კვება

12 პროდუქტი, რომლებიც რამდენიც არ უნდა ჭამოთ არ გაგასუქებთ

სასიამოვნო ინფორმაცია მათთვის, ვინც მუდმივად ცდილობს ლამაზი ფიგურის შენარჩუნებას – არსებობს პროდუქტები, რომლებიც შეგიძლიათ შეზღუდვის გარეშე მიირთვათ! ისინი გამოირჩევიან დაბალი კალორიულობით და დიდი რაოდენობით შეიცავენ უჯრედისს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის დანაყრებას ზედმეტი კილოგრამების მომატების გარეშე. თუმცა, დიეტის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ ის დაბალანსებული და მრავალფეროვანია.

დიახ, ულიმიტოდ ნაყინის ჭამა ნამდვილად გაგასუქებთ, მაგრამ არსებობს პროდუქტები, რომლებიც მშვიდად შეგიძლიათ მიირთვათ. აი მათი ჩამონათვალი:

1. პოპკორნი

პოპკორნი ცხიმისა და შაქრის გარეშე, ცოტაოდენი მარილით შეგიძლიათ ულიმიტოდ მიირთვათ. ერთი პორცია მხოლოდ 31 კალორიას შეიცავს.

2. ნიახური

ნიახურის 95% წყალია, რაც მას იდეალურს ხდის გახდომის მსურველებისთვის. ის შარდმდენი ეფექტით ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს.

3. ბადრიჯანი

გრილზე მომზადებული ან უცხიმოდ შემწვარი ბადრიჯნის ერთი პორცია მხოლოდ 24 კალორიას შეიცავს.

4. ფორთოხალი, გრეიფრუტი, მანდარინი

ციტრუსები გამონაკლისია იმ ხილიდან, რომელსაც დიეტოლოგები წონის დაკლების მსურველებს ურჩევენ. ისინი შეიცავენ ბოჭკოებს, ფლავონოიდებს და C ვიტამინს, რაც ორგანიზმს სწრაფად ანაყრებს და საჭმლის გადამუშავებას უწყობს ხელს.

5. საზამთრო და ნესვი

საზამთრო და ნესვი სხეულიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში გეხმარებათ. ერთი ნაჭერი მხოლოდ 60-70 კალორიას შეიცავს.

6. კიტრი

კიტრი შარდმდენი ეფექტით ხსნის შეშუპებას და წონაში კლების პროცესს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე უწყობს ხელს.

7. კვერცხი

კვერცხი ნებისმიერი ფორმით შეგიძლიათ მიირთვათ – უმჯობესია მოხარშული სახით. ის მდიდარია ცილებით და არ იწვევს წონაში მატებას.

8. ანანასი

ანანასი ერთგული მეგობარია გახდომის მსურველთათვის. ის შეიცავს ბრომელაინს, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების დაშლას და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას.

9. ვაშლი და ქლიავი

ვაშლი საშუალოდ 50 კალორიას შეიცავს და მადას ამცირებს. ქლიავი კი კალიუმით და C ვიტამინით არის მდიდარი, რაც გულის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.

10. სალათის ფოთლები

სალათის ფოთლები ფოლიუმის მჟავით არის სავსე და თითო ფურცელი მხოლოდ 3 კალორიას შეიცავს, ამიტომ შეგიძლიათ ულიმიტოდ მიირთვათ.

11. კენკრა

მოცხარი და მოცვი შარდმდენი ეფექტით ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას უწყობს ხელს. მარწყვი კი საჭმლის მომნელებელ სისტემასა და გულსისხლძარღვთა ფუნქციაზე დადებითად მოქმედებს.

12. კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო

ეს ბოსტნეულები აქტიურად ეხმარება ორგანიზმს ზედმეტ წონასთან ბრძოლაში. კუბებად დაჭრილი კომბოსტოს ერთი პორცია მხოლოდ 7 კალორიას შეიცავს.

ეს პროდუქტები არა მხოლოდ ხელს უწყობს წონის კლებას, არამედ გამდიდრებულია ვიტამინებით და მინერალებით, რაც თქვენს ორგანიზმს ენერგიას და ჯანმრთელობას შემატებს.

Back to top button