ჯანმრთელობა

ჭარბოფლიანობა და მისი შეჩერების გზები

გაწუხებთ ჭარბოფლიანობა და არ იცით როგორ მოიქცეთ?

სავსებით ნორმალურია ზაფხულში ბარბექიუს დროს ან სპორტდარბაზში სიმძიმის აწევისას გაოფლიანდეთ, მაგრამ გაგიჩნდეთ ოფლის ლაქები რომანტიული ვახშმის დროს ან ხელის ჩამორთმევისას, საკმაოდ დამამცირებლად ჟღერს.

გთავაზობთ 6 მარტივ გზას, თუ როგორ შეგიძლიათ შეაჩეროთ და აკონტროლოთ ჭარბი ოფლი.

მოერიდეთ ცხარე საკვებს ან კოფეინს

ძლიერი ყავა ან ცხარე სოუსში ამოვლებული ბურიტო ძალიან მიმზიდველად ჟღერს, მაგრამ მათ შესაძლოა სტიმულირება გაუწიონ საოფლე ჯირკვალს, არც თუ ისე კომფორტული გზით.

კოფეინი და სანელებლები ააქტიურებენ ნეიროტრანსმიტერებს, აცეტილქოლინს, რომლებიც განლაგებულია ტვინში.

ყველაფერი, რაც ამ ნეიროტრანსმიტერებს ასტიმულირებს, ხშირ შემთხვევაში გავლენას ახდენს ჯირკვლებზეც, რომლებიც იწვევს ოფლიანობას.

საღამოობით გამოიყენეთ ანტიპერსპირანტები

ოფლის საწინააღმდეგო პროდუქციების გამოყენება რეკომენდებულია ღამით, რადგან მისი მოქმედება ყველაზე დაბალია ღამის საათებში, დილით კი, უკვე სასურველ შედეგს მიიღებთ (შეაღწევენ ფორებში და დაბლოკავენ ოფლის გამოყოფის პროცესს).

ნუ შეგეშნდებათ იმის, რომ შხაპის მიღების შემდეგ ჩამოირეცხება საჭირო ნივთიერებები, რადგან ღამის განმავლობაში ეს ინგრედიენტები უკვე შეაღწევდნენ საოფლე კაპილარებში.

საოფლე ჯირკვლები

საშუალოდ ადამიანს აქვს ორიდან ოთხ მილიონამდე საოფლე ჯირკვალი, რომელიც მუშაობს, როგორც სხეულის გამაგრილებელი სისტემა, რათა დაიცვას ის გადახურებისგან.

ხელებს, სახეს, ფეხებს, ზურგს, გულმკერდსა და საზარდულსაც კი აქვს მაღალი კონცენტრაცია საოფლე ჯირკვლებთან.

სხეულის ამ ზონებში ანტიპერსპირანტების გამოყენება, მაგალითად სპრეის სახით, დაგეხმარებათ სიმშრალის შენარჩუნებაში, თუმცა გამოტოვეთ ისეთი მგრძნობიარე ზონები, როგორიც არის სახე ან ბიკინის ზონა.

დამატებითი ძალა

ანტიპერსპირანტების კლინიკური ძალა უფრო ეფექტურია ჭარბოფლიანობასთან ბრძოლაში, რადგან მათ შემადგენლობაში არის მაღალი კონცენტრაციის აქტიური ინგრედიენტები.

ასევე ნახეთ:  6 უარყოფითი შედეგი, რასაც ბევრი ძილი იწვევს

ამ კლინიკური სიძლიერის ფორმულის მიღება შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ბრენდებისგან, როგორიც არის “Dove” ან „Secret” და რომელთა შეძენაც ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ.

რეცეპტის დონის დახმარება

გარდა სიცხისა და დამღლელი ვარჯიშისა, ემოციებსაც (მაგალითად როგორიცაა სტრესი გასაუბრების დროს) შეუძლიათ ოფლიანობის გამოწვევა.

ნებისმიერი რამ, რასაც მღელვარების, შიშის დასაძლევად აკეთებთ (ღრმა სუნთქვა ან ნებიისმიერი რელაქსაციის ქმედებები), ზრდით ნეიროტრანსმიტერების სტიმულაციას, რომელიც თავის თავად იწვევს ოფლიანობას.

თუკი სტრესულ სიტუაციებში ხშირად გაწუხებთ ოფლიანობა, როგორიც არის აუდიტორიის წინ ლაპარაკი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ საჭირო მკურნალობას, მოგცემთ საჭირო რეცეპტს აფთიაქისთვის და დაგეხმარებათ მსგავს სიტუაციებში თავიდან აირიდოთ ოფლიანობა.

განვიხილოთ ქირურგიული ვარიანტები

თუკი ანტიპესპირანტები ვერ გეხმარებათ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ბოტოქსის ინექციების შესახებ, რომელიც 2004 წელს დამტკიცდა ჭარბოფლიანობის სამკურნალოდ.

შედეგები ხანგრძლივია, შესაბამისად ის აგარიდებთ ჭარბოფლიანობას იღლიის არეში მთელი ცხოვრების მანძილზე.

ახლა კი იცით როგორ დაამარცხოთ ჭარბოფლიანობა.