ჯანმრთელობა

7 ჩვევა, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას აზიანებს

მავნე ჩვევისგან თავის დაღწევა საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ მას ნორმად ვთვლით.

ჩვენ შევკრიბეთ და შევადგინეთ მავნე ჩვევების სია, რომელიც უფრო მეტად გვაზარალებს, ვიდრე სარგებელი მოაქვს ჩვენთვის.

1. ცემინებისგან თავის შეკავება

როცა ჩვენ ვხურავთ პირს და ცხვირზე ხელს ვიჭერთ დაცემინებისგან თავის შეკავების მიზნით, შიდაქალის წნევა საგრძნობლად მატულობს. სისხლის მიწოდება ტვინისკენ ჩერდება, სისხლძარღვები და ნერვული ქსოვილები კი განიცდის კომპრესიას. ეს კი იწვევს თავის ტკივილს და ხანდახან სმენის პრობლემებსაც კი. ასე რომ, არასდროს შეიკავოთ თავი ცემინებისგან.

2. პარფიუმის მოხმარება

იმისთვის, რომ სუნამოს ჰქონდეს მდგრადი, გამყოლი სურნელი, მწარმოებლები დიდი რაოდენობით ხელოვნურ ნივთიერებებს იყენებენ, რადგან ისინი უფრო იაფია, ვიდრე ნატურალური ზეთები. ეს კი იწვევს თავბრუსხვევას, გულისრევას და ძილიანობას, აღიზიანებს ყელს, კანს და თვალებს. უკეთესია, თუ მას ჩავანაცვლებთ ბუნებრივი ეთერზეთებით ან გამოვიყენებთ მხოლოდ კარგად განიავებულ ოთახში.

3. საკვების შენახვა პლასტმასის კონტეინერებში

პლასტმასის კონტეინერების უმეტესობა შეიცავს დიდი რაოდენობით ხელოვნურ ნაერთებს, როგორიცაა ფტალატის მჟავა და ბისფენოლი, რომელიც მათ ელასტიურობას განაპირობებს. როცა საკვები დიდი ხნით ინახება ასეთ კონტეინერებში, ეს ნივთიერებები აღწევს საკვებში და დიდ პრობლემებს უქმნის ენდოკრინული სისტემის მუშაობას. უმჯობესია, თუ მათ ნაცვლად გამოვიყენებთ მინის, კერამიკის ან უჟანგავი ფოლადის ჭურჭელს.

4. კვების დასრულებისთანავე კბილების გახეხვა

სტომატოლოგები გვირჩევენ კბილების გახეხვას ჭამის დასრულებიდან მინიმუმ 30 წუთის შემდეგ, უკეთეს შემთხვევაში 1  საათის შემდგომ. განსაკუთრებით მჟავე სასმელი ან საკვები უარყოფითად მოქმედებს როგორც კბილის ემალზე, ისე მისი ფენის ქვემოთ მდებარე უბანზეც. ჯაგრისის მოძრაობა კი ხელს უწყობს მის შეღწევას დენტინში, რომელიც წარმოადგენს კბილის ძირითად მასას და მოცულობას. ეს კი იწვევს მგრძნობიარობის მომატებას და ხელს უწყობს კარიესის წარმოქმნას.

ასევე ნახეთ:  როგორი უნდა იყოს თქვენი პულსი და რატომ აქვს ამას მნიშვნელობა?

5. ანტიბაქტერიული საპონის ხშირად გამოყენება

ჩვენი კანის ზედაპირი დიდი რაოდენობით  სასარგებლო ბაქტერიებს შეიცავს, რომლებსაც გააჩნია დამცველობითი ფუნქციები. თუ ხშირად გამოვიყენებთ ანტიბაქტერიულ საპონს, ეს გამოიწვევს ჩვენი ხელების სტერილურობას, რაც წარმოშობს ეფექტურ ნიადაგს ჩვენი კანის შიგნით მავნე ბაქტერიების შესაღწევად.

6. ვიწრო ჯინსი

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოდურია, ის გამუდმებით გვიჭერს კანზე და აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს, რაც შედეგად იწვევს დისკომფორტის შეგრძნებას და მივყავართ ნერვული სისტემის პრობლემებთან.

7. ახალგაწურული წვენის მიღება

ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ხილის ახალგაწურული წვენი სასარგებლოა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით, გარკვეული დაავადებების დროს კი აქვს მაპროვოცირებელი ეფექტი მათ გაუარესებაში. მაგალითად, ყურძნის წვენი უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც აწუხებს ზედმეტი წონა ან დიაბეტი. ამის გარდა, ხილის წვენები სერიოზული ალერგენებია, ის განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიაწოდოთ ბავშვებს: მცირე პორციებით ან სასურველია, თუ, მანამ სანამ წვენის ბავშვისთვის მიცემას გადაწყვეტთ, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.