როგორ მოვიმატოთ წონაში სწორად?
როდესაც წონაში მომატება გსურთ, ხშირად შეცდომით ფიქრობენ, რომ ყველაფრის ჭამა და დიდი რაოდენობით საკვების მიღება შედეგს გამოიღებს. თუ გსურთ ცხიმის ხარჯზე წონაში მომატება, მაშინ შეგიძლიათ ასე მოიქცეთ, თუმცა ეს არასასურველია – ასეთ შემთხვევაში თქვენ არა მხოლოდ ცხიმს მოიმატებთ, არამედ ჯანმრთელობაც შეგილახავთ. წონაში მომატება შესაძლებელია ჯანსაღად და კუნთოვანი მასის გაზრდის ხარჯზე.
არ გაატაროთ 4 საათზე მეტი საკვების მიღების გარეშე
თქვენს სხეულს მუდმივი ენერგიის მარაგი სჭირდება, რადგან კუნთები, გული და ტვინი მუდმივად მუშაობენ. როდესაც საკვებს გამოტოვებთ, თქვენი სხეული ენერგიას კარგავს, რაც კუნთოვანი მასის ზრდას აფერხებს. საუკეთესო გზაა რეგულარული კვება, რაც ნიშნავს ყოველ სამ საათში ერთხელ საკვების მიღებას.
მიიღეთ მრავალფეროვანი საკვები ერთ კვებაზე
სცადეთ, რომ ერთ კვებაზე სამი სხვადასხვა ჯგუფის საკვები მიიღოთ. მხოლოდ ბანანის ან ნუშის მიღება საკმარისი არ არის. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება თქვენი მენიუ, მით უფრო მარტივად შეძლებთ სხეულისათვის საჭირო ენერგიისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას.
იკვებეთ ჯანსაღად, თუ წონის მომატება გსურთ
უარი თქვით სწრაფ კვებაზე და მოამზადეთ ნახშირწყლებითა და პროტეინით მდიდარი საკვები. თუ არ იცით, როგორ შეადგინოთ კვების რაციონი, შეგიძლიათ ჩვენი დახმარებით ისარგებლოთ. ჩვენ შეგიდგენთ სწორ კვების გეგმას თქვენი მიზნების და გემოვნების გათვალისწინებით. მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.
დალიეთ ნუტრიტებით მდიდარი სასმელები
თუ საკმარისი რაოდენობის საკვების მიღება გიჭირთ, შეგიძლიათ ნუტრიტებით მდიდარი სასმელები მიიღოთ. 100% ხილის წვენი, ორგანული რძე ან სოიოს რძე, ასევე სტაფილოს წვენი – ყველა ეს პროდუქტი დაგეხმარებათ საჭირო ნივთიერებების მიღებაში.
დაძინებამდე აუცილებლად წაიხემსეთ
შიმშილი 6 საათის შემდეგ არ დაგეხმარებათ წონაში მომატებაში. ძილის დროს ორგანიზმში ხდება კუნთოვანი ქსოვილის აღდგენა და ზრდა, ამიტომ ძილის წინ მსუბუქი, ჯანსაღი წახემსება ამ პროცესს გააუმჯობესებს. 0%-იანი ხაჭო შესანიშნავი ვარიანტია, რომელიც შეგიძლიათ ძილის წინ მიიღოთ.
ჯანსაღი და სწორი კვების რეჟიმი აუცილებელია წონაში მომატების და კუნთოვანი მასის გაზრდისთვის. დაიცავით რეგულარული კვების რეჟიმი, მიიღეთ ნუტრიტებით მდიდარი საკვები და დარწმუნდით, რომ თქვენი დიეტა მრავალფეროვანია.