ფიტნესიჯანმრთელობა

რა არ უნდა გააკეთოთ ვარჯიშის შემდეგ? | ვარჯიში

ვარჯიშის შემდგომი პერიოდი საკმაოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმში მიმდინარე პროცესებისთვის. რადგანაც ვარჯიშის დროს თქვენი სხეული მაქსიმალურად გახურებულია, შეიძლება კონკრეტულმა ქცევებმა არამარტო წყალში ჩაგიყაროთ მთელი ვარჯიში, ასევე დაგიზიანოთ ჯანმრთელობა.

აი, რა არ უნდა გააკეთოთ ვარჯიშის შემდეგ:

ვარჯიშის პირდაპირ შეწყვეტა

ვარჯიშის დასრულების შემდეგ აუცილებელია მსუბუქად განტვირთვა – ე.ქ. ქულდაუნი (cooldown). ამ დროს ნელ-ნელა ორგანიზმს უბრუნებთ ნორმალურ ტემპერატურას.

ოფლიანი ტანსაცმლით ყოფნა

როგორც დერმატოლოგები ამბობენ, ვარჯიშის შემდეგ ოფლიანი ტანსაცმლით სიარული უარყოფითად აისახება თქვენს კანზე, რადგან ამ დროს კანი ვეღარ სუნთქავს.

ამან შესაძლოა გაავრცელოს ბაქტერიები. განსაკუთრებით დაუცველი არეაა კანის ის ადგილი, სადაც თმა იზრდება.

ფეხშიშველი სიარული

ბევრ ადამიანს ჩვევად აქვს ფეხშიშველი სიარული, თუმცა რეკომენდირებულია საშხაპემდეც ჩუსტით მიხვიდეთ და იქედანაც ასე გამოხვიდეთ.

აუცილებელია შხაპის მიღების შემდეგ ფეხები გაიმშრალოთ.

ზედმეტად დიდი რაოდენობით პროტეინის მიღება

კუნთებს სჭირდება პროტეინი და, თუ გსურთ, კუნთების გაზრდა, აუცილებელია მეტი პროტეინი მიიღოთ, მართალია? იქნებ არა.

ხშირად ფიტნესით დაკავებული ადამიანები ჭარბი რაოდენობით პროტეინებს იღებენ, რაც არ არის სწორი და ხშირად ცუდად აისახება მათ ორგანიზმზე.

რეჰიდრატაციის პროცესი

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ათლეტებისთვის და მცურავებისთვის.  ვარჯიში გაკარგვინებთ წყალს, ამ დროს წონის თითო კილოზე უნდა მიიღოთ  კონკრეტული რაოდენობის წყალი, რაც ხელს შეუწყობს თქვენს ორგანიზმში მიმდინარე აღდგენით პროცესებს.

არ ისვენებთ

ვარჯიშის შემდეგ აუცილებელია დაისვენოთ.

თუ ადეკვატური დროით არ დაისვენებთ, ეს გააუარესებს თქვენს შედეგებს ვარჯიშისას, უფრო მეტად იქნებით მიდრეკილი დაზიანების მიღებისაკენ.

ასევე ნახეთ:  ერთი თვის მანძილზე უზმოზე ვსვამდი წყალს და აი რა შედეგი მივიღე

დიდი ხნით დასვენება

თუმცა არც დიდი ხნით დასვენებაა რეკომენდირებული.

ადეკვატური დროით დასვენება დაგეხმარებათ სხეულის გაჯანსაღებაში როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.  მაგალითისათვის, თუ დასასვენებლად ერთ სრულ დღეს აირჩევთ, შეგიძლიათ შემდეგ დღეებში ინტენსიური ვარჯიშით დაიტვირთოთ.