ჯანმრთელობა

6 მიზეზი, თუ რატომ გილურჯდებათ კანი მარტივად | კანის დალურჯება

ყველა ჩვენგანს მიგვირტყამს ფეხი ან ხელი ყავის მაგიდაზე, ან კარადაზე, რომელსაც დაუტოვებია კვალი ლურჯად, შავად, ან ორივე ერთად. მაგრამ, უფრო კონკრეტულად, რა არის დალურჯება?

სილურჯე არის კანის ზედაპირის ქვეშ არსებული სისხლძარღვების უმნიშვნელო დაზიანება.

თუკი სისხლძარღვები დაზიანებულია, მცირე რაოდენობით სისხლი გამოიჟონება, რაც აძლევს კანს ლურჯ, შავ ან იასამნისფერ შეფერილობას.

მაგრამ რა ხდება, თუკი თქვენ ძალიან მარტივად გილურჯდებათ ფეხები, მკლავები ან სხეულის სხვა ნაწილები უმნიშვნელო მირტყმით და ვერც კი ხვდებით საიდან მოდის სილურჯე?

გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს, თუ რა იწვევს მარტივ დალურჯებას.

1.  იღებთ განსაზღვრულ საკვებდანამატებს

ზოგიერთი დიეტური დანამატი ხელს უწყობს აუხსნელ დალურჯებებს, ისეთი შემცველობით, როგორიც არის ნიორი, ჯინჯერი, კოჭა, ომეგა სამის ცხიმოვანი მჟავები და ე-ვიტამინი.

სილურჯეები საკმაოდ კარგი შემახსენებელია, რომ გაესაუბროთ თქვენს ექიმს, სანამ რაიმე დანამატს მიიღებთ, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გარდა შესაძლოა, ვერ მიიღოთ ის შედეგი, რასაც ელოდით.

2. ბერდებით

კანი ასაკის მატებასთან ერთად უფრო თხელი ხდება და სისხლძარღვები კი – უფრო ფხვიერი.

ეს ორი რამ მიდრეკილს გხდით აუხსენელი დალურჯებებისკენ.

კანის დათხელებასთან ერთად თქვენ კარგავთ იმ ცხიმებსა და კოლაგენებს, რომელიც აქამდე იცავდა სისხლძარღვებს. ასევე, სისხლძარღვები კარგავს ელასტიუობას, რის გამოც ისინი მეტად ფხვიერები არიან და მიდრეკილნი დაზიანებისკენ.

3. იღებთ ისეთ წამლებს, რომლებიც ათხელებს სისხლს

თუ თქვენ იღებთ სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს გულის არითმიისა და სისხლის შედედების სამკურნალოდ, ეს არის პასუხი დალურჯებებისთვის.

ასევე ნახეთ:  5 პროდუქტი, რომლებიც ტესტოსტერონის დონეს ანადგურებს | ტესტოსტერონი

თუმცა, ასევე, შესაძლებელია, იღებდეთ სისხლის დამათხელებელ წამლებს, ისე, რომ ვერც კი აცნობიერებდეთ მას, როგორიც არის ასპირინი და იბუპროფენი.

4. სისხლთან დაკავშირებული დარღვევები გაქვთ

ჰემოფილია და ვონ უილებრანდი – ორივე არის სისხლის დაავადება, რომელიც იწვევს მარტივ დალურჯებას.

ჰემოფილია არის იშვიათი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედების ფუნქციაზე, რაც ზრდის რისკს მცირედ ნაკაწრზეც კი, რომ დიდი რაოდენობის სისხლი დაიკარგოს.

ვონ უილებრანდის დაავადება უფრო მეტად გავრცელებულია და მსუბუქი ფორმაა სისხლის შედედების, რაც ვლინდება კბილის მკურნალობისას, ცხვირიდან დიდხანს გაგრძელებული სისხლდენისას, სისხლი შარდში ან განავალში და ქალებში მენსტრუალური ციკლის ტკივილების დროს.

5. იღებთ ანტიდეპრესანტებს

ისეთი ანტიდეპრესანტები, როგორიც არის სეტრალინი, ციტალოპრამი და ბუპროპინი – ზემოქმედებს თრომბოციტებზე, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ სისხლის შედედებაში.

6. განიცდით ვიტამინების დეფიციტს

C და K ვიტამინების ნაკლებობა იწვევს აუხნელ დალურჯებებს – მაგრამ ეს პრობლემა ძირითადად განვითარებად ქვეყნებშია, ხოლო თუკი  ხელი მიგიწვდებათ ჯანსაღ საკვებზე, მაშინ ეს პრობლემა თქვენ ნაკლებად გეხებათ.

როგორ მოვიშოროთ დალურჯება სწრაფად

პირველ რიგში, ცუდი ამბავი: შესაძლებელია, ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს სილურჯის გაქრობა და მის დასაჩქარებლად ბევრს ვერაფერს გააკეთებთ.

მაგრამ არსებობს უტყუარი ხრიკი, რასაც შეუძლია ამ პროცესის დაჩქარება.

მას შემდეგ, რაც მიარტყამთ მუხლს ან იდაყვს, მალევე დაიდეთ ყინული და გაიჩერეთ 10 წუთით, დღეში რამდენჯერმე.