წონაში კლებაწონის კორექცია

როგორ დავიკლოთ 2კგ გონების გამოყენებით

გგონიათ წონაში კლება მხოლოდ ვარჯიშზე და სწორ კვებაზეა დამოკიდებული? ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გონება და აზროვნებაც. მისი დახმარებით მარტივად შეგიძლიათ თუნდაც 2კგ დაიკლოთ.

აიწონეთ ყოველდღე – მართალია, რიცხვები სიმსუქნის განსასაზღვრი კრიტერიუმი არ არის და რომ მათზე მუდმივი ყურადღების გამახვილება ვერ დაგეხმარებათ წონაში დასაკლებად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რიცხვებს შესაძლოა ჰქონდეს ფსიქოლოგიური ეფექტი.  ჟურნალ “Academy of Nutrition and Dietetics”-ის კვლევის თანახმად, მამაკაცები, რომლებიც ყოველდღიურად ამოწმებენ თავიანთ წონას, საშუალოდ 9.2 კილოგრამს იკლებენ 6 თვის განმავლობაში,  მაშინ, როცა ეს რიცხვი 3.1 -ს უდრის იმ მამაკაცებისათვის, რომლებიც ამგავრ დაკვირვებებს არ აწარმოებენ.

მიზეზი?  მსგავსი მონიტორინგი გაძლევთ მოტივაციას, რათა დაიკლოთ მეტი, დააკვირდეთ, რომელი ჩვევები გეხმარებათ და რომელი უმჯობესია დაივიწყოთ.

ასე რომ აიწონეთ საუზმის მიღებამდე და დააკვირდით წონაში ცვლილების შკალას.

წონაში დაკლების კიდევ სამი უცნაური ჩვევა:

მკვლევარებმა დაადინეს, რომ მამაკაცები, რომლებიც  საკვების თანხას საკრედიტო ბარათის გამოყენებით იხდიან, უფრო მეტად ყიდულობენ არაჯანსაღ საკვებს, მათ შორის ნამცხვრებსა და შოკოლადებს.  გადაიხადეთ ნაღდი ფულით, გირჩევთ ბინგჰამტონის უნივერსიტეტი.

St George’s Hospital-ის მიხედვით, ვანილის მიღებისას თქვენს სხეულში იცვლება სეროტონინის დონე, რაც გაიძულებთ მიიღოთ ნაკლები შოკოლადი.

კორნელის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, თეფშები, რომელთა ფერიც კონტრასტულია თქვენი საკვების ფერთან, გაიძულებთ მიირთვათ უფრო ცოტა.

ასევე ნახეთ:  ფეხით სიარული წონის დასაკლებად