ფიტნესიჯანმრთელობა

6 სუპერ საკვები ნებისმიერი ფიტნეს მიზნისთვის

ინსტაგრამის სწრაფი „სქროლვისას“ აუცილებლად შეგხვდებათ ვიდეოები, სადაც ლატეს, სმუსებს სუპერ ელექსირს ან ფხვნილს უმატებენ და ამბობენ, რომ სრულიად ჯანსაღია და დაგეხმარებათ რამდენიმე კილოგრამის დაკლებაში; საერთოდაც, შეცვლის თქვენს ცხოვრებას. მაგრამ ნამდვილად იკავებს თქვენს სამზარეულოში შესაფერის ადგილს ეს სუპერ საკვები?

ხშირ შემთხვევაში მსგავსი ვიდეოები ტყუილს ეფუძნება, მაგრამ ნამდვილად არსებობს ისეთი საკვები, რომელიც იმსახურებს „სუპერ საკვები“-ს სტატუსს.

საჭმელი მედიცინაა და ხშირად სხვა მედიცინაზე უფრო ძლიერია. მსგავსი სუპერ საკვები შეგვიძლია, მივიღოთ ყოველდღე, თუმცა რატომღაც ხშირად მათ თავს ვარიდებთ.

გთავაზობთ ექსპერტების მიერ დადგენილ 6 სუპერ საჭმელს:

  1. თესლები

მიუხედავად მათი პატარა ზომისა, ისინი ნამდვილად მძვინვარებენ. თესლები, როგორიც არის ჩია, ჰემპი, კანაფის ნაწილი და სელი, უამრავ სარგებელს გთავაზობთ.

ჩიას თესლი დიდი ოდენობით ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რაც უზრუნველყოფს გლუვ კანსა და მენტალურ სიჯანსაღეს, ასევე, შეიცავს ერთ უნციაში 10 გრამ ბოჭკოს.

ომეგა-3-ის კარგი საბადოა ჰემპის თესლი, გარდა ამისა, ცილის, B ვიტამინის, თუთიისა და რკინის შემცველობით გამოირჩევა.

რაც შეეხება სელის თესლს, ის შეიცავს დიდი ოდენობით ძლიერ ფიტონუტრიენტებს. დაამატეთ ზემოთ ჩამოთვლილი თესლები სმუსებს, ან აურიეთ ისინი პუდინგში და იოგურტში.

  1. მოცვი

ეს პატარა კენკრა უფრო ძლიერია, ვიდრე ჩანს.

მოცვში მაღალია ფითოქიმიკატები და ანტიოქსიდები, რაც გეხმარებათ, თავი აარიდოთ ისეთ დაზიანებას, რომელიც დაკავშირებულია გლაუკომასთან, გულის დაავადებებთან და სიმსივნესთან.

მოცვი, ასევე, მდიდარია C და K ვიტამინებით, რომელიც დაკავშირებულია ძვლებისა და იმუნური სისტემის სიჯანსაღესთან.

მიირთვით მოცვი, როგორც ჯანსაღი სნექი, დაამატეთ ის სალათებს ან შეურიეთ ბერძნულ იოგურტში.

  1. კალე (ხუჭუჭა კომბოსტო)

ძალიან ბევრ საკვებზე ამბობენ, რომ ის ახალი კალეა, თუმცა არცერთს ისეთი სარგებელი არ მოაქვს, როგორიც მას. მისი მწვანე ფოთლები სავსეა ანტიოქსიდანტებით, რომელიც ებრძვის სტრესს, ასევე, მაღალია მასში A ვიტამინი (რომელიც სასარგებლოა თვალის სიჯანსაღისთვის, იმუნური ფუნქციებისა და უჯრედოვანი ზრდისთვის), და თითო კალორიაში უფრო მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე ხორცი.

ასევე ნახეთ:  რჩევები მომნელებელი სისტემის მუშაობის გაუმჯობესებისთვის

მოამზადეთ სალათი კალეთი, მოცვისა და სხვადასხვა თესლის დამატებით. აგრეთვე, შეგიძლიათ, შეურიოთ სმუსებში ან ომლეტში.

  1. კაკაო

სხვადასხვა კვლევის თანახმად, შავ შოკოლადსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემცირებას შორის კავშირია, ასევე, ის დაკავშირებულია იმუნური ფუნქციის გაუმჯობესებასთან.

სუპერ ვარსკვლავი ამ ყველაფერში კაკაოა, განსაკუთრებით კი ფლავანოლი, რომელსაც დადებითი ეფექტი აქვს გულის ჯანმრთელობაზე, სისხლის წნევისა და ცირკულაციის ჩათვლით.

გარდა ამისა, კაკაოს დღიური მიღებით იუმჯობესებთ კოგნიტივ შესაძლებლობებსაც.

თუმცა სანამ შოკოლადს შეჭამთ, აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ მისი 70% კაკაოა, ან კიდევ უფრო მეტი.

რძიანი შოკოლადის ნაცვლად გამოიყენეთ შავი შოკოლადი, როდესაც რამეს აცხობთ ან უბრალოდ გინდათ, შიმშილის გრძნობა მოიკლათ.

  1. კვერცხი

წლების განმავლობაში კვერცხს ცუდი რეპუტაცია ჰქონდა ქოლესტერინის მაღალი შემცველობის გამო, თუმცა ახლა დადგენილია, რომ ის გეხმარებათ, მიიღოთ კარგი ქოლესტერინი.

გარდა B ვიტამინის, რკინისა და ომეგა 3-სა, კვერცხი შეიცავს ქოლინს, ვიტამინს, რომელიც ნერვული სისტემის სიჯანსაღესა და DNA-ს სინთეზს უწყობს ხელს. გარდა ამისა, კვერცხის შემცველი საკვები ნივთიერებები ამცირებს გულის დაავადებების რისკს.

რეკომენდირებულია დღის დაწყება ადღვებილი, შემწვარი კვერცხით, ომლეტით ან შემწვარი კვერცხითა და ავოკადოთი. ასევე, კარგად მოხარშული კვერცხი ცილების შემცველი სნექია.

  1. სოკო

რეში, შიტაკი და კორდისეპი სოკოები შეიცავს ისეთ სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებს იმუნურ სისტემასა და ჯანსაღი ჰორმონების წარმოქმნას. ასევე, მაღალია სოკოებში ანტიოქსიდანტების შემცველობა, რომელიც თავიდან აგარიდებთ თავისუფალი რადიკალების მიერ დაზიანებებს, ხელს შეუწყობს ღვიძლის ჯანსაღ ფუნქციონირებას და შეგინარჩუნებთ ჯანსაღ უჯრედოვან ფუნქციებს.

რეკომენდირებულია რეშის ჩაის, სოკოს წვნიანებისა და შიტაკის (გამომშრალი სახით) მიღება.

ასევე ნახეთ:  როგორ გამოვაჩინოთ ვენები ხელებზე?

სტატიაში განხილული 6 სუპერ საკვები აუცილებლად დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და ხელს შეგიწყობთ, უფრო მარტივად მიაღწიოთ ფიტნეს მიზნებს.