ფიტნესიწონაში კლებაწონის კორექციაწონის მომატებაწონის შენარჩუნებაჯანმრთელობა

6 მიზეზი, რატომაც სიმძიმეებით ვარჯიში ქალებისთვის აუცილებელია

კარგია თუ არა სიმძიმეებით ვარჯიში ქალებისთვის? ქალების უმეტესობას ეშინია სიმძიმეების აწების, რადგან მათ არ სურთ გახდნენ დაკუნთულები  და მოიმატონ წონაში.

სიმართლე შემდეგში მდგომარეობს – ვარჯიში არ მოგიმატებთ სხეულის ზომას, არასწორი კვების რაციონი – კი.

რეალურად, სიმძიმეების აწევა ეხმარება ქალებს მიიღონ სასურველი სხეული, რაც არც ზომაში მომატებულს ნიშნავს და არც ზედმეტად დაკუნთულს. სწორედ გავრცელებული მცდარი შეხედულების გამო ქალები ძირითადად აერობიკით არიან დაკავებული, რათა დაწვან ცხიმები, თუმცა იშვიათად ან ძალიან ნელა აღწევენ სასურველ შედეგს.

ქალებს არ სურთ გამოიყურებოდნენ ქალი ბოდიბილდერების მსგავსად,  რაც, ცხადია, გასაგებია. თუმცა  ამ ტიპის სხეული რეალურად მიუღწეველია იმ ქალებისათვის, რომლებიც სიმძიმეებს წევენ. ქალი ბოდიბილდერები დამატებით სტეროიდებს იღებენ სასურველი სხეულის მისაღწევად.

ტესტოსტერონის ჰორმონი კუნთოვანი მასის ზრდაზეა პასუხიმგებელი. მამაკაცებთან შედარებით, ქალების ტესტოსტერონის დონე გაცილებით დაბალია, რაც ხელს უშლის სიმძიმეების აწევის გამო კუნთების აქტიური ზრდის პროცესის დაწყებას.

სწორედ ამ ცრუ შეხედულების გამო, გთავაზობთ ექვს მიზეზს, თუ რატომ არ უნდა თქვან უარი ქალებმა ვარჯიშის ამ სახეობაზე:

სიმძიმეებით ვარჯიში სხეულის ტონუსში მოსაყვანად

ყველა ქალს სურს თავისი სხეულის ტონუსში მოყვანა, თუმცა რას ნიშნავს ეს უფრო კონკრეტულად? ტონუსში მყოფი სხეული, თავის მხრივ, ძლიერი კუნთოვანი ქსოვილის შექმნის პროცესის შემადგენელი ნაწილია (ძლიერი არ გულისხმობს დიდს), რომელიც ასევე დაკავშირებულია ცხიმების დაწვის პროცესთან.

ქალების მოსაზრებები იდეალურ სხეულთან დაკავშირებით დროდადრო შეიცვალა. თავდაპირველად მათ მიაჩნდათ, რომ იდეალურია ქალი ტალღოვანი თმით, შემდეგ მოეწონათ გამხდარი სხეული, ხოლო ახლა კი ქალებს იზიდავთ გამოყოფილი სხეულის ფორმები. დღევანდელობაში გამოყოფილი სხეულის ფორმების ქონა ერთ-ერთი ის საკითხია, რომელთან მიმართებითაც ქალების უმეტესობა ერთიდაიმავე პოზიციას იზიარებს.

ასევე ნახეთ:  7 ჩვევა, რომელიც ჯანსაღი გვგონია

ქალებს, რომლებიც წევენ სიმძიმეებს, შესაძლებლობა აქვთ ასევე მიიღონ ტონუსში მყოფი კუნთები. ეს მათ ასევე ეხმარებათ მხრების ფორმის მიცემაში ან საჯდომის ზომის გაზრდაში.

ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ სიმძიმეების აწევის!

სიმძიმეების აწევა და ცხიმის წვა

ვარჯიშისას თქვენ ძირითადად კუნთოვან ქსოვილს აზიანებთ, თუმცა ამ პროცესში ასევე წვავთ ცხიმებსაც. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი უპირატესობას ანიჭებს მოკლე ვარჯიშს, შესვენებების მცირე პერიოდით, რათა შესაძლებელი გახდეს უფრო მეტი კალორიის დაწვა, ვიდრე ჩვეულებრივი პროცესის დროს.

კუნთოვანი ქსოვილის მშენებლობა ასევე ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას. დაჩქარებული მეტაბოლიზმი კი, თავის მხრივ, უფრო მეტი კალორიის დაწვას გულისხმობს. ასე რომ, შესვენებისასაც კი, ვარჯიშით დაკავებული ადამიანი უფრო მეტ კალორიას წვავს, ვიდრე ის, ვინც არ ვარჯიშობს.

ვარჯიში მეტი ენერგიისთვის

სიმძიმეების აწევა ასევე გეხმარებათ გახდეთ უფრო ძლიერი. ამ დროს თქვენი სხეული მიაწვდის ჟანგაბდს გულსისხძარღვთა სისტემას, შედეგად თქვენ მეტი ენერგია გექნებათ ყოველდღიური საქმეებისთვის.

ვარჯიში სტრესის წინააღმდეგ

გრძნობთ ემოციების მომძლავრებას სამსახურში, უნივერსიტეტში, ან, ზოგადად, სხვა ცხოვრებისეული პრობლემებიდან გამომდინარე?

ფიტნეს დარბაზში მისვლით თქვენ შეძლებთ ყველაფერი უფრო მარტივად წარმოიდგინოთ და, შესაბამისად, იგრძნიოთ ნაკლები სტრესი. კვლევები უჩვენებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც უფრო ხშირად არიან დაკავებული ვარჯიშით, შედარებით მარტივად უმკლავდებიან სტრესს, ვიდრე ისინი, ვინც ვარჯიშით რეგულარულად არ არიან დაკავებული.

სიმძიმეებით ვარჯიში ჯანმრთელობისთვის

კვლევები უჩვენებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც სიმძიმეების აწევით არიან დაკავებულნი, უფრო ნაკლებად ავამდყოფობენ გულის დაავადებებით.

ქალები, რომლებიც დაკავებული არიან სიმძიმეების აწევით, ნაკლებად მიდრეკილნი არიან შემდეგი დაავადებების მიმართ:

  • დიაბეტი
  • სიმსუქნე
  • ართრიტი
  • დეპრესია
ასევე ნახეთ:  ვეგანიზმი - ახალი ეფექტური დიეტა?

ყველაფერთან ერთად, გაითვალისწინეთ რომ აუცილებელია თქვენზე მორგებული სწორი კვების რაციონი და სავარჯიშო პროგრამა, რაშიც Fit.Ge დაგეხმარებათ. ეწვიეთ ამ ბმულს დამატებითი ინფორმაციისთვის

რომ შევაჯამოთ:

  • სიმძიმეების აწევა დაგეხმარებათ სხეულის ფორმის ტრანსფორმირებაში
  • დიდი ზომის სხეულის ქონა გამოწვეულია თქვენი კვების რაციონით, ამიტომ იმუშავეთ ამაზე.
  • თქვენი სხეული არ გახდება ისეთი დაკუნთული, როგორიც ბოდიბილდერი ქალების სხეულია.
  • სიმძიმეების აწევა დაგეხმარებათ ცხიმების დაწვაში.
  • ეს გეხმარებათ მთელი დღის განმავლობაში მეტი ენერგიის უზრუნველსაყოფად.
  • სტრესს უფრო მარტივად გაუმკლავდებით.
  • ამცირებს დაავადებების რისკს.
  • სიმძიმეების აწევა გეხმარებათ უფრო ძლიერი ძვლების ჩამოყალიბებაში.