რა არის „გამოშრობა“ და რატომ უნდა მოერიდოთ მას, თუ არ ხართ პროფესიონალი ბოდიბილდერი
ბოდიბილდერებისთვის „გამოშრობა“ — კანქვეშა ცხიმისა და წყლის დონის მაქსიმალურად შემცირებაა, რომელიც საჭირო ხდება შეჯიბრისთვის მზადებისას, რათა კუნთების რელიეფი გამოკვეთილი და „სუფთა“ იყოს. თუმცა, ბოლო დროს, ეს პროცესი ტრენდად იქცა და მრავალი ადამიანი ცდილობს გამოსაშრობას სწრაფი შედეგების მისაღწევად, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესიონალებისთვის განკუთვნილი და საკმაოდ რთული პროცესია.
თუ თქვენ არ ხართ პროფესიონალი სპორტსმენი, გაუმართლებელია ამ მეთოდით წონის დაკლება, რადგან ამ პროცესს ახლავს ჯანმრთელობის მრავალი რისკი. მოდით, განვიხილოთ, რა საფრთხეებს შეიცავს „გამოშრობა“ და რატომ არ არის ის სასურველი არაპროფესიონალებისთვის.
1. გაუწყლოება და მისი სერიოზული შედეგები
„გამოშრობის“ დროს ხშირად ხალხი თავს არიდებს წყლის მიღებას, რაც სრულიად უსაფუძვლოა. გაუწყლოება არა მხოლოდ ამცირებს ენერგიას და კუნთების მუშაობის უნარს, არამედ ორგანიზმში წყლის დაბალი დონის კომპენსაცია, ხშირად, ცხიმის დაგროვებით ხდება, რაც ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმია. ასეთი პრაქტიკა ასევე ზიანს აყენებს კანის, თირკმელების, გულისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. განსაკუთრებით საშიშია გაუწყლოება მათთვის, ვისაც დაბალი წნევა აქვს.
2. ვიტამინების დეფიციტი (ჰიპოვიტამინოზი)
კანქვეშა ცხიმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს A, D, E და K ვიტამინების ათვისებაში. მისი მკვეთრად შემცირებისას ორგანიზმი კარგავს ამ მნიშვნელოვანი ვიტამინების ათვისების უნარს, რაც იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, თმის, კანის, ფრჩხილების და კბილების პრობლემებს, და ზოგადად, ორგანიზმის სისტემების სისუსტეს.
3. მენსტრუალური ციკლის დარღვევა (ამენორეა)
გამოშრობის პროცესს თან ახლავს ნახშირწყლების და ცხიმების მკვეთრად შემცირებული რაოდენობა, რაც ქალებისთვის განსაკუთრებით სახიფათოა. ამან შეიძლება მენსტრუალური ციკლის დარღვევა გამოიწვიოს, რაც სტრესული პროცესების ფონზე მუდმივ დაავადებაშიც კი გადაიზარდოს. მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები და მკაცრი დიეტა ქალის ორგანიზმს ბუნებრივი ფუნქციების დაცემისკენ უბიძგებს.
4. ფსიქიკური და ემოციური სირთულეები
ნახშირწყლების მკვეთრი შემცირება სტრესის დონეს აჩენს და ხშირად იწვევს ხასიათის გაუარესებას, დაღლილობას, დაბნეულობას და აგრესიასაც კი. ასევე, გამოკვლევების მიხედვით, ტვინი ენერგიის დიდი ნაწილს სწორედ ნახშირწყლებიდან იღებს, მათი დეფიციტი კი ტვინის ფუნქციონირებას აფერხებს. გამოფიტვა და ხასიათის ცვლილებები, ხშირ შემთხვევაში, იწვევს კვების რეჟიმის დარღვევასა და საბოლოოდ წონის მატებას.
5. წონის მკვეთრი მატება
პროფესიონალ სპორტსმენებს შეუძლიათ გამორჩეულად ფრთხილად გამოვიდნენ „გამოშრობიდან“, რადგან მათ დიდი კუნთოვანი მასა აქვთ, რომელიც კალორიებს სწრაფად შთანთქავს და გამოიყენებს ენერგიად. ჩვეულებრივი ადამიანისთვის, ვინც მხოლოდ წონაში დაკლებას ცდილობს, „გამოშრობიდან“ არაპროფესიონალური გამოსვლა იწვევს სწრაფი წონის მომატებას, რადგან ორგანიზმი ცხიმს „საშველი დღისთვის“ იწყებს დაგროვებას. შემდეგ კი გახდომა კიდევ უფრო რთულდება.
6. ფიზიკური გამოფიტვა და სიჯანსაღის დაკარგვა
„გამოშრობის“ დროს კვებითი დისბალანსი და ზედმეტი დატვირთვა ფიზიკურ გამოფიტვას იწვევს. ასეთი ტიპის დატვირთვები ძალისმიერ მაჩვენებლებს ამცირებს, ძილის რეჟიმს არღვევს და აღდგენით პროცესს აფერხებს, რაც საბოლოოდ ორგანიზმის გამოფიტვას იწვევს.
დასკვნა
გამოშრობა დაშვებულია მხოლოდ პროფესიონალურ სპორტში, რადგან ის მოითხოვს ზედმიწევნით გაწერილ და პროფესიონალთა მეთვალყურეობით მართულ პროცესებს, რათა ორგანიზმი ზედმეტად არ დაზიანდეს.
თუ თქვენი მიზანია წონაში დაკლება, გაამახვილეთ ყურადღება ჯანსაღ, დაბალანსებულ კვებასა და რეგულარულ ვარჯიშზე, რომელიც ორგანიზმს სტრესის გარეშე დაგეხმარებათ წონის მართვაში და სიჯანსაღის შენარჩუნებაში.