სწორი კვებაწონაში კლება

12 პროდუქტი, რომლებიც რამდენიც არ უნდა ჭამოთ არ გაგასუქებთ

სასიამოვნო ინფორმაცია მათთვის, ვინც ისტერიულად ცდილობს მუდმივად ლამაზი ფიგურის შენარჩუნებას – არსებობს პროდუქტები, რომლებიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეგიძლიათ მიირთვათ. ისინი გამოირჩევიან დაბალი კალორიულობით და დიდი რაოდენობით შეიცავენ უჯრედისს, რაც განაპირობებს ორგანიზმის დანაყრებას ზედმეტი კილოგრამების მომატების გარეშე.  აქვე დავამატებთ რომ დიეტის დაწყების წინ აუცილებლად დარწმუნდით, რომ იგი საკმარისად დაბალანსებულია და გამდიდრებულია მრავალფეროვანი საკვებით.

პირველ რიგში გეტყვით რომ – დიახ, ულიმიტოდ ნაყინის ჭამა ნამდვილად გაგასუქებთ, რაც შეეხება იმ პროდუქტების სიას, რომლებიც მშვიდად შეგიძლიათ მიირთვათ, ის ასე გამოიყურება:

1.       პოპკორნი

პოპკორნი ცხიმისა და შაქრის გარეშე, ცოტაოდენი მარილის დამატებით შეგიძლიათ მიირთვათ სასურველი რაოდენობით სინდისის ქენჯნის გარეშე. ამგვარად მომზადებული ერთი პორცია შეიცავს სულ რაღაც 31 კალორიას.

2.       ნიახური

მისი 95% წყალია. ის დაგეხმარებათ გახდომაში და შარდმდენი ეფექტის წყალობით ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსიურ ნივთიერებებს.

3.       ბადრიჯანი

გრილზე მომზადებული ან უცხიმოდ შემწვარი ბადრიჯნის ერთი პორცია შეიცავს 24 კალორიას, ასე რომ, ისიც სურვილისამებრ შეგიძლიათ მიირთვათ.

4.       ფორთოხალი, გრეიფრუტი, მანდარინი

ზოგადად, დიეტოლოგები წონის დაკლების მსურველებს არ ურჩევენ დიდი რაოდენობით ხილის მიღებას, მაგრამ ციტრუსები გამონაკლისია, რადგან ის გამდიდრებულია ბოჭკოებით, ფლავონოიდებით და ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რაც თქვენში მალევე განაყრებთ, კუჭ-ნაწლავის სისტემას ეხმარება საკვების სწრაფად გადამუშავებაში, დადებითად მოქმედებს ღვიძლის ფუნქციაზე და პოზიტიურად აისახება კანის მდგომარეობაზეც.

5.       საზამთრო და ნესვი

ერთი ნაჭერი 60-70 კალორია. ის ეხმარება ორგანიზმს გამოდევნოს ზედმეტი სითხე და ასევე უზრუნველყოფს სწრაფ დანაყრებას.

ასევე ნახეთ:  შესაძლებელია წონის დაკლება მხოლოდ ვარჯიშით?

6.       კიტრი

მეტად აუცილებელი ბოსტნეული მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს. ისიც შარდმდენი ეფექტის დახმარებით ხსნის შეშუპებას  და უზრუნველყოფს წონაში კლებას ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

7.       კვერცხი

პროდუქტი, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მიირთვათ წონაში მომატების შიშის გარეშე. რასაკვირველია, უმჯობესია, თუ მას მოხარშული სახით მიიღებთ.

8.       ანანასი

ეს უგემრიელესი ხილი გახდომის მსურველთა ერთგული და საყვარელი მეგობარია. ფერმენტი, სახელად ბრომელაინი, რომელიც უხვადაა ანანასის წვენსა და ღეროებში, ეფექტურად შლის ცხიმებს და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.

9.       ვაშლი და ქლიავი

ერთი ვაშლი საშუალოდ 50 კალორიას შეიცავს. ის ამცირებს მადას და არეგულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. ქლიავი კი მდიდარია კალიუმითა და C ვიტამინით, რაც მეტად მნიშვნელოვანია გულისა და სისხლძარღვებისთვის.

10.   სალათის ფოთლები

სალათის ფოთლები ფოლიუმის მჟავის ნამდვილი საბადოა და მისი ჭამა უსაზღვროდ შეგიძლიათ. ერთი სალათის ფურცელი მხოლოდ და მხოლოდ 3 კალორიას შეიცავს.

11.   კენკრა

გარდა იმისა, რომ მოცხარი და მოცვი მდიდარია C ვიტამინით, ასევე აქვს შარდმდენი ეფექტი და ორგანიზმიდან გამოდევნის ზემდეტ ტოქსინებსა და წყალს. მარწყვი კი საკმაოდ ნოყიერია და დადებითად მოქმედებს როგორც საჭმლის გადამამუშავებელი, ისე გულსისხძარღვთა სისტემის მუშაობაზე.

12.   კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო

სამივე მათგანი აქტიური დამხმარეა ზედმეტ წონასთან ბრძოლაში. კუბებად დაჭრილი კომბოსტოს ერთი პორცია სულ რაღაც 7 კკალორიაა. ჩვენ არ გირჩევთ დიეტას, რომელიც მხოლოდ კომბოსტოსგან შედგება, მაგრამ ის თავისუფლად შეგიძლიათ კვირაში რამდენჯერმე შეიყვანოთ დღიურ რაციონში.