ფიტნესიწონაში კლებაწონის კორექციაწონის მომატებაწონის შენარჩუნება

საკვები ვარჯიშის შემდეგ მაქსიმალური ეფექტის მისაღებად

ფიქრობ რომ კარგი ვარჯიშის შემდეგ საკუთარი თავი კარტოფილი ფრით და ბეკონის ჰამბურგერით უნდა დააჯილდოვო?

მაშინ მოგიწევს კარგად დაფიქრდე, რადგან ვარჯიშის შემდეგ რითიც იკვებები ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია მთელი დღის განვალობაში.

თქვენი სხეული მომარაგებულია უამრავი გლიკოგენით და ცილებით, როდესაც ვარჯიშობთ, წვავთ ყველა იმ საკვებს, რომელიც ბოლოს მიირთვით და ასევე იცლება თქვენი გლიკოგენის მარაგი.

აღდგენითი პროცესებისთვის თქვენი კუნთები იწყებს მისთვის ხელმისაწვდომი ცილების გამოყენებას ვარჯიშის შემდგომ, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგრამ თქვენი სხეული განსაკუთრებით კარგად შთანთქავს ნახშირწყლებს და ცილებს 45 წუთის მანძილზე.

თუ თქვენი მიზანი კუნთის გაზრდაა, მაშინ უნდა მიიღოთ 30 გრამი ცილა და 35 გრამი ნახშირწყალი ვარჯიშის დასრულებიდან 15 წუთში, ხოლო თუ თქვენ უბრალოდ ფორმის შენარჩუნება გსურთ ან რამდენიმე კილოგრამის დაკლება გინდათ, მაშინ უნდა მიიღოთ საკვები ვარჯიშის დასრულებიდან 1 საათის შემდეგ.

საუკეთესო საკვები, რომელიც ვარჯიშის შემდეგ თქვენს გამოლეულ კუნთებს აღდგენაში დაეხმარება ხაჭოა.

ხაჭო საუკეთესოა რადგან მასში ორმაგი რაოდენობის ცილაა და ის გაჯერებულია ნახშირწყლებით, განსხვავებით იოგურტისგან. შეგიძლიათ მასში გაურიოთ ბურღულეული ან ხილი, განსაკუთრებით კენკროვანთა ოჯახიდან.

ხვეული სენდვიჩები

ე.წ ხვეულა სენდვიჩები დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს, სწორედ ამიტომ გირჩევთ საკუთარ თავს მოუმზადოთ ინდაურის ან ქათმის სენდვიჩი.

ეს არის იდეალური საკვები თუ თქვენ ვარჯიში გიწევთ ლანჩის დროს.

გახვეული სენდვიჩი არის ძალიან პრაქტიკული და ის შეგიძლიათ სამსახურში მობრუნებისას მიირთვათ.

თუ თქვენ სავარჯიშო დარბაზის შემდეგ სალათის ჭამას გადაწყვეტთ, მაშინ აუცილებლად დაუმატეთ მას 2 ჭიქა მარცვლეული, მაკარონი, ყავისფერი ბრინჯი ან ლობიო.

ასევე ნახეთ:  როგორ გავიქროთ შიმშილი - 9 მარტივი გზა

ხილი

ხილი საუკეთესო ჯანსაღი საკებია, რომელიც გაჯერებულია ნახშირწყლებით, რაც დაღლილ კუნთებს გამოაცოცხლებს.

მაგალითად ანანასი, რომელსაც გააჩნია უნიკალური ანთების საწინააღმედგო თვისებები, რაც კუნთებს დაეხმარება აღდგენაში.

ასევე კივი, რომელიც კუჭის მონელების სისტემას უწყობს ხელს და შლის ამინომჟავებს.

ამასთანავე ხილი არის ანტიოქსიდანტების ცისარტყელა, იგი სავსეა მინერალებით და ვიტამინებით.

პროტეინ შეიკი

თუ თქვენ გსურთ უცებ მიიღოთ ცილები, მაშინ თქვენ სწორედ პროტეინ შეიკი გჭირდებათ, რომლის დასამზადებლად დაგჭირდებათ whey პროტეინი. ასევე მასთან ერთად კარგია მიწისთხილის კარაქი, ნებისმიერი ხილი და რძე სურვილისამებრ.

ხორბალი

ხორბალი იდეალური საკვებია მთელი დღის განმავლობაში, ის შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიირთვათ, საუზმეზე, ვახშამზე, მას გააჩნია უამრავი ცილა და ნახშირწყლები, შეიცავს ძალიან ცოტა შაქარს.

საუკეთესო ვარიანტია ასევე შვრიის ფაფა კუნთების აღდგენისთვის. დღის რაციონში შეგიძლიათ შეიტანოთ რძე და იოგურტი, ასევე ნუშის კარაქი, რომელიც ცილებით და ნახშირწყლებით ლიდერობს.

კვერცხი

მოამზადეთ ის ისე, როგორც ყველაზე მეტად მოგწონთ, შემწვარი, თოხლო, მაგრად მოხარშული.

კვერცხი გაჯერებულია ცილებითა და ნახშირწყლებით. კვერცხის გული ძალიან სასარგებლოა, ამასთანავე ის ისეთი საკვებია, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მიირთვათ.

შესალებელია მიირთვათ გახუხულ პურთან, წიწაკასთან, ხახვთან ან თუნდაც ინდაურის ხორცთან ერთად.