ჯანმრთელობა

9 მიზეზი, რატომ უნდა დალიოთ მეტი ყავა

გიყვართ ყავა?

ტასმანიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული  უახლესი კვლევის თანახმად,  ადამიანები, რომლებიც იღებენ ნაკლები რაოდენობით ყავას, არიან უფრო გულმავიწყები და ნაკლებად იმახსოვრებენ ახალ ინფორმაციას.

გთავაზობთ ყავის მიღების დადებით მხარეებს:

ყავის მიღება სასარგებლოა გულისათვის

ბრუკლინის კოლეჯის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად,  თუკი მიიღებთ დაახლოებით ოთხ ფინჯან ყავას დღეში, ეს 53 %-ით შეამცირებს კარდიო დაავადებების რისკს.

იცოცხლეთ უფრო დიდხანს

ლოს ანჯელესის USC Norris Comprehensive Cancer Centre-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველდღიურად კოფეინის მიღება 29%-ით ამცირებს სიმსივნით დაავადების რისკს.

ყავის მიღებას აქვს პრევენციული ეფექტი დემენციით დაავადების მიმართ

ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად,  ყავის რეგულარული მიღება ამცირებს დემენციითა (60 %-ით) და პარკინსონით დაავადების რისკს.

ყავა გეხმარებათ მეხსიერების გაუმჯობესებაში

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევავის თანახმად,  ორმაგ ესპრესოს შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი მეხისერება მომავალი 24 საათის განმაბლობაში.

ყავა გეხმარებათ სტრესის დაძლევაში

ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეში ოთხი ფინჯანი ყავის მიღება 20%-ით ამცირებს დეპრესის რისკს.

დაიცავით თავი პროსტატისაგან

ჰარვარდის უნივერსიტეტის  კვლევის თანახმად, დღიურად 3-6 ფინჯანი ყავის მიღება 60%-ით ამცირებს პროსტატის სიმსივნის დაავადების რისკს.

ყავა დაგეხმარებათ, იყოთ უფრო აქტიური ვარჯიშისას

ბირმინგჰემის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად,  ესპრესოს მიღების შემდეგ, თქვენ შეძლებთ 26 %-ით უფრო ენერგიულად ივარჯიშოთ და ირბინოთ. ამიტომ, ყავას ხშირად იღებენ დიდ მანძილზე მორბენალი სპორტსმენები.

ყავის მიღება პრევენციას უწევს დიაბეტს

ყავის მეცნიერული საინფორმაციო ცენტრის კვლევის თანახმად, ყავის მიღება 10%-ით ამცირებს ორი სახის დიაბეტით დაავადების რისკს.

ასევე ნახეთ:  ვარჯიშის დროს კომპრესორი ტანსაცმლის გამოყენების 10 დადებითი მხარე

ყავა აჩქარებს მეტაბოლიზმს

არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ყავის მიღება აჩქარებს მეტაბოლიზმის პროცესს. მისი მიღებისას იკლებს მადაც, თუმცა ნუ დაელოდებით მსგავს შედეგს, თუ ყოველდღიურად სამ კარამელის მოკაჩინოს მიირთმევთ.