ფიტნესი

5 ფაქტი, რომლებიც ჩაჯდომების შესახებ უნდა იცოდეთ

ფეხის ძლიერი კუნთების მისაღებად ჩაჯდომები ყველაზე მნიშვნელოვანი ვარჯიშის სახეობაა. დაიმახსოვრეთ შემდეგი:

1.       ჩაჯდომები თვალსაჩინოს ხდის კუნთების დისბალანსს.

ჩაჯდომების კეთებისას თქვენი ტრენერი ბევრს შეიტყობს კუნთების დისბალანსის, სხეულის აგებულების, თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. ჩაჯდომები არც ისე იოლია გასაკეთებლად, როგორც ერთი შეხედვით ჩანს . შეიძლება ვერც კი მიხვდეთ, რომ მუხლებს არასაკმარისად ხრით ან თეძოებს საკმარისად არ ტვირთავთ მანამ, სანამ პროფესიონალი არ გეტყვით ამის შესახებ. ნამდვილად გაოცდებით, იმდენ რამეს გაიგებთ თქვენი სხეულის შესახებ ამ, ერთი შეხედვით, მარტივი ვარჯიშის დახმარებით.

2.       ჩაჯდომების უამრავი ვარიაცია არსებობს

უმეტესობა ამჯობინებს ნაცადი და მოქმედი ტრადიციული მეთოდების გამოყენებას, მაგრამ იცოდეთ, რომ მათ გარდა კიდევ ბევრი სახეობა არსებობს ნავარჯიშები ფორმის ჩამოყალიბებისთვის.

3.       ყველაზე დიდი კუნთოვანი მასა სწორედ ფეხებია.

თუ თქვენ მთელი სხეულის გავარჯიშება გსურთ, აუცილებლად ჩართეთ პროცედურაში ფეხის კუნთები. გამომდინარე იქიდან, რომ ის ყველაზე დიდი კუნთოვანი მასაა, ყველაზე მეტი კალორიაც სწორედ მის ხარჯზე იწვება. სავარჯიშო რუტინაში სიმძიმეების აწევის ჩართვა სხეულში განაპირობებს ტესტოსტერონის გამომუშავებას, ის კი, როგორც ზრდის ჰორმონი, ცხიმის წვის პარალელურად, ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას.

4.       ჩაჯდომები გულსაც ავარჯიშებს

ასევე განაპირობებს მის სტაბილურ ჯანსაღ მუშაობას. ამ კუთხით განსაკუთრებით სასარგებლოა Goblet squat-ები. მით უფრო, თუ ვარჯიშისას ჰანტელებსაც მიახმართ, ეს თქვენს პრესზე განსაკუთრებით სააასიკეთოდ აისახება.

5.       ჩაჯდომები არ არის ერთადერთი ვარჯიში, რაც თქვენ გჭირდებათ.

მართალია ყველაზე დიდი კუნთის დატვირთვა მთელი სხეულის ტონუსში მოსაყვანად დაგეხმარებათ, მაგრამ თუ გსურთ მიიღოთ მაქსიმალური შედეგი, აუცილებელია სავარჯიშო რუტინა სხვა ვარჯიშებითაც დატვირთოთ.

ასევე ნახეთ:  როგორ დავიწყოთ ვარჯიში? | ვარჯიშის დაწყება

 

ფოტო: shutterstock