ჯანმრთელობა

ტესტოსტერონის ამაღლება 7 საკვები პროდუქტით

ტესტოსტერონის დონის ასამაღლებელი 7 საკვები პროდუქტი

ტესტოსტერონის დონის ამაღლება არამარტო ვარჯიშით, არამედ სწორი კვებითაც შესაძლებელია. ტესტოსტერონის დონის მატება ხელს უწყობს კუნთების ზრდას, ენერგიის გაზრდას და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. წარმოგიდგენთ 7 საკვებ პროდუქტს, რომლებიც ეფექტურად უწყობს ხელს ტესტოსტერონის დონის მომატებას.

1. ტკბილი კარტოფილი

ტკბილი კარტოფილი ნახშირწყლების მიღების ჯანსაღი და გემრიელი წყაროა. საკმარისი რაოდენობის ნახშირწყლები აუცილებელია ტესტოსტერონის დონის შესანარჩუნებლად, რადგან ცილების და ნახშირწყლების დაბალმა დონემ შესაძლოა მისი დონე შეამციროს. ტკბილი კარტოფილი ასევე მდიდარია ვიტამინებით, რაც ჯანმრთელობას უწყობს ხელს.

2. ნიგოზი და თხილეული

ნიგოზი და ზოგადად თხილეული 28%-ით ზრდის ტესტოსტერონის დონეს. ისინი მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, რომლებიც აუცილებელია ჰორმონალური ბალანსის შესანარჩუნებლად. ნიგოზი ასევე შეიცავს თუთიას და მაგნიუმს, რაც სხეულისთვის აუცილებელია.

3. კომბოსტო

კომბოსტო შეიცავს ინდოლ-3-კარბინოლს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ესტროგენის გამოდევნას, რაც თავის მხრივ ამაღლებს ტესტოსტერონის დონეს. ის ასევე მდიდარია რკინით და სხვა მინერალებით, რაც კუნთების განვითარებას უწყობს ხელს.

4. კვერცხის გული

კვერცხის გული შეიცავს ქოლესტეროლს, რომელიც ტესტოსტერონის წარმოებისთვის აუცილებელია. ქოლესტეროლი ასევე ეხმარება უჯრედებს მემბრანის შენებაში, რაც ორგანიზმის ბალანსს უზრუნველყოფს. დღეში 1-2 კვერცხის მიღება უსაფრთხოა და დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმზე.

5. გოგრის თესლი

გოგრის თესლი მდიდარია თუთიით, მაგნიუმით და სხვა მინერალებით, რომლებიც ტესტოსტერონის დონის ასამაღლებლადაა საჭირო. ისინი ასევე აუმჯობესებს სპერმის ხარისხს და ზრდის კუნთოვან მასას.

6. მაკა

მაკა არის პერუს მცენარე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა მამაკაცის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. კვლევებმა აჩვენა, რომ მაკა პირდაპირ კავშირშია ტესტოსტერონის დონის ზრდასა და სპერმის ხარისხის გაუმჯობესებასთან.

7. Chia-ს თესლი

Chia-ს თესლი შეიცავს კალიუმს, რკინას, მაგნიუმს და თუთიას, რაც ტესტოსტერონის დონის ამაღლებას უწყობს ხელს. ეს თესლი შეგიძლიათ დილით მიირთვათ, რადგან ასე უკეთ შეიწოვება და უზრუნველყოფს ორგანიზმს დღისთვის აუცილებელი ენერგიით.


ამ პროდუქტების ყოველდღიურ რაციონში დამატება დაგეხმარებათ ტესტოსტერონის დონის გაკონტროლებასა და ორგანიზმის გაჯანსაღებაში. რეგულარული ვარჯიშის შერწყმა ამ საკვებებთან კი უფრო მეტ შედეგს მოგცემთ, რაც უზრუნველყოფს თქვენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას.

Back to top button