სწორი კვებაწონაში კლებაწონის კორექცია

7 ნაბიჯი და ეფექტური დიეტა

ბოლო მოუღეთ მუდმივ დარდს და ფიქრს თქვენს აღნაგობაზე – გაითვალისწინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი 7 ნაბიჯი, მათი ერთობლიობა ზუსტად ისაა, რასაც ჯადოსნური და ეფექტური დიეტა ჰქვია.

ყველამ იცის, როგორ შეარჩიოს სწორად ტანისამოსი, რომ უფრო გამხდარი ჩანდეს.

ჩავიცვათ ტანზე კარგად მორგებული კოსტიუმი, რათა მხრები უფრო განიერი გამოჩნდეს, გამხდარი ვიზუალის ილუზირებისთვის კი მუქ ტონებში გადაწყვეტილი პერანგი გამოგვადგება.

მაგრამ ნამდვილ თავსატეხს აწყდებით მაშინ, როცა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით, (მაგ: პლაჟზე) რომ ვერ დამალავთ სხეულის  ნაკლოვანებებს. აი სად უნდა გაიაროს თქვენმა ფიზიონომიამ ნამდვილი ტესტი.

მანამ, სანამ ლამაზი ფორმების დაყენების ენთუზიაზმით ანთებული მრავალ საათს გაატარებთ სპორტ-დარბაზში, გაიხსენეთ, რომ შესაშური სხეულის მიღება დიდწილად სწორედ სწორ კვებით ჩვევებზეა დამოკიდებული. (ჩვენთან ერთად გაიმეორეთ: “პრესი ყალიბდება სამზარეულოში” ).

მიაჩვიეთ ორგანიზმი ქვემოთ შეთავაზებულ კვებით რეჟიმს და საზღვაო სეზონისთვის თქვენი სხეული თვალისმომჭრელად იბრწყინებს.

1.       მიიღეთ ამინომჟავები

დილით უზმოზე 10 გრამი BCAA-ის მიღება არეგულირებს ინსულინის დონეს, აძლიერებს ზრდის ჰორმონს, აქვეითებს მადას.

ამ დროს თქვენს ორგანიზმში ამინომჟავების ნამდვილი აფეთქება ხდება, რაც მეტად მნიშვნელოვანია ანაბოლური პროცესების წარმოქმნისთვის.

2.       რაციონიდან ამოიღეთ დიეტური ნახშირწყლები

ნახშირწყლები მიიღეთ მხოლოდ მთლიანი, დაუმუშავებელი სახით.

უმჯობესია, თუ თქვენი ნახშირწყლებისგან შემდგარი რაციონი შედგება ტკბილი კარტოფილის, ბრინჯის, ბევრი ბოსტნეულისა და ხილისგან, რაც სრულებით დააკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნას ამ უკანასკნელზე.

ამ მეთოდით თქვენ არა მარტო ზედმეტ ცხიმს მოიშორებთ, არამედ ორგანიზმიდან გამოდევნით ზედმეტ წყალსაც, რაც თქვენს სხეულს უფრო თხელს და მოხდენილს გახდის.

ასევე ნახეთ:  რაში დაგეხმარებათ ელ კარნიტინი და ვიტამინი D?

3.       დალიეთ ბევრი წყალი და უარი თქვით სხვა სასმელზე

დილით ფინჯანი ჩაი ან ყავა შეგიძლიათ მიირთვათ, მაგრამ გამორიცხეთ ყოველგვარი ალკოჰოლი, სოდის შემცველი სასმელები და წვენები.

ეცადეთ დღეში 2-3 ლიტრა წყალი მაინც მიიღოთ.

4.       გაზარდეთ პროტეინის წილი თქვენს რაციონში

ყოველდღიურ რაციონს უბრალოდ დაამატეთ რამდენიმე პროტეინის შემცველი შეიქი, რაც აქრობს შიმშილის გრძნობას, ორგანიზმს კი ეხმარება მოახდინოს მიღებული ნახშირწყლების კომპენსირება.

მეტად უნდა აკონტროლოთ პროტეინის  დონე მაშინ, როცა განსაკუთრებით დაბალკალორიულ დიეტაზე ხართ, რათა არ მისცეთ კუნთოვან ქსოვილს მოდუნების საშუალება.

5.       იკვებეთ დაბალანსებულად

შეიძლება მიჩვეული ხართ დღეში 3-ჯერ ჭამას, მაგრამ ეცადეთ ეს ყოველ 2-3 საათში ერთხელ ჭამოთ, პლუს ვარჯიშის შემდეგ პროტეინის  შეიქები დალიეთ.

ეს მარტივი გზაა კალორიების დასახარჯად, ამავდროულად, არ დაგავიწყდეთ ყოველდღიურად პროტეინის  დიდი რაოდენობით მიღება.

6.       თითოეული კვების შემდეგ გაისეირნეთ 5-10 წუთით

არაერთმა კვლევამ დაამტკიცა ჭამის შემდეგ ფეხით სიარულის დადებითი მოქმედება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ენერგიით დატვირთვასა და რაღა თქმა უნდა, ცხიმის დაწვაზე.

7.       სუფრიდან “დროზე ადრე ადგომა”

როდესაც იგრძნობთ, რომ 80%-ით დანაყრებული ხართ, ადექით მაგიდიდან.

მართალია, რთულია, მაგრამ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. როგორც კი დაასრულებთ კვებას, მეტი ნაყროვანებისთვის შეგიძლიათ პროტეინის  შეიკი დალიოთ.

 

ამ 7 ნაბიჯის გაერთიანებით თქვენ იღებთ ცხოვრების სტილს, რომელსაც შეგიძლიათ ეფექტური დიეტა დაარქვათ.