ჯანმრთელობა

უნდა დაამატოთ თუ არა D ვიტამინი თქვენს კვების რაციონს?

D ვიტამინი, რომელსაც ხანდახან მზის ვიტამინადაც მოიხსენიებენ, გამომუშავდება მზის ულტრაიისფერი სხივების ქვეშ.

ტექნიკურად, ნაერთების ოჯახი, რომელიც შეიცავს D1, D2 და D3 ვიტამინებს, ცნობილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქციით. მისი მთავარი შესაძლებლობა: არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის შთანთქმას და ნერვული სისტემის ნორმალურად ჩამოყალიბებას.

D ვიტამინის საჭირო რაოდენობით მიღება მნიშვნელოვანია ძვლებისა და კბილების კარგად ჩამოყალიბებისთვის; აუმჯობესებს იმუნიტეტს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს გარკვეულ დაავადებებს.

D ვიტამინი მხოლოდ ძვლებითა და იმუნიტეტით არ შემოიფარგლება. კვლევების თანახმად, მას შეუძლია შესრულების გაუმჯობესება და კუნთების გაძლიერება, გარდა ამისა, ის ამცირებს ათლეტებში დაავადებების რისკს.

ერთ-ერთი კვლევა გვთავაზობს, რომ ვიტამინი დიდ როლს ასრულებს ცილის სინთეზში, კუნთების ფუნქციასა და ჩონჩხის კუნთების რეგულირებაში. (კერძოდ, ზრდის II ტიპის კუნთის ბოჭკოს რაოდენობასა და ზომას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალასა და გამძლეობაზე).

ეს მოსაზრება კი კვლევით დადასტურდა. იმ ათლეტებს, რომლებიც იღებდნენ D ვიტამინს, გაუუმჯობესდათ შესრულება და გაუძლიერდათ ზედა და ქვედა ტანი.

ასევე, მათთან შედარებით, ვინც არ იღებდა ვიტამინს, გაუუმჯობესდათ ვერტიკალური ხტომის შედეგები. გარდა ამისა, D ვიტამინის დეფიციტის მქონენი მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ.

ამერიკელების 77% განიცდის D ვიტამინის ნაკლებობას, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ჩვენგანს შესაძლოა, ჰქონდეს იგივე პრობლემა, ამიტომ უნდა ვიყოთ უფრო მეტად აქტიურები და ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრებით.

რეკომენდირებულია დღეში 600 საერთაშორისო ერთეული (IU) D ვიტამინის მიღება, თუმცა მისაღები ნორმა ინდივიდუალურია და იცვლება იმის მიხედვით, რამდენია თქვენს სხეულში  ვიტამინის ოდენობა და ასევე, თუ სად ცხოვრობთ.

ასევე ნახეთ:  კარდიო ვარჯიში კუნთოვანი მასის კლების გარეშე

გარდა მზის სხივებისა, მისი მიღება შეგიძლიათ კონკრეტული საკვებიდან, რაც გულისხმობს ცხიმიან თევზს, კვერცხსა და სოკოს.

თუ არ გაქვთ ინფორმაცია თქვენს ორგანიზმში არსებული ვიტამინების დონის შესახებ, გაესაუბრეთ ექიმს და შეამოწმეთ სისხლში მათი დონე.

ეცადეთ, შეიტანოთ ცვლილებები საკვებ რაციონში და დაამატოთ D ვიტამინის მიღება.