კვება

შეიგრძენით დოფამინის მოქმედება! რატომაა მნიშვნელოვანი გსიამოვნებდეთ იმის მირთმევა, რითიც იკვებებით?

„რომელია შენი საყვარელი კერძი?“ ამ კითხვაზე პასუხი თითქმის ყველას აქვს. გენეტიკურად, ადამიანები  საკვებისგან ვიღებთ უდიდეს კმაყოფილებას, ბევრისთვის ჭამა სიამოვნების ერთ-ერთი უდიდესი წყაროა ცხოვრებაში.გემრიელი საკვები, გარდა იმისა, რომ სასიამოვნოს ხდის კვების პროცესს, ჯანმრთელობისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ზოგიერთ შემთხვევაში, კვებისას გამომუშავებული დოფამინიც ისეთივე საჭიროა, როგორც კერძის ცალკეული შემადგენლობა და სხვა ვიტამინები.

კვებისაგან სიამოვნების მიღების ფსიქოლოგია

წლების განმავლობაში, მკვლევრები სწავლობდნენ კვებისგან გამოწვეული სიამოვნების მიზეზებს, რომელთა შედეგებიც საკმაოდ საინტერესო და დამაიმედებელია.

ფიზიოლოგიურად, სიამოვნების განცდა, რომელსაც ადამიანები საკვებიდან იღებენ, აღიქმება როგორც პირის აპარატში, ასევე ტვინში.

 „ნებისმიერი ტიპის სიამოვნება, მათ შორის საკვებისგან გამოწვეული, იწვევს ტვინში დოპამინის გამოყოფას,”- განმარტავს თერაპევტი, დიეტოლოგი და სერტიფიცირებული სპეციალისტი ალეტა სტორჩი (RDN, MHC, Wise Heart Nutrition and Wellness-ის წარმომადგენელი).

„დოპამინს ხშირად უწოდებენ ‘სიამოვნების განცდის ჰორმონს,’ რადგან ის ააქტიურებს ტვინისთვის სიამოვნების მიმნიჭებელ გზებს, რაც ხელს უწყობს ბედნიერების, სიმშვიდის, მოტივაციისა და კონცენტრაციის გაუმჯობესებას,“ ამბობს ის.

სინამდვილეში, ზოგიერთი ადრეული, 2011 წლის კვლევა მიუთითებს, რომ სიმსუქნის მქონე ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ დოპამინისადმი მგრძნობელობის დარღვევა, რაც მათ ფაქტობრივად აიძულებს გადაჭარბებულად მიიღონ საკვები, რათა მიაღწიონ საკვებით გამოწვეულ კმაყოფილებას. 

თუმცა, როდესაც ტვინში კვებითი ქიმია გამართულად ფუნქციონირებს, საკვებისგან გამოწვეულმა სიამოვნებამ შეიძლება ფიზიკური სარგებელიც კი მოიტანოს.

  „როდესაც ჩვენ გვსიამოვნებს ის საკვები, რასაც მივირთმევთ და სხეული გამოყოფს დოპამინს, რეალურად ჩვენი ორგანიზმი უფრო ეფექტურად შლის მას და აჩქარებს მეტაბოლიზმის პროცესს,”- ამბობს სტორჩი. „როდესაც სხეული მოდუნებულია და სიამოვნებას იღებს კვებისგან, ჩვენი ნერვული სისტემა გადადის დასვენებისა და მონელების რეჟიმში, რაც საშუალებას გვაძლევს სრულად ავითვისოთ საკვებისგან მიღებული სასარგებლო ნივთიერებები.“

საკვებისგან სიამოვნების მიღება ასევე ხელს უწყობს ჯანსაღი კვების ჩვევის განვითარებას.

2020 წლის დიდი სისტემური მიმოხილვის, რომელმაც შეისწავლა 119 კვლევა  კვებისგან მიღებული სიამოვნებისა და ჯანმრთელ დიეტას შორის კავშირზე, 57%-მა აჩვენა დადებითი კავშირი მოკვლევის ამ ორ პუნქტს შორის.

2015 წლის კვლევამ მკაფიოდ აჩვენა კავშირი სიამოვნებით კვებასა და გაუმჯობესებულ ჯანმრთელობას შორის. სხვა კვლევებში ხაზგასმით დაფიქსირდა, რომ ჯანმრთელი საკვებისგან სიამოვნების მიღებას შეუძლია ხელი შეუწყოს ნოყიერ და დაბალანსებულ დიეტას.

„არსებობს რწმენა, რომ ‘ჯანსაღი’ საკვები აუცილებლად უგემური უნდა იყოს, მაგრამ ეს არ არის სიმართლე“ – ამბობს დიეტოლოგი და სერთიფიცირებული ინტუიციური კვების კონსულტანტი სარა გოლდ ანზლოვარი. „როდესაც ჩვენ მივირთმევთ საკვებს, რომელიც გვიყვარს, სიამოვნების დონე იზრდება, რაც რეალურად აუმჯობესებს დიეტის ხარისხს და ამცირებს გადაჭარბებული ან იმპულსური ჭამის პრეცენდენტს.”

საკვებისგან მიღებული ემოციური კმაყოფილება

თუკი საკვებს მხოლოდ ენერგიის წყაროდ აღვიქვამთ და ჯანსაღი კვება ჩვენთვის უგემურ კვებასთან ასოცირდება, სადილობის დრო არც ისე საინტერესო იქნება, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჯანსაღი კვება იყოს ამავდროულად გემრიელიც -დაბალანსებული ნუტრიენტებითა და დათვლილი კალორიებით. კვება ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას გავერთიანდეთ საყვარელ ადამიანებთან და მჭიდროდ დავუკავშირდეთ ჩვენს კულტურას. რომ შევაჯამოთ, საკვები როგორც ემოციური, ასევე ფიზიკური ნოყიერებაა. წარმოგიდგენთ რამდენიმე გზას, თუ როგორ შეუძლია საკვების დაგემოვნებას დააკმაყოფილოს ჩვენი ემოციები:

  • საკვებით კმაყოფილება ზრდის სოციალურ კავშირებს

    წარმოგიდგენიათ  წვეულება ან ოჯახური შეკრება საკვების გარეშე?

    2015 წლის კვლევის მიხედვით, ტაილანდური სოციალური საზოგადოების მაგალითზე, ადამიანებისთვის სხვასთან ერთად საკვების მიღება ხშირად ზრდის ბედნიერების განცდას.
  • საკვების დაგემოვნება ფიზიკურ და ემოციურ კომფორტს იძლევა

    ქათმის ცხელ წვნიანს – ცივ ამინდში, ბებიის მომზადებულ მაკარონს, ან საყვარელ დესერტს, რომელიც ყოველთვის გვახარებს, შეუძლია ჩვენი განწყობა და სხეული ჰარმონიაში მოიყვანოს.

    „ზოგჯერ დამღლელი დღის ბოლოს  საკვები დიდ კომფორტს გვაძლევს, რაც ბევრისთვის ნეგატიურ ემოციურ ჭამად აღიქმება,“ ამბობს ანზლოვარი. „მაგრამ როცა თავს უფლებას ვაძლევთ ვისიამოვნოთ საკვებით, ამას ბევრი დადებითის მოტანა შეუძლია.“
  • საკვების დაგემოვნება ამსხვრევს დიეტის კულტურას

    ზოგადად, დიეტის კულტურას ბევრი განსაზღვრება აქვს, მაგრამ ამ საზოგადოებრივი მახასიათებლის ერთ-ერთი ნიშანია, რომ თავი უნდა შევიკავოთ ჩვენთვის საყვარელი საკვებისგან, განსაკუთრებით თუ ის მაღალკალორიული ან ცხიმიანია.

    ფრთხილად და გულდასმით საკვების მიღებამ შეიძლება ეს მავნე მენტალიტეტი საბოლოოდ დაამსხვრიოს.

    „როდესაც ყველა საკვები ხელმისაწვდომია და არ ვაწესებთ შეზღუდვებს  – მათ შორის ყველაზე გემრიელზეც, ორგანიზმი სწავლობს, რომ ის მიიღებს იმას, რაც საჭიროა,“ ამბობს სტორჩი. „აკრძალული საკვების მირთმევის ნებართვის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამოჯანმრთელების პროცესში და შეუძლია ადამიანს შეუწყოს ხელი საკუთარ თავთან ჰარმონიის, თავდაჯერებულობისა და თავისუფლების განცდის მოპოვებაში.“
  • საკვების დაგემოვნება ფიზიკურ და ემოციურ კომფორტს იძლევა

    ქათმის ცხელ წვნიანს – ცივ ამინდში, ბებიის მომზადებულ მაკარონს, ან საყვარელ დესერტს, რომელიც ყოველთვის გვახარებს, შეუძლია ჩვენი განწყობა და სხეული ჰარმონიაში მოიყვანოს. 

    „ზოგჯერ დამღლელი დღის ბოლოს  საკვები დიდ კომფორტს გვაძლევს, რაც ბევრისთვის ნეგატიურ ემოციურ ჭამად აღიქმება,“ ამბობს ანზლოვარი. „მაგრამ როცა თავს უფლებას ვაძლევთ ვისიამოვნოთ საკვებით, ამას ბევრი დადებითის მოტანა შეუძლია.“
  • საკვები გვაკავშირებს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობასთან

    წლებმა ცხადყო, რომ მიკუთვნების განცდა აუცილებელია მენტალური ჯანმრთელობისათვის. იგი გულისხმობს იმას, რომ ადამიანი აღიქვამს თავს მიღებულად და დაკავშირებულად ჯგუფთან, საზოგადოებასთან ან გარემოსთან. ეს მოიცავს ისეთ ემოციურ კავშირს, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ ის არის რაღაც უფრო დიდის ნაწილი. რა უკეთესი გარემოება შეიძლება არსებობდეს ამ განცდის სრულფასოვნად განსაცდელად, ვიდრე თქვენი ოჯახი ან კულტურული მემკვიდრეობა?

    საკვების სიამოვნებისთვის დაგემოვნება სწორედ აქ ასრულებს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს.

    „კულტურა და ტრადიცია კავშირის ფორმას წარმოადგენს“-ამბობს სტორჩი. „კავშირისთვის ხელის შემშლელი საკვების შეზღუდვამ ან უარყოფამ შეიძლება გამოიწვიოს გაუცხოება და მარტოობა. იმ საკვების უარყოფით, რომელიც ჩვენს კულტურაშია მიღებული, ვამბობთ არა მხოლოდ იმას, რომ ეს საკვები არის „ცუდი“, არამედ იმასაც, რომ იდენტობა, რომელიც ამ საკვებთანაა დაკავშირებული, ასევე „ცუდია“.

    ამ საკვების მიღებამ კი შესაძლოა საბოლოოდ გააჩინოს თავისუფლებისა და მიკუთვნებულობის განცდა, რაც თქვენს მენტალურ ჯანმრთელობას გააუმჯობესებს.

საკვებისგან მიღებული ემოციური კმაყოფილება

ალბათ გსმენიათ, რომ ემოციური ფაქტორებით გამოწვეული ჭამა იდეალური ნამდვილად არაა.

საკვების მიმართვა რთული ემოციების ფონზე, როგორიცაა სტრესი, გაბრაზება ან სევდა, ხშირად იწვევს არასწორ, დაუფიქრებელ, მოჭარბებულ მოხმარებას და დაძაბულ ურთიერთობას საკვებთან. ამიტომ არ იქნება გასაკვირი, თუ სიამოვნებისთვის კვების იდეა ეჭვს გაგიჩენთ.

საბედნიეროდ, ემოციური და სიამოვნებისთვის კვება განსხვავდება როგორც მიზნით, ასევე შედეგით.

„ემოციური ჭამა არის, როცა ადამიანები საკვებს იყენებენ როგორც საშუალებას, რომ გაუმკლავდნენ როგორც დადებით, ისე უარყოფით ემოციებს,“ ამბობს ანზლოვარი. „სიამოვნებისთვის ჭამა კი გულისხმობს საკვების არჩევას სპეციალურად მისი გემოს, ტექსტურის და გამოცდილების სასიამოვნოდ მისაღებად. ამის მაგალითია როდესაც ზაფხულში ნაყინს მიირთმევთ ან ვაშლის ბაღში ხიდან ვაშლს მიირთმევთ.“

ამ ორ ქცევას შორის კიდევ ერთი მთავარი განსხვავება თქვენსა და საკვებს შორის არსებული კავშირია.

„ხშირად, თუმცა არა ყოველთვის, ემოციური ჭამის დროს საკვებთან კავშირი ან განცალკევებულობა იგრძნობა,“ ხსნის ანზლოვარი. „სიამოვნებისთვის კვების დროს კი, როგორც წესი, ნამდვილი კავშირი და სიამოვნება იგრძნობა, რასაც საკვებიდან იღებთ.“

რა თქმა უნდა, არ არსებობს მკაცრად გამიჯნული ზღვარი ემოციურ ჭამასა და სიამოვნებისთვის კვებას შორის – ზოგჯერ ისინი შეიძლება გადაიკვეთოს კიდეც.

იმასთვის, რომ გავიგოთ, რომელი შემთხვევაა თქვენი, დავსვათ კითხვა: როგორ გრძნობთ თავს შემდეგ?

საკვების შეგნებული დაგემოვნება არ დაგტოვებთ დანაშაულის ან სირცხვილის გრძნობით.

თუ თქვენ ან თქვენი საყვარელი ადამიანი ებრძვით კვებით აშლილობას, მიიღეთ კვალიფიციური სპეციალისტის დახმარება რაც შეიძლება მალე. შეგიძლიათ დაიწყოთ ეროვნული კვებითი აშლილობის ასოციაციის დახმარებისა და მხარდაჭერის გვერდით, სადაც ხელმისაწვდომია სკრინინგი, ცხელი ხაზი და სპეციალისტების ბაზა.

სიამოვნება + ნოყიერება — სრულყოფილი წყვილი

ცხოვრებაში ცოტაა ისეთი რამ, რაც ყოველდღიურად საკვების მიღების სიამოვნებას შეიძლება შევადაროთ. საკვები ავსებს ჩვენს სხეულს ენერგიით, ამშვიდებს ჩვენს სულს და ანიჭებს სიამოვნებას ჩვენი გემოვნების რეცეპტორებს.

იმისათვის, რომ თქვენი კვება უფრო სასიამოვნო გახდეს, მიეცით თავს უფლება რუტინაში მცირე ცვლილებები შეიტანოთ: 

„როდესაც საკვებს ამზადებთ ან მის მისაღებად ემზადებით, დაფიქრდით, არის თუ არა რამე, რითიც შეძლებთ, რომ ის 10 პროცენტით მაინც უფრო სასიამოვნო გახადოთ,“ გვირჩევს სტორჩი. „ზოგჯერ, ბრაუნის გაცხელებამ, სალათაზე თხის ყველის დამატებამ, ან შვრიის ფაფისთვის მეტი რძის დამატებამ შეიძლება ამ კვების გამოცდილება უფრო სასიამოვნო გახადოს.

და ბოლოს, კვების შემდეგ ჰკითხეთ საკუთარ თავს: რამდენად დიდი სიამოვნება მოგანიჭათ საკვებმა? რა პოზიტიური გრძნობები გამოიწვია საკვებთან ემოციურმა კავშირმა? იმ ჩანაწერებმა, რომლებსაც დააგროვებთ, შეიძლება მომავალში საკვების არჩევა, გონივრული, დაბალანსებული და ჯანსაღი კვება კიდევ უფრო სასიამოვნო გახადოს. 

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, გქონდეთ შესაძლებლობა მოაწესრიგოთ თქვენი რაციონი, იკვებოთ ჯანსაღად, წინასწარ დათვლილი კალორიებით, დაბალანსებულად და მიიღოთ ყველა საჭირო ვიტამინი თუ ნუტრიენტი ისე, რომ უარი არ თქვათ გემრიელ კერძებზე Fit meal-ის კვების პროგრამა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დეტალს ითვალისწინებს. 

წყარო

Back to top button