წონის კორექციაწონის შენარჩუნება

7 მიზეზი, რატომაც ვერ ინარჩუნებთ შედეგს | წონის შენარჩუნება

თუ დაიკელით წონაში და ვერ მოახერხეთ წონის შენარჩუნება, მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე ფაქტზე გაამახვილოთ ყურადღება.

იცოდეთ რომ, თქვენ მარტო არ ხართ

ისევ მოიმატოთ იმ წონის ნახევარი მაინც, რაც დაიკელით არა მხოლოდ ნაცნობი, არამედ მოსალოდნელიც კი არის.

2017 წლის მიმოხილვაზე დაყრდნობით, 3-5 წლის შემდეგ უმეტესობა უბრუნდება თავის ძველ წონას.

თვენ არ განგიცდიათ მარცხი

ყოველთვის უნდა მიისწრაფოდეთ ჯანსაღი ცხოვრებისკენ.

წონის კლება ერთდროულად მარტივიც არის და რთულიც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა განაგრძოთ მასზე მუშაობა.

წონის კლების წარსული გამოცდილებისგან უნდა ისწავლოთ და ის აუცილებლად დაგეხმარებათ ახალ ეტაპზე.

გამოცდილება აუცილებლად დაგანახებთ რამ იმუშავა კარგად და რამ ცუდად. ამის შედეგად კი შეგიძლიათ დაგეგმოთ, როგორ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს.

განვიხილოთ 7 ძირითადი მიზეზი, რომელიც ხელს გვიშლის მივაღწიოთ სასურველ შედეგს:

1. არ ფიქრობთ გრძელვადიან გეგმებზე

შესაძლებელია გსმენიათ, რომ წონის კლებაზე უნდა იფიქროთ, როგორც ცხოვრების წესის შეცვლაზე და არა უბრალოდ სწრაფ ქმედებაზე.

ეს მართალია. იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავს ჰკითხოთ შეგიძლიათ თუ არა რაიმე კონკრეტული წონის დაკლება, ჰკითხეთ შეძლებთ თუ არა ამას იმ ცხოვრების წესით, რომლითაც ცხოვრობთ.

თუ მიაღწიეთ სასურველ შედეგს და წონის შენარჩუნება გინდათ, ეს ნიშნავს კვირაში 6 დღე ვარჯიშს და სწორ კვებას, სხვა შემთხვევაში დიდია შანსი ისევ დაუბრუნდეთ ძველ წონას.

ასევე ძველი კვების პროგრამა მარტივად დაგანახებთ რა დაგეხმარათ შედეგის მიღებაში, მთავარია დარწმუნებული იყოთ, რომ მოგწონთ, რასაც აკეთებთ.

ასევე ნახეთ:  9 შეკითხვა, რომლებიც სპორტდარბაზში მისვლამდე უნდა დასვათ | სპორტდარბაზი

თუ თავს არაკომფორტულად გრძნობთ, შედეგი ვერ იქნება სასურველი.

2. რიგიდულობა

ტორტის ერთ ნაჭერს მოსდევს ლუდი, შემდეგ კიდევ ერთი ნაჭერი, შემდეგ ისევ ლუდი და ასე შემდეგ, მეორე დღეს კი საკუთარ თავს ეუბნებით, რომ დიეტა დაარღვიეთ და ისევ დიეტის დასარღვევად მიდიხართ.

არსებობს წარმატებები და წარუმატებლობები, ამის გამო არ უნდა დანებდეთ, პირიქით უნდა მიუბრუნდეთ დაწყებულ საქმეს.

იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავს დაუსვათ კითხვები, თუ რატომ არ შეგიძლიათ, ჰკითხეთ თქვენს თავს იმ მომენტისთვის რისი გაკეთება შეგიძლიათ, ეს შეიძლება იყოს სასეირნოდ გასვლა, არეული სამზარეულოს დალაგება ან  სხვა რაიმე აქტივობა.

რაც არ უნდა იყოს, დარწმუნდით რომ აირჩიეთ რაიმე კონკრეტული და მიღწევადი, ამ გზით თქვენ გექნებათ პატარ-პატარა წარმატებები, რათა კიდევ უფრო დიდს მიაღწიოთ.

3. თქვენი გეგმა არ იყო ჭკვიანური

არის თუ არა თქვენი მიზანი კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, შესაბამისი და დროული?

თუ კონკრეტულობა გინდათ, უბრალოდ ვერ იტყვით: „მე უბრალოდ მინდა კარგად ვგრძნობდე თავს“ ან „მინდა ყველა ჩემი ტანსაცმელი მიხდებოდეს“.

რას ნიშნავს ეს? მიზნად გაქვთ დასახულო კონკრეტული წონა ან ტანსაცმლის ზომა? ზუსტად განსაზღვრეთ რის მიღწევას ცდილობთ.

გაზომვადობა, ნიშნავს კვებისა და ვარჯიშის დახმარებით ხვდებოდეთ, თუ რას მიაღწიეთ.

მიღწევადობა გულისხმობს, რომ თქვენ რეალურად შეგიძლიათ ბარიერების გადალახვა, როგორიც არის დრო და რესურსები, რათა მიაღწიოთ სასურველ შედეგს.

ეწვიეთ ბმულს, ჩვენ დაგეხმარებით სასურველი შედეგის სწრაფად და მარტივად მიღწევაში!

შეიძინეთ ახალი ჩვევები, ძველ ჩვევებთან ერთად. მაგალითად, თუკი ცდილობთ, რომ მეტი წყალი დალიოთ, მიზნად დაისახეთ დალიოთ წყალი დიდი ჭიქით, დილის შეხვედრის მერე.

ასევე ნახეთ:  როგორ შევძლოთ წონაში მარტივად დაკლება?

ვიზუალური მინიშნებებიც შესანიშნავია, მაგალითად ისე დააწყოთ თქვენი სავარჯიშო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, რომ გაღვიძებისას დაინახოთ.

ეს ყველაფერი შეგახსენებთ, რომ დაისწავლოთ ახალი ჩვევები.

შესაბამისი რომ იყოს, უნდა იფიქროთ, როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან მიზნებზე.

შეგიძლიათ აითვისოთ ეს ქცევები და თქვენი ცხოვრების სტილად აქციოთ? ვარჯიშისა და კვების პროგრამა მოგცემთ ჯანსაღი ცხივრების შანსს თუ გამოიწვევს ის რაიმე დაავადების რისკს?

რისი გაკეთება შეგიძლიათ დღეს? იქნებ უკეთესია დაიცადოთ სანამ წონის კლებას დაგეგმავთ, განსაკუთრებით მაშინ თუ ცხოვრების სხვა ასპექტებისგან განიცდით სტრესს.

4. კვების დღიური

საკუთარი კვების ჟურნალის წარმოება ასოცირდება წონის კლებასთან, როგორც ერთ-ერთმა კვლევამ აღმოაჩნა, იმ ქალებმა, რომლებიც აწარმოებდნენ კვების დღიურს 4%-ით უფრო მეტი წონა დაიკლეს მათთან შედარებით, ვინც ნაკლებად ფიქრობდა ამაზე.

კვების დღიური არის ერთ-ერთი ხელსაწყო და არა ისეთი რაღაც, რამაც თავი ცუდად უნდა გაგრძნობინოთ.

ზუსტ დღიურს შეუძლია ქცევების ცვლილებაც, ის გახსენებთ იმ ქცევას რის გაკეთებასაც ცდილობთ. იმის ცოდნა თუ რა ჭამეთ დაგეხმარებათ დანაყრდეთ.

5. ცდილობთ იყოთ ტოპ მზარეული

სულაც არ არის გასაკვირი, რომ გარეთ ჭამაზე მეტად, შინ მომზადება უფრო ჯანმრთელი და ჯანსაღია, მაშინაც კი თუ წონის კლებაზე არ ფიქრობთ.

ხშირად ისეთ საკვებს ვამზადებთ, რომელიც სცდება ჯანმრთელ კვებას.

რა თქმა უნდა, ეცადეთ იკვებოთ ჯანმრთელად, მაგრამ ისეთი კერძების მომზადება დაიწყეთ, რომლებიც დიეტოლოგებსაც გააწითლებს.

მიზანია, რომ სამზარეულოში თავი კომფორტულად იგრძნოთ და დაეუფლოთ მზარეულის შესაძლებლობებს, რაც ცხადია ერთ დღეში არ მოხდება.

ასევე ნახეთ:  9 მარტივი ხრიკი წონის დასაკლებად

საჭმელებისა და კერძების მომზადება მოგეწონებათ, და როგორც კი ცოტაოდენ გამოცდილებას შეიძენთ, მაშინვე დაიწყებთ ჯანმრთელი და ჯანსაღი საჭმლის მომზადებას.

6. არ იყავით მზად ცვლილებისთვის

ხშირად მოგვწონს წონის კლების იდეა. მაგრამ ნამდვილად მზად ხართ ცვლილებისთვის?

წონის კლება გულისხმობს ახალ საკვებს, დროის ხარჯვის ახალ გზას, ახალი კვების ჩვევებს და ა.შ. ძალიან ბევრი რამ უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს.

დარწმუნდით რომ მზად ხართ მძიმე დატვირთვისთვის და არა მხოლოდ რამდენიმე კილოგრამით ნაკლებობისთვის.

7. საკუთარ თავს არ აძლევთ საკმარის დროს

თქვენ გსურთ განსხვავების დანახვა ხვალ და სამი დღის შემდეგ უკვე ტანსაცმლის განსხვავებულ ზომაზე ფიქრობთ.

იყავით მომთმენები და გულწრფელები საკუთარ თავში (ამაში კვების ჟურნალი დაგეხმარებათ).

წონის კლება რომ ერთ ღამეში იყოს შესაძლებები, საერთოდ არც კი წაიკითხავდით ამას.

 

თქვენ რას გვეტყვით, გიჭირთ წონის შენარჩუნება?