სწორი კვება და დიეტა

დუკანის დიეტა 2 – 7 დღიანი ექსპრეს დიეტა – კიბე

დუკანის დიეტა 2 ანუ დუკანის ექსპრეს დიეტა, დუკანის ორიგინალი დიეტის შემოკლებული ვარიანტია. ის პიერ დუკანის მიერ იქნა შემუშავებული მათთვის, ვისაც წონის კლება ძალიან სწრაფად და ეფექტურად სჭირდება, ამისთვის კი სულ რაღაც 1 კვირა აქვს. დუკანის ექსპრეს დიეტით 7 დღეში დაახლოებით 7 კილომდე დაიკლებთ, მაგრამ ის ასეთივე ეფექტური მეორე კვირაში აღარ იქნება, ამიტომ თუ უფრო მეტის დაკლება გჭირდებათ, ჯობს დუკანის ორიგინალ დიეტას მიმართოთ.

დუკანის დიეტა 2 შემდეგი პრინციპებით მუშაობს:

1. დუკანის ექსპრეს დიეტის დროს იძენთ კვების ახალ უნარ-ჩვევებს

ამ 1 კვირის განმავლობაში დუკანის დიეტა 2-ის დაცვისას მიხვდებით, თუ რომელი პროდუქტებია თქვენი წონისა დ აჯანმრთელობისთვის უკეთესი და რომელი არა. დუკანის ექსპრეს დიეტის პირველ ორ ნაბიჯზე შეგიძლიათ დაიხმაროთ დუკანის დიეტისთვის დაშვებული 100 პროდუქტის სია.

დუკანის დიეტა 2-ის მთავარი ნაწილი სწორედ მისი დასაწყისი ნაბიჯებია, ასე რომ მაქსიმალურად ეცადეთ დუკანის დიეტა 2 არ დაარღვიოთ.

2. ზუსტად დაიცავით დუკანის დიეტა 2

დუკანის დიეტა 2 შვიდი დღისა და საფეხურისგან შედგება. ამ პერიოდში დაახლოებით 2-დან 7 კილომდე შეგიძლიათ დაიკლოთ, თუ ყველაფერს ზუსტად დაიცავთ. პირველ დღეს მხოლოდ პროტეინის (ცილის) შემცველ პროდუქტს მიირთმევთ, რასაც ამატებთ შვრიას (გერკულესს) და ყოველი შემდეგი დღე ასევე გავალდებულებთ სხვა ახალი პროდუქტების კატეგორიის დამატებას. მეშვიდე დღის შემდეგ უბრუნდებით ჩვეულ კვებას, ამ დროს შეგიძლიათ დაამატოთ ფიზიკური აქტივობა წონის კლებისთვის.

3. ექსპრეს დიეტის წესები:

დეტალური ინსტრუქცია:

დღე 1: იკვებებით მხოლოდ ცილოვანი (პროტეინიანი) საკვებით. დაშვებული პროდუქტების სია შეგიძლიათ ნახოთ აქ

დღე 2: პირველი დღის საკვებს ამატებთ ბოსტნეულს. დაშვებული პროდუქტების სია შეგიძლიათ ნახოთ აქ

დღე 3: პირველ და მეორე დღეს ამატებთ ხილს – 2 ცალს (გარდა ყურძნის, ბანანისა და ალუბლისა)

დღე 4: წინა სამი დღის საკვებს ამატებთ 2 ნაჭერ პურს

დღე 5: წინა ოთხი დღის საკვებს ამატებთ 40 გრამ ნაკლებცხიმიან ყველს

დღე 6: წინა 5 დღის საკვებს ამატებთ 200 გრამ ნახშირწყლების შემცველ საკვებს (მაკარონი, წიწიბურა, ბრინჯი და ა.შ.)

დღე 7: წინა 6 დღის საკვებს ამატებთ 1 განსაკუთრებულ საკვებს – თქვენთვის სასურველი ნებისმიერი კერძი.

ამ 7 დღის შემდეგ ეს დიეტა მიგახვედრებთ, თუ რომელი საკვებია უკეთესი თქვენი ორგანიზმისთვის. ამ დიეტის დასრულების შემდეგ შეეცადეთ მიირთვათ მსგავსი საკვები და არ გადაუხვიოთ ჯანსაღი კვების გზას.

მოგეწონა სტატია?

დააჭირე ვარსკვლავს შეფასებისთვის

საშუალო რეიტინგი 0 / 5. შეფასება: 0

შეაფასე პირველმა

Back to top button