სწორი კვება

5 დიდი შეცდომა კვების რაციონში | არასწორი კვების რაციონი

არ აქვს მნიშვნელობა, რა არის თქვენი მიზანი – წონაში კლება, მატება, შენარჩუნება თუ უბრალოდ ჯანმრთელობა. თუ სწორად არ იკვებეთ, მიზანს ვერ მიაღწევთ, რადგან შედეგის 80% სწორედ კვებაზეა დამოკიდებული, 20% კი ვარჯიშზე მოდის. ამიტომ აუცილებელია სწორად შედგენილი კვების რაციონი გქონდეთ.

თუ არ იცით, როგორ იკვებოთ, ჩვენ გთავაზობთ თქვენი მიზნებისა და გემოვნების მიხედვით შედგენილ კვების რაციონს.

წარმოგიდგენთ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს:

არასაკმარისი კვება და არასრული კვების რაციონი

თქვენი წონა მარტივ ფორმულამდე დადის: კალორიები, რომლებსაც იღებთ და კალორიები, რომლებსაც წვავთ.

არასაკმარისი რაოდენობის კალორიების მიღება, შეაფერხებს კუნთოვანი მასის ზრდის პროცესსაც, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს ენერგიის ნაკლებობას, ვერ შეძლებთ ვარჯიშს და შესაბამისად, ვერ დაწვავთ კალორიებს.

გამოიყენეთ კალორიების კალკულატორი და გამოთვალეთ, რამდენი კალორიის მიღებაა მიზანშეწონილი ყოველდღიურად.  ასე დაინახავთ რამდენად კარგია თქვენი კვების რაციონი.

ამერიკულმა კვლევამ აჩვენა, რომ 110 გრამი პროტეინის (ცილის) მიღება იწვევს კუნთოვანი მასის ზრდას და ხელს უწყობს ცხიმების წვის პროცესს.  რაც უფრო იზრდება თქვენი კუნთოვანი ქსოვილის მასა, უფრო მეტი კალორიის დაწვას შეძლებთ, მაშინაც კი, როცა არაფერს აკეთებთ. ეს ნიშნავს, რომ ასე შეძლებთ რვასაათიანი ძილის დროსაც კი დაწვათ საკმარისი კალორიები.

ცხიმების მიღებაზე უარის თქმა

ცხიმების მიღება არ გაგასუქებთ.

აუცილებელია, მიიღოთ საკმარისი რაოდენობის ცხიმი.

მართალია, თუ წონაში დაკლება გსურთ, მიღებული ცხიმების რაოდენობა უნდა შეამციროთ, თუმცა ცხიმებზე სრულად უარის თქმა არასწორია. მათ გარეშე თქვენი სხეული ვერ შეძლებს იმ საჭირო ჰორმონების გამომუშავებას, რომლებიც აუცილებელია კუნთოვანი ქსოვილის  გასაზრდელად, რომელიც, თავის მხრივ, აუცილებელია ცხიმების დაწვის პროცესში.

ასევე ნახეთ:  წონის დაკლება სიმძიმეებით ვარჯიშით | სიმძიმეები

ასე რომ, მიიღეთ საკმარისი რაოდენობის ცხიმები და შემდეგ დაწვით კალორიები ვარჯიშისას.

დიდი რაოდენობით საკვების მიღება ღამით

ესპანურმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მიღებული კალორიების უმეტეს ნაწილს შუა დღის 3 საათამდე იღებენ, უფრო მარტივად იკლებენ წონაში, ასე მათ მეტი ენერგია აქვთ დღის განმავლობაში და წვავენ მეტ კალორიას.

ასე რომ, მიიღეთ მეტი კალორია დღის პირველ ნახევარში, ხოლო საღამოს ნაკლები ნახშირწყლების შემცველი საკვები, რათა იკვებოთ ჯანსაღად.

ნახშირწყლების მიღებაზე უარის თქმა

ასევე, არასწორია კვების რაციონიდან  ნახშირწყლების სრულად ამოღება.

მართალია, წონაში დასაკლებად აუცილებელია მიღებული ნახშირწყლების კონტროლი და ნაკლები რაოდენობით მიღება, თუმცა მათზე სრულად უარის თქმა გამოსავალი არ არის.

მიიღეთ ნახშირწყლები დღის განმავლობაში და თავი აარიდეთ მათ მიღებას საღამოს საათებში.

კვების რაციონიდან სხვა ნივთიერების სრულად ამოღება

ასევე არასწორია გლუტენის და ლაქტოზის ამოღება რაციონიდან.

უმჯობესია დაბალანსებულად იკვებოთ.

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ უარი თქვათ რომელიმე საკვებზე, მაგალითად პურზე, მაშინ ჩაანაცვლეთ იგი სხვა საკვებით.