სწორი კვებაფიტნესიწონის მომატება

12 საკვები კუნთის მასის მოსამატებლად

რა უნდა მიირთვათ თუ მასის მომატება და კუნთის ზრდა გსურთ?

სწორი კვება მოქმედებს არა მხოლოდ ჩვენს ფიგურასა და განწყობაზე, ასევე ჩვენს ჰორმონალურ ბალანსზეც.

პროდუქტების გარკვეული ნაწილი ხელს უწყობს ტესტოსტერონის დონის მომატებას, რაც მამაკაცებს უფრო მიმზიდველს ხდის საპირისპირო სქესისთვის.

ის ასევე უზრუნველყოფს კუნთის ზრდასა და მასის მომატებას.

Fit.Ge-მ შეადგინა იმ პროდუქტების სია, რომლებიც აუცილებლად უნდა შედიოდეს მამაკაცთა კვების რაციონში, რათა ისინი უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდნენ და უბრალოდ თავი იგრძნონ უკეთესად.

1. ხორცი

მიუხედავად იმისა, რომ ხორცზე დიეტოლოგების აზრი ორად იყოფა, ერთი რამ ცხადია:

ხორცი ზრდის ორგანიზმში ტესტოსტერონის დონეს. თუმცა, აქ საუბარი გვაქვს მჭლე, უცხიმო ან ნაკლებად ცხიმიან ხორცზე და თანაც მისი მიღება არ შეიძლება ყოველდღიურად, არამედ კვირაში რამდენიმე დღე. მისი ჩანაცვლება უმჯობესია მოხდეს ცილით (პროტეინით) მდიდარი საკვებით.

2. ზღვის პროდუქტები

კიბორჩხალა, კრაბი, კრევეტები – იმის გარდა, რომ ცალკეულად მომზადებული თითოეული ეს პროდუქტი ძალიან გემრიელი და სასარგებლოა, მათი მირთმევა შეგიძლიათ ბრინჯთან, პასტასთან ან სალათებთან ერთადაც.

ეს პროდუქტები შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც აუმჯობესებს ტესტოსტერონის დონეს. თუმცა, ამ ნივთიერებების მაღალკონცენტრირებულობის გამო, ექიმები გვირჩევენ აღნიშნული პროდუქტები მივიღოთ შეზღუდული რაოდენობით, ანუ არარეგულარულად.

3. კვერცხი

კვერცხი მდიდარია დე ვიტამინით, რომელიც სისხლში ტესტოსტერონის ნორმალური დონის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

სასურველია თითო კვერცხის ყოველდღიურად მიღება. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო, თუ ქოლესტერინის მაღალი დონე გაქვთ, ამ შემთხვევაში მკაცრად რეკომენდებულია დღეში არ მიიღოთ 1 კვერცხზე მეტი, რადგან მისი ცილა დიდი რაოდენობით შეიცავს ქოლესტერინს.

ასევე ნახეთ:  კოფეინი - Caffeine

4. საზამთრო

საზამთრო დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, გულზე და ქოლესტერინის დონის შემცირებაზე. ის შეგვიძლია დავუმატოთ სალათს, წვენებს და ასევე გამოვიყენოთ წასახემსებლად. სამწუხაროა, რომ მისი ჭამა წელიწადის მხოლოდ ერთ სეზონზე შეგვიძლია.

5. ყვავილოვანი კომბოსტო

ის ამცირებს სისხლში ესტროგენის ( ქალური ჰორმონის) დონეს, რომლის პარალელურად მაღლდება ტესტოსტერონი (მამაკაცური ჰორმონი).

ყვავილოვანი კომბოსტო შეგიძლიათ მიირთვათ როგორც შემწვარი, ისე მოხარშული სახით, მთავარია დარწმუნდეთ, რომ მცირე რაოდენობით მაინც შედის თქვენს ყოველდღიურ რაციონში.

6. თაფლი

შესანიშნავია იმუნიტეტის გასაძლიერებლად. მიიღეთ ყოველდღიურად 1 ჩაის კოვზი მაინც, შეგიძლიათ ასევე დაუმატოთ ჩაის, ხილის სალათებს, ნამცხვარს და ა.შ. ფანტაზია ამოუწურავია.


 

7. ნიორი

ნივრის შემადგენლობაშია ისეთი ნივთიერება, რომელიც ამცირებს სტრესს და ასევე დადებითად მოქმედებს კუნთოვანი მასის განვითარებაზე. მისი დამატება, ფაქტობრივად, ყველა კერძში შეგიძლიათ.

8. ყურძენი

გარდა იმისა, რომ ყურძენში შემავალი ნივთიერებები აფერხებს დაბერების პროცესს, ის ასევე ხელს უწყობს სპერმის გააქტიურებას. იმისთვის, რომ ტესტოსტერონის დონე აიმაღლოთ, საკმარისია მიირთვათ ერთი მტევანი ყურძენი დღეში.

9. პარკოსნები

ყველა სახის მარცვლოვანი მცენარე მდიდარია დე ვიტამინით და ცილით (პროტეინით), მისგან შეგიძლიათ  მოამზადოთ წვნიანი, სალათები ან ცალკეულად მიირთვათ. გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია და აუმჯობესებს ტესტოსტერონის დონეს, ასევე ეხმარება გულს უკეთ მუშაობაში.

10. ხამანწკები

ხამანწკები საგანგებოდ არ ვახსენეთ ზღვის პროდუქტებთან ერთად და გამოვყავით ცალკე, რადგან ეს უკანასკნელი საოცარი რაოდენობით შეიცავს ბუნებრივ მინერალებს და სხვა სასიცოცხლო ელემენტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.

გირჩევთ, სანამ მიირთმევთ, მას დაუმატოთ ცოტაოდენი მარილი და ლიმნის წვენი, რაც უზრუნველყოფს სასარგებლო ნივთიერებების ხანგრძლივი დროით შენარჩუნებას.

ასევე ნახეთ:  ვარჯიშის დროს კომპრესორი ტანსაცმლის გამოყენების 10 დადებითი მხარე

11. რძე

სავსეა ვიტამინებით, რაც კუნთოვანი მასის ზრდას უწყობს ხელს. ის შეიცავს კალციუმს, რომელიც აძლიერებს ძვლოვან სისტემას და დე ვიტამინს, რომელიც ზრდის სისხლში ტესტოსტერონის დონეს.

ჩვენ გირჩევთ, მიიღოთ დაბალცხიმიანი რძე ყოველდღიურად, რომელშიც უფრო მეტი დე ვიტამინია, ვიდრე ცხიმი.

12. თინუსი

თინუსი მდიდარია დე ვიტამინით, ამასთანავე ის დაბალკალორიულია და დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე. ის შეგვიძლია ჩვენი ხელით მოვამზადოთ ან პირდაპირ მივირთვათ დაკონსერვებული სახით, თუმცა აქაც ზომიერების დაცვაა საჭირო.

ისევე როგორც სხვა ზღვის პროდუქტების შემთხვევაში, აქაც ექიმები გვირჩევენ აღნიშნული პროდუქტი მივიღოთ შეზღუდული რაოდენობით, ანუ არარეგულარულად.

 

რას დაუმატებდით სიას? თქვენ რა საკვებს იღებთ ტესტოსტერონის დონის მოსამატებლად?