წონაში კლება

5 მითი წონაში კლებაზე

როცა საქმე წონის დაკლებას ეხება, ყველას ჰგონია, რომ იცის გახდომის ჯადოსნური ხერხი, მაგრამ ხშირად ისინი წონაში ვერ იკლებენ.

მოცემულ სტატიაში ჩვენ შემოგთავაზებთ ყველაზე გავრცელებულ მითებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რათა სამომავლოდ გაითვალისწინოთ ისინი და იზრუნოთ თქვენი სხეულის დახვეწაზე ჯანსაღი საშუალებებით და  რაც მთავარია ეფექტურად. მაშ ასე:

1.       გლუტენისგან თავისუფალი დიეტა

თუ თქვენ უბრალოდ წონაში დაკლების მიზნით იღებთ ცილას (პროტეინს) რაციონიდან, ნამდვილად იმედები გაგიცრუვდებათ. ცილა ძალიან მნიშვნელოვანია წონაში დაკლებისთვის.

ამას პლუს, გლუტენისგან თავისუფალ დიეტაზე ყოფნისას ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ გლუტენისგან თავისუფალი პროდუქტების დიდი ნაწილი, როგორც წესი, საკმაოდ კალორიულია და შეიძლება წონაში უფრო მოიმატოთ

2.       კვების გამოტოვება და შიმშილი

კვების გამოტოვება დიდ დარტყმას აყენებს ორგანიზმს და ერთი-ორად ზრდის მისი ცხიმოვანი მასის მოცულობას.

საქმე იმაშია, რომ როცა ორგანიზმს აშიმშილებთ, ის ვარდება სტრესში და როცა საკვებს მიიღებთ, “შიშისგან” ცხიმის მარაგებს შეივსებს და მომავალი შიმშილისთვის წინასწარ მოემზადება.

მკვლევარები გვირჩევენ დღიური კალორაჟის გადანაწილებას მთელ დღეზე ისე, რომ ინსულინის დონე სტაბილურად შევინარჩუნოთ.

3.       არაჯანსაღ საკვებზე სრულად უარის თქმა

რა თქმა უნდა, არაჯანსაღი საკვების დოზის შემცირება ჭკვიანურია და დადებითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით მათ სრულად ამოღებაზე და აი რატომ:

ჯერ ერთი, არაჯანსაღ კვებას შეჩვეული ორგანიზმი მალე ატეხს განგაშს მათი ნაკლებობის გამო, რაც თქვენი დიეტის სტაბილურობას საფრთხის ქვეშ დააყენებს და  მეორე, ორგანიზმის სრულად გადართვა აბსოლუტურად ჯანსაღ კვებაზე კვებითი აშლილობის ერთ-ერთი სახეა და მას ორთორექსია ეწოდება, ეს შედეგს არ მოგიტანთ.

ასევე ნახეთ:  რამდენად ხშირად უნდა აიწონოთ? | სასწორი

4.       სითხის დიდი რაოდენობით მიღება

რა თქმა უნდა, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ დალიოთ საყვარელი ხილის წვენი საუზმეზე ან წახემსებისას, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ე.წ. ‘’სითხის დიეტას’’ თქვენი ორგანიზმი შეუძლია მიიყვანოს სასიცოცხლო ნუტრიენტების დაკარგვამდე და გამოფიტვამდე.

5.       საყვარელი საკვების დავიწყება

თქვენ ისეთი კვების რეჟიმი გჭირდებათ, რომლის ხანგრძლივი პერსპექტივით შენარჩუნებაც არ გაგიჭირდებათ. ასე რომ, გამოყავით ე.წ. ‘’მატყუარა დღეები’’, როცა თქვენს თავს უფლებას მისცემთ საყვარელი სასუსნავით დატკბეთ.

‘’კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს მისცემთ სასუსნავებით ტკბობის საშუალებას კონკრეტულ დღეებში, თუმცა გაითვალისწინეთ ზომიერება, რადგან ადამიანებს სჩვევიათ მთელი კვირისთვის გამოყოფილი კალორაჟის ერთიანად მიღება, თუ კვების მხრივ ისინი თავს აბსოლუტურ თავისუფლებას მიანიჭებენ’’

ამბობს ჯენიფერ კოჰენი, არაერთი სელებრითის ტრენერი და ავტორი წიგნისა ‘’ Strong Is the New Skinny’’.

იყავით ლმობიერი საკუთარი თავის მიმართ, ნუ მოაქცევთ მას მკაცრ ჩარჩოებში.

გასათვალისწინებელია ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორიც, თუ თქვენ ძალიან გიყვართ ჩიზბურგერი, მასზე სამუდამოდ უარს ვერ იტყვით.

ეს კიდევ უფრო გაგირთულებთ დიეტის დაცვას და ხშირად დაგარღვევინებთ კვების რეჟიმს, ჯობს მიიღოთ საყვარელი საკვები კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ მცირე რაოდენობით, ვიდრე ყოველდღე მასზე იფიქროთ და დიეტა ვეღარ დაიცვათ.

გსურთ წონის კლება? ნახეთ ჩვენი საიტის დიეტების განყოფილება აქ