

ძალიან რთულია წონის კლება, როდესაც განიცდით ჭარბწონიანობას ან სიმსუქნესთან დაკავშირებულ რაიმე დაავადებას. მაგრამ თუ შეძელით და მიაღწიეთ სასურველ წონას, მისი შენარჩუნება კიდევ უფრო რთული შეიძლება  აღმოჩნდეს.

კვლევის შედეგების თანახმად, წონის დაკლების შემდეგ მხოლოდ 20%-ს შეუძლია არსებული წონის შენარჩუნება.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც წონის შენარჩუნება რთულია.

მაგრამ იმ კვლევის თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა ამერიკულ ჟურნალში „ფსიქოლოგია, ენდოკრინოლოგია და მეტაბოლიზმი“, არსებობს ორი ძირითადი მიზეზი: თქვენი სხეულის ჰორმონებს მოსწონხართ ისეთი, როგორიც ხართ და თქვენი სხეული უარს ამბობს ენერგიის შენარჩუნებაზე.

კვლევისთვის მეცნიერებმა 34 ადამიანი შეარჩიეს, რომლებიც ორი წლის განმავლობაში ჩართულები იყვნენ წონის კლების პროგრამაში.

კვლევის დასასრულს, ყველა მონაწილემ დაიკლო წონაში (საშუალოდ 10 კგ), თუმცა უფრო მეტად გრძნობდნენ შიმშილს, ვიდრე დასაწყისში.

მკვლევრებმა ეს ყველაფერი შიმშილის ჰორმონის გაძლიერებით ახსნეს.

როგორც კი ადამიანი იკლებს წონაში, მისი სხეული მეტ შიმშილის ჰორმონს გამოყოფს. მაშინაც კი, როდესაც მიაღწევთ სასურველ წონას და ინარჩუნებთ მას, სხეული ჰორმონის მაღალ დონეს ინარჩუნებს.

უფრო მეტიც, მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ახლახანს დასუსტებული სხეული ენერგიის შენახვაზე გადადის, რადგან ახლა მას ნაკლები ენერგია სჭირდება ძირითადი ფუნქციონირებისთვის.

“მას, ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში 80 კგ.-ს იწონის, შეუძლია გაცილებით მეტი ჭამოს, ვიდრე მან, ვინც წონის დაკლების შემდეგ იწონის 80 კგ.-ს“ – კატია მარტინსი, ნორვეგიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

ასევე ნახეთ:  როგორ ვიმკურნალოთ და თავიდან ავიცილოთ წელის ტკივილი

მან, ასევე, აღნიშნა, რომ  შიმშილის გრძობის გაძლიერებითა და ენერგიის დაზოგვით ჩვენი სხეული ცდილობს, უკან დაიბრუნოს თავისი წონა.

“სიმსუქნესთან ყოველდღიური ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას დარჩენილი სიცოცხლისთის. ჩვენ ამ დროს ისევე უნდა დავეხმაროთ და დავუჭიროთ მხარი ადამიანებს, როგორც ავადმყოფობის დროს.“

ჩვენი რჩევით კი, სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუალური პროგრამა დაგეხმარებათ ცხოვრების გაუმჯობესებაში.