სწორი კვებაჯანმრთელობა

რატომ უნდა მივირთვათ ჭარხალი 2 კვირის განმავლობაში

ჭარხალი ახლა ძალიან პოპულარულია,  განსაკუთრებით მორბენლებში. საინტერესოა რატომ? ბოსტნეული დაგეხმარებთ უკეთ სირბილში?

ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები დამაჯერებელ შედეგებს გვაძლევს.

მოკლედ, რომ ვთქვათ ჭარხალი ნუტრიენტების მიღების მშვენიერი საშუალებაა, ეს კი სისხლის წნევას არეგულირებს.

ექსეტერის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით ჟანგბადის ის ოდენობა, რაც  ორგანიზმს ვარჯიშის დროს სჭირდება, შემცირდა ჭარხლის წვენის მიღების შემდეგ.

კიდევ ერთ კვლევის შედეგის მიხედვით, ორგანიზმისთვის საჭირო ჟანგბადის რაოდენობა 3 % -ით შემცირდა 70 მლ ჭარხლის კონცენტრირებული წვენის მიღებისას.

კვლევაში მონაწილეობა მიიღეს ველომრბოლელებმა. კვლევის ფარგლებში სპორტსმენები შეამოწმეს ჭარხლის წვენის მიღებიდან 2.5 საათის შემდეგ.

ის, რომ ნუტრიენტები არეგულირებს სისხლის წნევას და შესაბამისად დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთლობაზე ცხადია.

ახლა ისღა დაგვრჩენია დავადგინოთ რომელი სპორტსმენები შეძლებენ ყველაზე მეტად ისარგებლონ ჭარხლის ეფექტებით.

2016 წელს ფეხბურთელებზე ჩაატარეს კვლევა, სადაც ერთმანეთს შეადრეს იმ სპორტსმენების შედეგები, ვინც კონცენტრირებულ ჭარხალის წვენს სვამდნენ და ვინც პლაცებოს იღებდნენ.

ისინი, ვინც ჭარხლის წვენს სვამდნენ 3.4 პროცენით მეტი დისტანციის დაფარვას ახერხებდნენ იგივე დროში და მათი გულისცემის რითმიც უფრო დაბალი იყო.

ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ ჭარხალი სასარგებლოა და თუ სირბილსაც გაგვიადვილებს მთლად კარგი.

ცნობილი ფაქტია, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ელიუდ კიპჩოგე ჭარხლის დიდი მოყვარულია. თუ ოლიმპიური ჩემპიონი სვამს ჭარხლის წვენს ალბათ არც თქვენ გაწყენთ.

ჭარხილს წვენი მართლაც, რომ ეფექტური საშუალებაა, თუ მის მიღებასთან ერთად ვარჯიშსაც დაიწყებთ, ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის ნამდვილად წინ გადადგმული  ნაბიჟი იქნება. ეწვიეთ ბმულს და შეიძინეთ სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ საუკეთესო შედეგის მიღწევაში.

ასევე ნახეთ:  როგორ ვუშველოთ კუნთის ტკივილს?

აი რა ხდება, თუკი 14 დღის განმავლობაში მიიღებთ ჭარხალს

საპირფარეშოში ვიზიტები შეიძლება შემაშფოთეელი აღმოჩნდეს , ჭარხლის გამოუცდელი მომხმარებლისთვის.

ამ დროს თქვენი შარდი და მომნელებელი სისტემა მოწითალო შეფერილობის ხდება, რამაც არ უნდა შეგაშინოთ.

პიგმენტი, სახელწოდებით ბეტანინი, შარდის სახით გამოიყოფა და მისი შეფერილობა დამოკიდებულია იმაზე თუ 48 საათის განმავლობაში რამდენ ჭარხალს მიიღებთ.

საინტერესოა, რომ ყოველთვის ასე არ ხდება. ის დამოკიდებულია თუ როგორ მომზადდა ჭარხალი და რა რაოდენობით მიიღეთ.

დიდ ულუფა ჭარხლის სუპს, უფრო დიდი გავლენა აქვს ვიდრე ბოსტნეულთან ერთად ცოცხლად დაჭრილ ჭარხალს.

პანიკის საფუძველი არ არსებობს, პირიქით ამ დროს თქვენ იღებთ C ვიტამინს, ფოლიუმის მჟავის მარილს და კალიუმს.

სისავსის შეგრძნება, ზოგჯერ შებერილობა

ერთი ჭიქა ჭარხალი შეიცავს 3.8 გრამ ბოჭკოს, რაც დღიური რეკომენდებული დოზის 14 %-ია, ეს იმას ნიშნავს რომ გარდა დღიური ნორმის მიღებისა, ჭარხალი შიმშილის გრძნობის დაკარგვაშიც გეხმარებათ.

შებერილობის შეგრძნება რამდენიმე დღეში გაივლის, სისავსის კი დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დილით 1 სმუზს მიიღებთ ჭარხლით, ლანჩამდე შიმშილი აღარ შეგაწუხებთ.

ჭარხლის მომზადება უფრო მარტივია, ვიდრე გგონიათ

სამზარეულოში ხშირად ტრიალებთ, მაგარმ აქამდე ჭარხალს ერიდებოდით, რადგან რთული მოსამზადებელი გეგონათ? თქვენ ცდებით

ყველაზე მარტივი მეთოდია, გაასუფთავოთ და ალუმინის ფოლგაში გახვეული 60 წუთის მანძილზე გამოაცხოთ, ასე შეგიძლიათ მოამზადოთ მთელი კვირის მარაგი და შემდეგ მაცივარში შეინახოთ.

მართალია ჭარხლის გაფრცქვნა ცოტა დამღლელია და თანაც ხელები გაგიწითლდებათ, მაგრამ ეს კვირაში მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ.

ასევე ნახეთ:  11 საკვები, რომლებიც მაცივარში არ უნდა შეინახოთ

ჭარხლის ჭამამ მთლიანობაში უკეთ ჭამას დაგაწყებინებთ

იმის გამო, რომ ისეთი საკვების მომზადება მოგიწევთ, რომელშიც ჭარხალს გამოიყენებთ, თქვენი კვების რაციონი უფრო ჯანსაღი გახდება, შეამცირებთ შაქრის მოხმარებაც.

დროთა განმავლობაშ მიხვდებით რომ თქვენი ვარჯიშის ხარისხი გაიზრდება. არის ეს ჭარხლის დამსახურება?

სავარაუდოდ დიახ, მაგრამ არა მხოლოდ მისი. რასაც დამატებით შენიშნავთ არის ის, რომ იმუნიტეტიც გაგიძლიერდებათ და ზოგადად თავს უფრო მხნედ და ჯანსაღდ იგრძნობთ, ამისთვის კი ჭარხალი ნამდვილად იმსახურებს მადლობას.

აი, რატომ უნდა მიირთვათ ჭარხალი.